კომპიუტერული განათლების პრობლემა საქართველოში, ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერული განათლების პრობლემა საქართველოში, ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე |
Sep 17 2007, 09:40 PM
პოსტი
#1
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia-Tbilisi წევრი №: 354 |
გაუმარჯოს კაი ტკბილ მურაბა და განათლებულ ხალხს
ხალხო ფაქტია რომ დღეს დღეობით ქართული ინტერნეტ სივრცე დიდი პრობლემის წინაშე დგას ინტერნეტში განთავსებულ საიტთა 70-80% ვარეზია კარგი იყოს ვარეზი მაგრამ ავრგოდეს მაინც კაცო ერთმანეთს პარავენ ლინკებს ყველგან ერთი და იგივეა საერთოდ ვარეზი საკუთარ ftp-ზე უნდა მუშაობდეს და არა უფასო ასაქაჩ სერვერზებზე რა ჯანდაბაა ვერ გავიგე ამ ხალხს იდეის ჩამოყალიბების უნარი არ აქვს კაცოო რა მუღამი აქვს ამ ვარეზს მე იმდენი ვებ იდეა მაქვს იმდენი რო ზოგი მავიყდება კიდეც სხვას არ მოსდის აზრი რო განსხვავებული სინაარსის საიტი შექმნას და დააინტერესოს მომხარებელი? |
|
|
Jan 29 2008, 12:14 PM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
Gi0rgius
ციტატა ერთ-ერთ ბულვარულ გაზეთში(სარკე,თბილისელები& ...) გამეშვა,იკითხავთ მანდ .რატომ უგზავნიო? რა თქმა უნდა, ცდა შეიძლება, მაგრამ 99% არ დაგიბეჭდავენ, მაგათთვის ეგ მკითხველის რაოდენობის შემცირებას ნიშნავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნუ თუ ფულს გადაუხდი, მაშინ შეიძლება რაღაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება ნაწერს. არ ვეხები შენს სამომავლო გეგმებს ორგანიზაციის შესახებ, უბრალოდ, ლინუქსის დისტრიბუტივს შევეხები: ციტატა ჩემი აზრით უნდა მოხდეს ერთი კონკრეტული ლინუქს დისტროს აღება,მაგ:სუსესი,და ზედ უნდა დაშენდეს პროგრამული უზრუნველყოფა,რომელმაც უნდა უზრუნველყოს .ехе და msi ფაილების უპრობლემო გაშვება,აგრეთვე უნდა ამ სისტემაში აუცილებლად უნდა იყოს ჩაშენებული Framework 3.5,მაიკროსოფტი ზემოთხსენებულს უფასოდ ავრცელებს ასე რომ პრობლემა არ იქნება,აგრეთვე სჭიროა პროცესების მენეჯერიც,კარგი ანტივირუსი(ინტეგრირებული),კარგი ბრანდმაუერი,პროცესორის ტემპერატურის შემმოწმებელი,საფოსტო კლიენტი,მაიკროსოფტ სპიჩის მსგავსი რამ,მედია პლეერები,დაუნლოად მენეჯერი,უნდა ჰქონდეს ყველა აპარატურის მხარდაჭერა და ტექნოლოგიისმხარდჭერა,(მაგ;ინფრარ ედი,ბლუტუზი,ვაიფი და ა.შ).საოფისე პროგრამული კომპლექსი,მაგ:ღია კოდის ოფენოფისი,ჩემი აზრით ვორდს არაფრით ჩამოუვარდება,კარგი კომპილატორი(უფასო ან ღია კოდის) მაგ.GCC,ანუ ამ სისტემას უნდა ჰქონდეს ყველაფერი ის,რაც აქვს ვინდოუსს და უფრო მეტი შესაძლებლობებიც კი, ანუ მივიღეთ რაღაც ვისტალინუქსი :000,რომელზეც დააკმაყოფილებს ყველას, იქნება ეს პროგრამისტი,გეიმერი,დეველოპერი,ო ფისმენეჯერი თუ უბრალი იუზერი.ალბათ მიხვდით რომ ეს ყველაფერი სიდიზე არ ჩაეტევა,ანუ სისტემა გავრცელდება დივიდი-ებით. აი სად დაერხა მაიკროსოფტს, ვინღა იყიდის ვინდოუსს, როცა ის შესაძლებლობები რაც ვინდოუსს აქვს და მეტიც ,ამ ლინუქსს ექნება, რომელიც რათქმაუნდა უფასოდ გავრცელდება.აი ჩემი აზრი(გამოსავალი), იმედია გავახორციელებ(თ), იდეა უკვე დაპატენტებულია ჩემს მიერ ;-). მოკლედ: ამ პროექტის განხორციელება იმ ჩარჩოებში, როგორც აღწერილი გაქვს, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ვრცლად: უპირველესად, როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია ფრეიმვერკის ლინუქსში ინტეგრირება? