Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
Feb 15 2008, 10:55 AM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ამ თემაში დაიწერება ინსტრუქცია კონკრეტულად IPB 2.3.3-სთვის, თუმცა, ინსტრუქცია თავსებადი იქნება 2.3.X და 2.2.X ვერსიის ძრავებთანაც (2.2.X-ზე 100%-ით თავს ვერ დავდებ).
დავიწყოთ: 1) საინსტალაციო პაკეტი საინსტალაციო პაკეტი დევს როგორც კომპინფოს (ქართული სერვერი) ასევე Servage-ის (უცხოური სერვერი) სერვერზე. კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი პაროლი: compinfo.ge 2) ქართული ენის პაკეტი ქართული ენის XML ფაილი იმპორტირებისათვის ქართული ენის ფაილების არქივი (RAR ფაილი) (იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებისას პრობლემები შეგექმნათ) 3) ქართული ენის სკრიპტი კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი 4) ქართული ღილაკები კომპინფოს სერვერი (ღილაკები მოგვაწოდა otosaxel-მა) პაროლი: compinfo.ge პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Mar 3 2010, 08:17 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
Feb 17 2008, 12:47 PM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
Quick Reply Box-ის ავტომატური გახსნა
ეხლა კი მივხედოთ პირველად კონფიგურირებას. ალბათ, მოსახერხებელია, როცა სწრაფი პასუხის ფანჯარა მუდმივად ღიაა, ისევე, როგორც ამ და ბევრ სხვა ფორუმში. მოკლედ, ჩავასწოროთ კოდი ისე, რომ ეს ყუთი ავტომატურად იხსნებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას მიუთითებს მომხმარებელი თავის კაბინეტში. ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს ჩართული სწრაფი პასუხის მხარდაჭერა. ახალი განყოფილების შექმნისას, სწრაფი პასუხის მხარდაჭერა ავტომატურად ირთვება ხოლმე, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ: ACP -> MANAGEMENT -> Manage Forums -> განყოფილების მენიუ* -> Edit Settings -> Enable Quick Reply - ეს პარამეტრი დააყენეთ Yes-ზე. ამის შემდეგ ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php, ვპოულობთ მასში ამ კოდს: პროგრამული კოდი $sqr = isset($this->ipsclass->member['_cache']['qr_open']) ? $this->ipsclass->member['_cache']['qr_open'] : 0; და ვცვლით ამით: პროგრამული კოდი $sqr = 1; ამის შემდეგ, ყველა განყოფილებაში, რომელშიც ეს ფუნქცია ჩართულია, ეს ყუთი მომხმარებელს ავტომატურად გახსნილი დახვდება. _______________________ * ამიერიდან, სადაც კი იქნება მოხსენიებული ტერმინი განყოფილების ან სკინის მენიუ, ჩათვალეთ, რომ იგულისხმება კონტექსტური მენიუ, რომელიც გამოდის განყოფილების ან სკინის სახელის გასწვრივ არსებული ღილაკის დაჭერისას (იხილეთ მიმაგრებული სურათი). (IMG:http://www.compinfo.ge/~power_vano/images/ipb/2.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 06:06 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 10:40 AM |