![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 ![]() |
ამ თემაში გამოვავლინოთ საუკეთესო დაუნლოუდ მენეჯერი.
დაწერეთ შემდეგი ინფორმაცია: 1. თქვენი ფავორიტი პროგრამის დასახელება. 2. მისი ჩამოსაქაჩი ბმული (ინსტალერი + კრეკი). 3. რატომ თვლით რომ საუკეთესოა, შესაძლებლობების მოკლე მიმოხილვა. 4. რა ნაკლი აქვს. 5. რამდენი ხანია იყენებთ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Reechard: Jun 19 2006, 05:26 PM |
|
|
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 ![]() |
მაშ ასე, (ქალბატონებო და) ბატონებო წარმოგიდგენთ მძლეთამძლე დაუნლოუდ მენეჯერს:
ReGet Deluxe მიმდინარე ვერსიაა ReGet Deluxe 4.2 Build 264 [Compiled at 15:09:11 Mar 18 2006] გადმოსაწერ ბმულს ვერ დავდებ რადგან ოფიციალური საიტი ამჟამად დაუნშია (თუმცა შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ძირითად საიტს). მალე ავკინძავ ინსტალერს და კრეკს (რომელიც ჩემი გაკეთებულია სხვათაშორის და გამოსაშვებად მიმთავრებას მოითხოვს) ერთ არქივში და ლინკს მერე დავდებ, შესაძლოა სხვა თემაშიც. უპირატესობები: ნუ ეს არის ყველაზე უფრო ფუნქციონალური დაუნლოუდ მენეჯერი იმათ შორის რაც მინახავს (ათი-თხუთმეტი ყველაზე პოპულარული მაინც მექნება გასინჯული). ფაქტიურად შეგიძლია ყველა ნიუანსი დააკონფიგურირო. კაკრაზ ასეც თუ არ მოიქეცი და დეფოლტ სეთინგებით ამუშავე ძალიან მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით. გამოვყოფდი შემდეგ თვისებებს: ჩამოტვირთული ფაილის დისკზე შენახვის ორივე (ამაში ერთადერთია) რეჟიმის შესაძლებლობა - შეუძლია შეინახოს ჯერ ტემპ ფოლდერში და დაუნლოუდის დასრულების შემდეგ გადაწეროს სადაც ჯერ არს, და ასევე შეუძლია პირდაპირ იმ ადგილას გაუშვას ნაკადები სადაც ფაილი უნდა შეინახოს. ამავე დროს ძალიან ბევრი დაუნლოუდ მენეჯერისაგან განსხვავებით (ბევრ მათგანზე ამიტომ ვთქვი ძირითადად უარი) ერთი ფაილის ყველა ნაკადი იწერება წინასწარ გამზადებულ დაუნლოადის დაწყებამდე შექმნილ ფაილში (თითო ნაკადის დიაპაზონი შესაბამისი ბაიტიდან ბაიტამდე გათვლილია). ანუ არ ხდება დისკის სასტიკი ფრაგმენტაცია რასაც ბევრი მენეჯერი აკეთებს ჯერ ერთი ტემპ ფოლდერის გამოყენებით (IE-ს პრინციპი) და პლუს უფრო უარესი ცალკე ნაკადისთვის ცალკე ტემპ-ფაილის შექმნით. ბრაუზერში ინტეგრაცია. სრულ ინტეგრაციას მე პირადად არ ვიყენებ მაგრამ პროგრამას გააჩნია უნიკალური უნარი დაიჭიროს მხოლოდ ის დაუნლოუდები რომლის ლინკზე დაჭერის დროსაც ALT იყო დაჭერილი. ანუ როცა გინდა რომ რეგეტით დაქაჩო ლინკი მაშინ ალტს გეჭირება როცა ლინკზე დააჭერ. რაც ყველაზე უნიკალურია ეს მუშაობს მაშინაც თუ დაუნლოუდ ბუტონის "ქვეშ" ლინკი "არ ჩანს" (იგივე რაპიდშეარს როგორც აქვს). სამწუხაროდ ეს მუშაობს თითქმის ყველა პოპულარულ ბროუზერში ჩემი საყვარელი მაქსტონის გარდა. შესაბამისი კონფიგურირების შემთხვევაში ქაჩავს რაპიდადან და მსგავსი სერვისებიდან. მაგრამ ორი ძირითადი კომფორტის გარეშე - დაუნლოუდის გაგრძელება და მრავალ ნაკადად ფაილის წამოღება. თუმცა ხანდახან და ძალიან ხშირად ეს საშუალებაც ძააალიან საჭიროა. ასევე შესაძლებელია დააყენო როგორც საერთო პარალელური ჯამური ნაკადების მაქსიმალური რაოდენობა, ისე საერთოდ პარალელური აქტიური დაუნლოუდების რაოდენობა და ყოველი ფაილისათვის პარალელური ნაკადების რაოდენობა. მაგრამ განსხვავებით სხვა ყველა მენეჯერისგან (!) არცერთი პარამეტრი არაა შეზღუდული