საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა შესავლის მაგივრად ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა. თავის ტკივილი: დასაწყისი ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი. კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე. აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი. დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ. P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით! -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Feb 4 2008, 06:39 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
otosaxel
ციტატა არ გამოვრნო ყველაზე მეტს კასპერაზე ვილაპარაკებ აფსუს, ერთხელ მაინც დაგეპოსტა განხილვა მტკიცებულებების გარეშე, ხელი მეფხანებოდა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ციტატა დავიყოთ "eset NOD 32"-ით, კომპი არ თუ ისე სუსტი (ჩემი არა ), გაშვებული NOD32 2.6 დაკრეკილი "საზიზღარი" nod 2.x fix-ით, პროგრამების გაშვებისას ნეტში სერფირების დროს არავითარი ბორძიკი +1, დალშე ვაგძელებ ტესტს ვიყებ პროგრამის ინსტალაციას (არაფერი განსაკუთრებული ისეთი პროგა რომლის ინსტალაციაზეც კასპრასაც არ გაუჭედია კერძოთ Layes Everest ) და რას ხედავას ჩემი თვალები სისტემა ეკიდება ყოველი ფაილის შექმნისას! შევიხედე დიპეჩერში და რა ვნახე nodkernel32.exe (მგონი ესე ქვია არა?) ასულია 96%-ზე lol, კარგი ვიფიქრე რომ იქმნება ფაილების ბაზა MD5-ის საფუძველზე და ნაცობ ფაილებს აღარ სკანავს და ის ჩუმი მუშაობა ამის დამსახურებაა. მარა როცა დისპეჩერში პროცესები ვანხე ვაი , საღაც 7-8 ტროანი, დავხედე დაინსტალეებულ პროგრამათა სიას და რას ვხდევ ბალაბლა screen saver და ეგეთი რაღაცეები, მოკლედ ამ სკრინ სეივერებს ვრჩერთი ანტი ვირი ვერ გაუძლებს მარა ჩუმათ თვალების პახური რაღა იყო , სკანირების დროს სულ წამიხდა სთაბეჭდილება გახსნილი ფაილები გამოტოვა lol, ერთი რაც მომეწონა ეს იყო აპდეიტების სიხშირე მართლა კარგია 15 წუთში ერთხელ! მოკლედ რა იყო არ ვიცი მარა ამ ანტივირმა არ გაამართლა შე კაცო, 3.0-ია გამოსული უკვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თან ეს უბედური ფიქსი რაღა იყო, შენი საკუთარი ნებით გტედნენ ანტივირის პაჩს, რა ძნელი მისახვედრი ეგააა, რომ რასაც უნდა, იმას (Malware-ზე მაქვს ლაპარაკი) ჩაგიტენის ამ ფიქსის შემქმნელი შიგნით და თან ანტივირსაც შესაბამისად დაგიკონფიგებს? აგერ მე გეუბნები, ჩემი ცოცხალი მაგალითით, რომ ბოლო ვერსიის კასპერათი გასუფთავებულ კომპზე 4-ვე ანტივირმა იპოვა ჯამში 100-ზე მეტი ინფიცირებული ფაილი, აქიდან 4 Smart Security-მ (ალბათ იმიტომ, რომ ეგ ბოლო გადავატარე). სცადე, იქნებ დაგაინტერესოს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) თუ რამე, სკაიპში ვარ :-) კარგი, KIS-ზე არაფერს ვამბობ, ერთს წავამატებ მხოლოდ - ინტერაქტიული რეჟიმის პირველი დღეები და რესურსების ჭარბი მოხმარება სულ მალე დაგამსგავსებს "ცხელი წერტილიდან" ახალჩამოსულს. ვინ-რა-დააყენოს რჩევაზე არ გედავები, კარგი არჩევანია, მაგრამ არ გეჩვენება, რომ ამდენი პროგრამის ცალ-ცალკე ყენება-კონფიგურირებაში კომფორტი (რისთვისაც შეიქმნა საერთოდ კომპიუტერი) გაქრა? :-) ნუ Panda IS, KIS, McAfee Total Protection და მისთანები პირდაპირ ყლაპავენ რამსაც და პროცესორის თავისუფალ რესურსებსაც .. P.S. ეხლა შევამჩნიე ეს: ციტატა აქვს პროატიული დაცვა ანუ treatfire-ს ალტენრატივა უკვე მოყვება! ვინმე შეცდომაში არ შევიდეს - ასეთი ტექნოლოგია მოყვება აბსოლუტურად ყველა ანტივირს, რომელსაც საერთოდ რამეზე აქვს პრეტენზია. მაგალითისთვის, Eset-ის პროდუქტებში მას ThreatSense-ს ეძახიან, Panda-ში TruePrevent-ს, Kaspersky-ში ცალკე მოდულადაა ჩაშენებული და Proactive Defence ჰქვია და ა.შ. სხვათა შორის, ESET-ის ევრისტიკული ანალიზი კასპერსკისას არ ჩამოუვარდება (წყარო - AV-Comparatives), Avira-ს შესაბამისი მოდული კი საერთოდ ყველას სჯობს თავის საქმეში .. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:39 AM |