![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
აბა ხალხნო როგორც კარიბის მეკობრეების პოსტებიდან გავარკვიე კინო ბევრს გყვარებიათ (ნეტა ვინმეს არ უყვარს?(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ხოდა აი აქ დაპოსტეთ თქვენი საყვარელი ფილმების სახელები და თუ ლინკებსაც მიაყოლებთ ხოლმე მთლად უკეთესი (მარტო იმ შემთხვევაში თუ ცნობილ ქართულ სერვერებზე არ არის) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები როცა 1 ან 2 საათს ვხარჯავ ფილმის ყურებაში და ეს ფილმი აღმოჩნდება ხოლმე სრული სისულელე არადა რეკლამა, პოსტერი და მსახიობების ჩამონათვალი კარგად გამოიყურება ხოლმე მაგრამ ფილმი მაინც ვერ "ქაჩავს" ამიტომ თუ ერთმანეთს რჩევებს მივცემთ რის ყურებაზე არ დავხარჯოთ დრო და რა ფილმია მართლა ღირებული ძაან კარგი იქნება. მოდი დავიწყებ... მე პირადად არ გირჩევდით "Good night and Good luck"-ის ნახვას მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ კლუნის ფილმი და ჯორჯ კლუნი მონაწილეობს და თან ეს ფილმი ოსკარებზეც იყო წარდგენილი და დიდი აურზაურიც გამოიწვია, ჩემი აზრით დიდ არაფერი ფილმი არ არის და ჩემსავით ნუ შეცდებით და 2 საათს ნუ გადაყრით წყალში! ეხლა რაც შეეხება კარგ ფილმს! საერთოდ "კარგი ფილმი" ძალიან ზოგადი ცნებაა ზოგისთვის "ვარსკვლავური ომებია" კარგი ფილმი, ზოგისთვის "ხელოვნური ინტელექტი", ზოგისთვის "იქსმენი", ზოგისთვის ნებისმიერი ეროტიკა ( ვაი მაგათ პატრონს(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგისთვისაც "პიანისტი"! კი ბატონო გასაგებია რო გემოვნებაზე არ დაობენო ( არადა ყველაზე მეტს მაგაზე დაობენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობენ კინოს სპეციალისტები რომელთა აზრსაჩ წესით ნორმალურმა კინომანმა ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემთვის პირადად ფილმის სიკარგისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენარს ანუ სიუჟეტის განვითარებას და შინაარსს. "კარგი ფილმი" ჩემთვის არის ისეთი ფილმი რომლიც რაღაც აზრს ატარებს, რაღაც საინტერესო შინაარსი აქვს და რაღაცაზე მიუთითებს. ასეთ ფილმები ბევრი მაგრამ დასაწყისისთვის მარტო ერთი ორს ჩამოვთვლი: "Pianist", "Ben Hur", "crash", "The Kid" -(ჩაპლინის),..... აბა ეხლა თქვენი ჯერია დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ფილმებზე და რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
ციტატა(Reechard @ Jun 17 2006, 03:25 AM) [snapback]1745[/snapback] ანუ შენ გინდა თქვა რომ ფანტასტიკა არ გევასება. მერე მოკლედ და კონკრეტულად თქვი რა. ტერმინატორში "შინაარსი" ვერ ვნახეო, აქაოდა "არაფერს არ გასწავლისო"... ეგ არ არის-მეთქი ისეთი ჟანრი რომელმაც რამეზე უნდა ჩაგაფიქროს, რამეზე უნდა გესაუბროს. სხვა საქმეა თუ შენ საზოგადოდ არ მოგწონს ეგ ჟანრი. შენი ლოგიკით გამოდის რომ კომედია თითქმის ყველანაირი უშინაარსოა. გასაგებია რომ ვთქვათ კომედიები არ გევასებოდეს მაგრამ ყველა კომედიაზე (ან ფანტასტიკაზე) თქვა რომ "უშინაარსოა" არ არის მართალი. "შინაარსი" ძალიან ფართო ცნებაა, დაზუსტებას მოითხოვს. შენი თქმით შინაარსიანია ფილმი "რომელიც ჩაგაფიქრებს ან რამეს "გასწავლის" ". ამ ლოგიკით ძალიან ბევრი ჩემი და შენი საყვარელი ფილმი გამოდის უშინაარსო. ბოლო ბოლო ფილმს ყოველთვის რაიმეს "სასწავლად" ხომ არ უყურებ. