![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
მოკლედ, გაუშვა გუგულიმ ვიკიპედიას კონკურენტი და Knol (სიტყვიდან Knowledge) დაარქვა.
აქცენტი კეთდება [Google-ის აზრით] ვიკიპედიას მთავარ მინუსებზე - თავისუფალი სტილით რედაქტირებისას(რითაც გაითქვა სახელი ვიკიპედიამ) ავტორის ვინაობა იკარგება და, შესაბამისად, ავტორს არანაირი მოგება არ რჩება თავისი ნაშრომისგან. // საინტერესოა, რომ Google-ს ვიკიპედია უდიდესი პლიუსი - მილიონობით სტატია და მკითხველი რატომღაც გამორჩა; ვნახოთ, რას მოიტანს ეს უყურადღებობა .. ამ "ვაანდალიზმის" საპირისპიროდ, Google გვპირდება, რომ შექმნის სისტემას, ორიენტირებულს არა მხოლოდ მკითხველზე, არამედ ავტორზეც. ავტორს ექნება კომფორტული გარემო სამუშაოდ და დაიტოვებს ყველანაირ უფლებას(მოვალეობასაც) თავის ნაშრომზე. მეტიც, თუ ის უფლებას მისცემს Google-ს, რომ ამ უკანასკნელმა სტატიის გვერდით თავისი კარგად ცნობილი ვებ-რეკლამაც განათავსოს, მაშინ ავტორი ამ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლიდან წილსაც მიიღებს. ასევე იმუშავებს კომენტარების, სტატიის შეფასების, რედაქტირების (ეს ვეღარ გავიგე - რა შუაშია რედაქტირება?), სტატიისთვის ინფორმაციის დამატების და "სხვათა და სხვათა" სისტემები. იმედია, ეს ყველაფერი გუგლისთვის დამახისათებელი სტილით იქნება შესრულებული. ამწუთას Knol დახურულია და მასთან წვდომა მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი (ასეთი ჯერ არ მაქვს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), მაგრამ Google გვპირდება, რომ პროექტი მალე გაიხსნება. ბმული ოფიციალურ ანონსზე - აქვე შეგიძლიათ იხილოთ Knol-ის მუშა ვებ-გვერდის სურათი. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 146 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 63 ![]() |
www.knolstuff.com - ეს არის ხო მაგათი საიტი?
მე დავრეგისტრირდი. -------------------- In the corner of some foreign field
The gunner sleeps tonight What's done is done We cannot just write off his final scene Take heed of the dream... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 09:46 PM |