მაქსიმალური მნიშვნელობით!! ანუ შეგიძლია მაგალითად რაიმე ფაილი ერთდროულად სამოცდაათი ნაკადით წამოიღო! და ბოლოს! : ყოველი დაყენებული სეთინგი შეიძლება ყოველი კონკრეტული დაუნლოუდისთვის შეიცვალოს თვით ამ დაუნლოუდის დასაწყებ ფანჯარაში ისე რომ "გლობალური" მნიშვნელობა უცვლელი რჩება. ანუ თუ მითითებული გაქვს ყოველი ფაილი ათ ნაწილად დაიყოს ამავე დროს შეგიძლია კონკრეტული ახალი დაუნლოუდისთვის მიუთითო ოცი ნაკადი და ისე ჩამოტვირთო მაგრამ შემდეგი დაუნლოუდები დეფოლტად ისევ ათ ნაწილად დაიყოფიან. ასევე შეგიძლია ლიმიტს გარე გაუშვა პარალელური დაუნლოუდები და ასე შემდეგ. იასნია შესაძლებელია ნაკადების რაოდენობის როგორც შემცირება ისე გაზრდა ნებისმიერ დროს და თუ საჭირო გახდა ლიმიტის გარეთაც. ასევე გამოსაყოფია ფაილის ჩამოტვირთვის პროცესში (ნუ იგულისხმება სანამ ფაილი ბოლომდე არაა ჩამოტვირთული) მისთვის სასურველი (და არა როგორც იგივე გეთრაითს და ფლეშგეტს აქვთ - წინასწარ განსაზღვრული) გაფართოების მიცემა, ასევე ასეთი ფაილებისთვის ჰიდენ ატრიბუტის გამოყენება და ა.შ. მაღალ დონეზეა შედულინგ ფუნქცია, ლოგი, ასევე ერთგვარი პლეილისტების იმპორტ/ექსპორტის საშუალება. ერთი სიტყვით პროგრამაში გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყველაფერი რაც გამოცდილ იუზერს შეიძლება დასჭირდეს იმათ გარდა რასაც ეხლა მე მინუსებში დავწერ. მაშ ასე, ნაკლები: პირველი ყველაზე დიდი მინუსი ჩემი აზრით არის ის რომ არ შეგიძლია მიუთითო რამდენ ხანში ერთხელ ჩაწეროს დისკზე ჩამოტვირთული ინფორმაცია. ეს ფუნქცია გააჩნიათ მარტო გეთრაითს და ფლეშგეთს. რაში არის ეს საჭირო: ხანგრძლივი დაუნლოუდებისთვის როცა ჩამოტვირთვა შეუსვენებლად ათი თხუთმეტი საათი მიდის (ასე ხშირად ხდება პირადად ჩემს შემთხვევაში) შეგიძლია მიუთითო რომ ფაილი დისკზე ჩაიწეროს ყოველ ვთქვათ ხუთი მეგაბაიტის შემდეგ. ანუ სანამ მომდევნო ხუთ მეგაბაიტს არ ჩამოტვირთავს პროგა, ჩამონატვირთ ბაიტებს მემორიში დაიჭერს. ამით შეამცირებ ვინტის მიმართვას ჩაწერაზე ათჯერ და მეტჯერ. მოკლედ ზოგავ ვინჩესტერს. მეორე ნაკლი (ძალიან ნერვებისმომშლელი): ჩამოტვირთვის რეჟიმში ვთქვათ გადაიფიქრე ფაილის ჩამოტვირთვა. პროგრამაში საიში უბრალოდ მონიშნავ ამ დაუნლოუდს და დააწვები DEL-ს. ამ დროს ფაილის ჩამოტვირთვა შეწყდება, ფაილი სიიდან ამოვარდება და რეგეტი სამუდამოდ დაივიწყებს მას. მაგრამ ნახევრადჩამოტვირთულ ფაილს არ შლის და ტოვებს დისკზე. ჯამში შენ მოგიწევს იმ დირექტორიაში შესვლა და იმ ფაილის ხელით წაშლა. კიდევ ერთი რამ რასაც ადრე ნაკლად ვთვლიდი მაგრამ ეხლა შევეჩვიე არის კონკრეტული დაუნლოუდისთვის ცალკე ფანჯრის გამოყოფის შეუძლებლობა, ისევე როგორც ეს ფუნქცია არ გააჩნია ფლეშგეტს, თუმცა გააჩნია ბევრ სხვას იგივე გეთრაითს. ზატო ერთიან სიაში აბსოლიტურად ყველანაირ სტატისტიკას იძლევა (სამწუხაროდ ფაილის თარიღის გარდა) პლუს გრაფიკული ზოლი ცალკე პროცენტული (ერთიანი) და ცალკე ნაკადების მიხედვით ილუსტრაციისთვის. ასევე გეთრაითს აქვს ერთი კარგი თვისება რომელიც რეგეტში მაკლია: ფაილის ზომისა და (რაც უფრო მომწონდა) თარიღის ჩვენება დაუნლოუდის დაწყებამდე. თუმცა ეს თვისება სხვებსაც არცერთს არ აქვთ. ჯერჯერობით სულ ესაა რაც მომაფიქრდა. თუ კიდევ რამე გამახსენდება კიდევ დავწერ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Reechard: Jun 19 2006, 03:06 PM |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th July 2025 - 06:14 AM |