| 
           | 
  
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
			
			  Jan 30 2008, 07:19 PM
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 471 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 32  | 
       
			
			 
				გამარჯობა 
			
			რამდენიმე პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ... 1. myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს. ფლეშ დრაივერები დავაყენე, პლეიერით swf და flv დაილებს აჩვენებს, მაგრამ ამ საიტებზე არც აჩვენებს და საერთოდ პლეიერიც არ იტვირთეება, ნაცრისფერი ფონი ჩანს... 2. realtek-ის საიტიდან გადმოვწერე აუდიო დრაივერი, დავაინსტალირე, mp3 ფაილებს უკრავს, ხმას იღებს, მაგრამ skype-ში არ მუშაობს... "problem with audio payback". ვიდეო კარტის დრაივერზეც ამდაგვარი პრობლემა მქონდა ATI-ს საიტიდან გადმოწერილი დრაივერი დავაყენე, მაგრამ compiz არ მუშაობდა... რაღაც პაკეტები დავაყენე და მერე ამუშავდა... იქნებ ამასაც რაღაც "special driver" უნდა ვეღარ გავიგე 3. screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს... ჯერჯერობით ესენი მაინტერესებს (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) ეხლა შევედი რუსთავი2-ის საიტზე და იქაც სინაცრისფრეა... რა უნდა დავაყენო? -------------------- I was born intelligent but education ruined me  
					
		 | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jan 31 2008, 10:14 PM
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148  | 
       
			
			 
				NetDevil 
			
			რაც შეეხება Opera for Linux-ს: http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/ აქ დაგჭირდება წაიკითხო შესავალი და განყოფილება სათაურით "Flash Player (Adobe)" (თუ აქამდე არ წაგიკითხია, რათქმაუნდა:-). პირადად ცოტა ხნი ვიყენებდი Opera-ს Ubuntu-ში (რამდენჯერმე დაეკიდა Flash-ის დაკვრისას, ზოგადად არა სტაბილურად მუშაობდა და ჩემი სუბიექტური აზრით, საერთოდ არ არის გამიზნული GNOME გარსში გამოსაყენებლად). საბოლოოდ მან პოზიციები Firefox-ისა და Flock-ის* კომბინაციის სანაცვლოდ დათმო, + Netscape Navigator-საც ვიყენებდი, მაგრამ ის სამწუხაროდ მოკვდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ხომ, რაც შეეხება ფლეშს ოპერაში: მახსოვს ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი "ბინძური" და შემდგომ ერთი "სუფთა" გზა ვიპოვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სწრაფი მაგრამ "ბინძური" გზა მდგომარეობდა შემდეგში: ჩამოვტვირთე install_flash_player_x_linux.tar.gz, ამოვაარქივე შიგნით არსებული საქაღალდე და გადავიტანე ის (საქაღალდე) ჩემ შინაურ დირექტორიაში (პრინციპში სადაც ხელი მიგიწვდება იქ შეგიძლია გადაიტანო. შეგიძლია საერთოდ სამუშაო მაგიდაზე დატოვო, თუ გაწყობს;-). შემდეგ შევედი სადღაც აქ (როგორც ვთქვი, დიდი ხანია ოპერა არ გამომიყენებია): Tools > Preferences > Advanced > Content (<- მგონი) და plug-in-ებისთვის დათმობილ განყოფილებაში ამ გაფართოებების წყარო საქაღალდეების მისამართების სიას, ჩემ install_flash_player_x_linux საქაღალდის მისამართიც (ჩემ შემთხვევაში: /home/gearge/install_flash_player_x_linux) დავაჭირე plug-in-ების ძიების ღილაკს. ოპერამ დაინახა libflashplayer.so install_flash_player_x_linux საქაღალდეში და დაიწყო გამოყენება! (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) "სუფთა" გზას რაც შეეხება, ის მდგომარეობდა შემდეგში: Synaptic Package Manager-ით ჩამოვტვირთე სპეციალური პაკეტი flashplugin-nonfree რომელმაც თავისმხრივ ჩამომიტვირთა ფლეშის დამკვრელი. მაგრამ ის ოპერასთვის არ იყო გამიზნული. შემდეგ რაღაც მანქანებით ვაიძულე ოპერას ჩაეხედა Mozilla-ს პლუგინების საქაღალდეში (წესით ისედაც აკეთებს ამას, მაგრამ რატომღაც არ/ვერ იყენებს იქ არსებულ გაფართოებებს). კი, მართლაც ძალიან აბსტრაქტულად ჩანს ეს ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შენი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ნორმალურ გზად კი დასაწყისში მოყვანილ (ოპერას საიტზე დადებულ) გზას ვხედავ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინო არის ის რომ /usr/lib/opera-ში ჩაწერის უფლება არ გაქვს როგორც ჩვეულებრივ, შეძღუდულ მომხმარებელს. იმისთვის რათა შეძლო იქ რამის ჩაწერა უნდა გქონდეს SuperUser-ის უფლებები! ამიტომ მანამ http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/-ზე მოყვანილი ინსტრუქციების შესრულებას შეუდგები, შეიყვანე ტერმინალში პროგრამული კოდი su დააჭირე Enter-ს. შემდეგ დაგჭირდება პაროლის შეყვანა (ის იგივეა რაც შენ მომხმარებლის ანგარიშს ადევს). ამის მერე უკვე შეგიძლია შეუდგე ფლეშის ინსტალაციას opera.com-ზე დადებულ ინსტრუქციებით! *Flock-ის ლინუქსში დაყენების ინსტრუქციები შეგიძლია წაიკითხო აქ: http://www.flock.com/faq/show/30#q_9069 -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა: 
					
		"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)  | 
	
| 
			
			 | 
	|
 NetDevil   ubuntu 7.10 Drivers, Codecs...   Jan 30 2008, 07:19 PM
 
 da_ta   NetDevil
ციტატა myvideo-ზე და...   Jan 30 2008, 07:37 PM
 
 domen   NetDevil
ციტატა myvideo-ზე და ...   Jan 30 2008, 08:03 PM
 
 NetDevil   da_ta
სესიებში როგორ შ...   Jan 30 2008, 08:15 PM
 
 gearge   NetDevil
პირველ რიგში გე...   Jan 30 2008, 09:12 PM
 
 otosaxel   gearge
ციტატაპირველ რი...   Jan 31 2008, 10:23 AM
 
 NetDevil   flash player-ის პრობლემა გ...   Jan 31 2008, 12:44 PM
 
 NetDevil   ციტატაmake install-ზე იძახ...   Jan 31 2008, 01:29 PM
 
 da_ta   NetDevil
ციტატასესიებშ...   Jan 31 2008, 01:36 PM
 
 NetDevil   da_ta
მადლობა, ვსიო ია...   Jan 31 2008, 02:08 PM
 
 NetDevil   ATI Technologies Inc IXP SB400 AC'97 Audio Con...   Jan 31 2008, 05:31 PM
 
 NetDevil   gearge
დიიდი მადლობა   Feb 2 2008, 11:58 AM![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 04:22 PM |