![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 471 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 32 ![]() |
გამარჯობა
რამდენიმე პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ... 1. myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს. ფლეშ დრაივერები დავაყენე, პლეიერით swf და flv დაილებს აჩვენებს, მაგრამ ამ საიტებზე არც აჩვენებს და საერთოდ პლეიერიც არ იტვირთეება, ნაცრისფერი ფონი ჩანს... 2. realtek-ის საიტიდან გადმოვწერე აუდიო დრაივერი, დავაინსტალირე, mp3 ფაილებს უკრავს, ხმას იღებს, მაგრამ skype-ში არ მუშაობს... "problem with audio payback". ვიდეო კარტის დრაივერზეც ამდაგვარი პრობლემა მქონდა ATI-ს საიტიდან გადმოწერილი დრაივერი დავაყენე, მაგრამ compiz არ მუშაობდა... რაღაც პაკეტები დავაყენე და მერე ამუშავდა... იქნებ ამასაც რაღაც "special driver" უნდა ვეღარ გავიგე 3. screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს... ჯერჯერობით ესენი მაინტერესებს (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) ეხლა შევედი რუსთავი2-ის საიტზე და იქაც სინაცრისფრეა... რა უნდა დავაყენო? -------------------- I was born intelligent but education ruined me
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
NetDevil
პირველ რიგში გეტყვი რომ MyVideo.ge-ზე ვიდეოების დაკვრა არა მარტო ლინუქსში, ვინდოუზში მომუშავე ფაიერფოქსითაც კი ვერ მოვახერხე. ეს ერთი წლის წინ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) შესაძლოა ვინდოუზთან მიმართებით პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ ლინუქსში MyVideo-ზე დადებულ ვიდეოებს ნორმალურად რომ ვერ დაუკრავ დარწმუნებით შემიძლია გითხრა (ბოლო სამი თვეა Ubuntu-ს ვიყენებ;-). მოკლედ მაივიდეოზე დამკვრელი კი გამოდის და დასაწყისში რეკლამის სრულად ხილვის ბედმიერებაც მაქვს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ აუდიო აგრძელებს დაკვრას, გამოსახულების მაგიერ კი სარეკლამო რგოლის ბოლო კადრი მრჩება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ალბათ ღირს ამ საკითხზე myvideo.ge-ს ადინისტრაციას მივწერო. YouTube-სა და სხვა მსგავს უცხოურ საიტებზე ვიდეოების დაკვრასთან კი პრობლემა ნამდვილად არ უნდა გქონდეს! დასაწყისისთვის სცადე Adobe Flash Player-ის ხელით დაყენება (მოგვიანებით დაყენების სხვა, უფრო "სწორ" გზაზეც გეტყვი:-). პირველ რიგში შედი აქ: Adobe Flash Player Download Center Linux (x86) Ubuntu-ს შემთხვევაში გამოვა მხოლოდ TAR.GZ არქივიდან დაყენება, ამიტომ ჩამოტვირთე ის და შეინახე სამუშაო მაგიდაზე (ისედაც იქ შეინახება;-). ამ მომენტისთვის დამკვრელის უკანასკნელი ვერსიაა: 9,0,115,0 (12/3/2007). გახსენი არქივი (მარჯვენა წკაპი მასზე, აირჩიე Extract Here) შეიქმნება საქაღალდე სახელწოდებით "install_flash_player_9_linux". გახსენი ტერმინალი (Applications > Accessories | Terminal) აკრიფე შიგნით შემდეგი: /home/მომხმარებლის სახელი/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer (მაგ.: /home/gearge/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer) და დააჭირე Enter-ს. ამის შემდეგ მიჰყევი ტერმინალში გამოტანილ ინსტრუქციებს. ბოლოს Firefox-ში შედი აქ: Help > About Plug-ins. აქ შეგიძლია იხილო დაყენებული გაფართოებები (Plug-ins:-). ამის შემდეგ ნორმალურად უნდა გაიხსნას რუსთავი2-ის - დეზინფორმატორის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) - ვებ გვერდიც! მეორე პრობლემას რაც შეეხება, ბევრი იდეა მიტრიალებს და ყველა მათგანს დალაგება/აწონ-დაწონვა სჭირდება. ამიტომ მოგვიანებით გიპასუხებ. და ბოლოს. მესამე კითხვაზე შევეცდები გიპასუხო მხოლოდ მას შემდეგ რაც გავიგებ რას ნიშნავს "screenlet" (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 09:44 PM |