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვაინითო, არ თქვა ოღონდ, შეუძლებელია. + ეგეთი რამის გაკეთEბის უფლებას არც MS-ი მოგცემს. ასევე, ვინდოუსის ერთ-ერთი პლიუსი ამ შემთხვევაში .NET ტექნოლოგიის მხარადაჭერაა, რომელიც ლინუქსისთვის მიუწვდომელია და ასევე მიუწვდომელი დარჩება (თუ MS-ს ტვინი არ გადაუბრუნდა). ასევე პრობლემა იქნება EXE ფაილების გაშვებაც, აღარაფერს ვამბობ MSI-ზე. ემულატორი ყველა პროგრამის გაშვებას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ, რომ ბევრ პროგრამას დამატებითი რესურსები სჭირდება, რომელიც ლინუქსს არ გააჩნია. ნუ ტექნოლოგიების მხარდაჭერა მეტნაკლებად გამოსწორებულია ლინუქსის თანამედროვე ვერსიებში. აპარატურის მხარდაჭერა დრაივერების დონეზე უნდა იქნას რეალიზებული, ეგ ძირითადად მწარმოებლებლზეა დამოკიდებული, მათ უდნა დაწერონ შესაბამისი დრავერები. რაც შეეხებათ გეიმერებს: ლინუქსი უახლოეს მომავალში (და შორეულ პერსპექტივაშიც) ვერ გახდება გეიმერის არჩევანი. პირველი მიზეზი ცხადია თამაშბის სიმცირეა (ვიცი, ემულატორიო გინდა თქვა, მაგრამ მაგაზეც ვიტყვი). მეორე და გაცილებით ძლიერი მიზეზი: DirectX. DirectX-ი მაიკროსოფტის პროდუქტია, რომლიც ლინუქსში ინტეგრირება წარმოუდგენელია. მით უმეტეს, ამჟამად DirectX 10 არის გამოსული, რომელიც მხოლოდ ვისტაზე მუშაობს. მისი ინტეგრირება შეუძლებელია XP-შიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ლინუქსზე. 2008 წლის ბოლოს/2009-ის დასაწყისში DirectX 11 გამოვა და ასე გაგრძელდება მუდმივად. ლინუქსს DirectX-ის მხარდაჭერა არ ექნება, შესაბამისად, გეიმერებისთვის განკუთვნილი პლატფორმა არ იქნება. ემულატორზეც ვთქვათ ბარემ. ეს შეეხება როგორც თამაშებს, ასევე სხვა პროგრამებსაც. გეცოდინება, არსებობს ასეთი თამაში, სახელად Crysis (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დღევანდელი Ultra High End აპარატურა ამ თამაშს ვინდოუს პლატფორმაზე ძლივს ერევა და შენ გინდა თქვა, რომ ემულატორით ვითამაშებთ ამას? ემულატორის ფუნქცია მუდმივად იყო, არის და იქნება პროგრამების ნაწილის გაშვება ლინუქსზე. ყველა პროგრამას რომ ვერ გავუშვებთ, უკვე ითქვა, და რასაც გავუშვებთ, ცხადია, იმუშავებს გაცილებით არასტაბილურად და ნელა ვიდრე ეს ყველაფერი ვინდოუსში მუშაობს. ეხლა ვებ-სერვერი: APACHE რომ ძლიერი სერვერია, ამაზე არ ვდავობთ, მაგრამ ვინდოუსის IIS 6.0 და განსაკუთრებით, IIS 7 ასევე ძალიან ძლიერი სერვერები არიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif) + ვინდოუსს აქვს ერთი უდიდესი პლიუსი, კონფიგურაცია გრაფიკულ გარსში ხდება. მართალია, ლინუქსის სერვერის კონფიგიც შეიძლება გარკვეულწილად გრაფიკულ გარსში, მაგრამ მაგ დრო ვიღებთ არასტაბილურ და ნელ სერვერს. ასევე, IIS-ს აქვს ASP-სა და სხვა ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რომელიც არასდროს არ და ვერ ექნება APACHE-ს. ანუ დიფერენცირება სერვერებში მუდმივად იქნება და ლინუქსი ვინდოუსს ვერც ამ საკითხში ჩაანაცვლებს. მგონი, გაგრძელება აღარაა საჭირო. ეს სისტემა შესაძლებლობების ფარგლებით ვერც გაუტოლდება ვინდოუსს და ვერც აჯობებს, შესაბამისად, ბილსაც არ დაერხევა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ხშირად მომისმენია, რომ უცხოეთში, თურმე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლინუქსი აყენია და საქართველოში ვინდოუსი რატომ უნდა ეყენოსო. ასე არაა ეს, მაგ. ბრიტანეთში, ბევრი სკოლა იყენებს მაიკროსოფტის პროგრამულ უზრუნველყოფას, Windows XP/Vista + MS Office. -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:51 PM |