![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 407 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia;Tbilisi წევრი №: 219 ![]() |
მგონი საჭიროა ეს თემა ფორუმზე(მე ვერ ვნახე მსგავსი აქ)
მოკლედ,რა პროგრამებია საჭირო ვინდოუსის გადაყენების მერე რომ გქონდეთ მრავალფუნქციური სისტემა,მე დავიწყებ და დანარჩენებმა დაამატეთ რაც გამომრჩეს,შევეცადოთ უფასო ვარიანტები დავწეროთ რათა არ დავტანჯოთ სერიალების და კრეკების ძებნაში ახალბედები: მოკლედ: არქივატორები 1) WinRar-ყველაზე ცნობილი და მუშა,თუმცა ფასიანია მაგრამ არ იბლოკება. ჩამოსაქაჩი გვერდი 2)ალტერნატივა 7-Zip-უფასოა,თუმცა იმდენი ფორმატის მხარდაჭერა არ აქვთ როგორც WinRar-ს. ვებ-გვერდი დისებზე ჩამწერი InfraRecorder-Nero-ს საკმაოდ ძლიერი უფასო ალტერნატივა,სულ რაღაც 2.5მბ ჩამისაქაჩი გვერდი აუდიო-ვიდეო კოდეკები ვისტასთვის: აქ დანარჩენი ვინდოუსისთვის: აქ პლეერები-ვისაც რა მოგწონთ გუგლში ჩაწერეთ,უმეტესობა უფასოა,ან ფასიანი და უფასო ვერსიები აქვს. ბრაუზერები-ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფუნქციურები Opera და Firefox-ია.მე პირადად ოპერას ვამჯობინებ. PDF Reader-მე გირჩევთ Foxit Reader-ს,პატარა და სწრაფი პროგრამაა,თუ არ გაკმაყოფილებთ,თვით AdobeReaderგადმოწერეთ. PDF-Printer გირჩევთ ეს გვერდი,მშვენიერი გადაწყვეტილებაა,როცა PDF-ის შექმნა მოგინდებათ,გაუშვებთ ბეჭვდაზე დოკუმენტს და პრინტერებში მიუთითებთ doPdf-ს. საოფისე პაკეტები ეს ცოტა მტკივნეულია,რადგან ყველა MS-Office-საა მიჩვეული,რომელიც ძვირი ღირს,თუმცა მგონი ყველა ქართულ საიტზეა ყველა ვერსია,უბრალოდ გუგლში ჩაწერეთ Microsoft Office და მიუთითეთ "გვერდები შემდეი ქვეყნიდან: საქართველო" ხოლო თუ წვალება გეზარებათ ან არ შეგიძლიათ,თან ამასობაში ნორმალური ინტერნეტი გაქვთ ისარგებლეთ GoogleDocs-ით,ხოლო თუ ნეტი არ გივარგათ გადმოწერეთ ან OpenOffice ,ან GnomeOffice-თი. ანტივირუსი: უფასოებში ყველაზე კარგია AntiVirPersonalEdition ან AVG-Free ხოლო შპიონური მოდულებისგან დასაცავადგამოიყენეთ Ad-Aware,Homepage მულტიმედია ფაილებთან სამუშაოდ(კონვერტერები): VirtualDub-ვიდეოსთან სამუშაო,გირჩევთ ნახოთ დოკუმენტაცია Mediacoder-ერთ-ერთი უძლიერესი პროგია სხვადასხვა ფორმატის აუდიო-ვიდეო მასალის ფორმატებში გადასაყვანად. რა ვიცი თითები მეტკინა უკვე,დანარჩენი სხვებმა დაამატეთ. -------------------- Let's force be with you....
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
რადგან თემის გაცოცხლებაა ნაბრძანები ერთ-ერთი წინამძღოლის მიერ, აგერ მოგახსენებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
პირველ რიგში ავღნიშნავ, რონ არქივატორებიდან ვინრარს ხომ ქებათა ქება არ უნდა, მაგრამ 7ზიპიც აუცილებელია და რატომ: დავუშვათ ვიწერდით ვთქვათ რამდენიმე ნაწილად დაარქივებულ ვიდეოს და დაზიანდა ბოლო არქივი, ვინრარით ვერ ამოვიღებთ! დაზიანებული ნაწილის ახლიდან გადმოწერა გვინდა, აი 7ზიპი კი ამოიღებს იქამდე, სადამდეც გაქაჩავს! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გამომიცდია (IMG:style_emoticons/default/wink.gif) შეიძლება ის ვიდეო მაინც არ ვარგოდეს და აღარ იწვალებ დაზიანებულ ნაწილზე მერე. დაგვჭირდება ასევე .NET 2.0 (3.0-იც სასურველია) და C++ redistibutable package, საჭიროა ზოგი პროგრამის გასაშვებად. ამ ბიბლიოთეკებით მუშაობენ Paint++, Win DVD 8 (ამის ჩაყოლება არაა აუცილებელი, თუ 60 მეგა ადგილი დარჩა, მერე ვიფიქროთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 01:52 AM |