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა შემდეგი რამ: იგივე "ტერმინატორი" (ამ ფილმის ფანი ნაღდად არ ვარ მაგრამ სიტყვამ რო მოიტანა და ტყუილა აგინეს მე მივაწექი) არის იმ ჟანრის ერთერთი საუკეთესო ფილმი რა ჟანრსაც განეკუთვნება - ძალიან ბევრი პარამეტრით ეგ ფილმი იმსახურებს წოდებას "კარგი თავის კლასში". ასე რომ თუ ვინმეს გაქვთ მასთან პრეტენზია, ან მოიყვანეთ მაგ სტილის სხვა ფილმი რომელიც მაგას ჯობია, ანაც დაასაბუთეთ რატომაა საზოგადოდ ეგ ჟანრი "გოიმობა". პროსტა ზოგზოგიერთების კომენტებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა რომ მაგის ყურება გრეხია, არადა არავინ არ იცის რატო - პროსტა "მოდაშია", ტერმინატორს რავა უყურებენ ბიჭები, ესენი სულ სააზროვნო ფილმებს უყურებენ როგორიცაა "ვარსკვლავური ომები" ლოლ! არა მე არ მინდა ვთქვა რო ფანტასტიკა და კომედია არ მევასება. ხალხნო რა არის აქ გაუგებარი მე ვთქვი "ჩემი აზრით კარგი ფილმი არის ასეთი......" და "ფანტასტიკაშიც და კომედიაშიც შეიზლება "ასეთი" ფილმების მოძიება ხოლო ის ფილმები რომლებიც უშინაარსოა და არაფერზე არ ჩაგაფიქრებს განა გადასაგდებია და განა მათი ყურება გოიმობაა (საერთოდ მე ვთვლი რო ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებიდან არც ერთის ყურაბა არაა გოიმობა) უბრალოდ ეგენი მარტო გასართობებიათქო!!!! თუ გაინტერესებს ჩემი აზრით ფანტასტიკის ჟანრში შედარებით შინაარსიანი ფილმი (ყოველ შემთხვევაში ტერმინატორზე) ეს არის "კუნძული" "The Island" რომელიც კლონირების დამანგრეველ პერსპექტივაზე და მის საშინელ შედეგებზე და ზოგადად ადამიანის როგორც ასეთის "ფასსზე" და "ღირებულებაზე" აკეთებს აქცენტს! ციტატა გასაგებია რომ ვთქვათ კომედიები არ გევასებოდეს მაგრამ ყველა კომედიაზე (ან ფანტასტიკაზე) თქვა რომ "უშინაარსოა" არ არის მართალი. საიდან მოიტანე რო მაგ ჟანრის ყველა ფილმზე ვამბობ უშინაარსოაო? ფანტასტიკის მაგილითო ხო უკვე მოვიყვანე ეხლა რაც შეეხება კომედიას! მემგონი სახელების დასახელება არც ღირს ჩარლი ჩაპლინის თითქმის ყველა ცნობილი ფილმი (ერთი ორი გამონაკლისის გარდა) ძალიან შინაარსიანი და აზრიანი ფილმებია! ციტატა ამ ლოგიკით ძალიან ბევრი ჩემი და შენი საყვარელი ფილმი გამოდის უშინაარსო. ბოლო ბოლო ფილმს ყოველთვის რაიმეს "სასწავლად" ხომ არ უყურებ. მერე ვინ გითხრა რო ყველა ფილმს რაიმეს შესასწავლად უნდა უყუროო????????????? (IMG:style_emoticons/default/huh.gif) მე მემგონი ნათლად ვთქვი რო მე ასეთი ფილმები უფრო მომწონსთქო და ტერმნატორის ნაირ და ვარსკვლავური ომების ნაირ ფილმებს მირჩევნიათქო თორე აბა ისე ორივე მათგანი ნანახი მაქვს და გასართობათ ორივე საკაიფოა! მემგონი ყველაფერი გავარკვიეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 11:25 AM |