compinfo, ბეჭდვითი ვერსია |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
compinfo, ბეჭდვითი ვერსია |
May 29 2006, 07:48 AM
პოსტი
#1
|
|
ახალბედა ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 7 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: TBILISI წევრი №: 17 |
მთელი ფორუმი გადავქექე (შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა) მაგრამ ვერსად ვნახე ეს თემა, ვერც სხვა ადგილს მივაგენი მის გასახსნელად, თუ სადმეა გადასატანი მოდერებს ვთხოვ გადაიტანეთ. ეს რაც შეეხება თემის ადგილსამყოფელს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ახლა კი თვითონ თემის შინაარსზე გადავალ. (ვიმეორებ შეიძლება სადმე წერია, მაგრამ რა ვიცი, მე ვერ ვიპოვე და )
პირველი ნომრის გამოსვლიდან აქტიური მკითხველი გახლავართ, ყველა ნომერი მაქვს შეძენილი და ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე და იმედია ეგრეც გაგრძელდება. მაგრამ არის რამდენიმე მინუსი (იმედია არ მიწყენთ ). პირველი ის რომ, პერიოდულობა მე პირადად ვერაფრით ვერ დავადგინე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხან შუა თვეშია და ხან თვის ბოლო ან დასაწყისში. მეორე რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ტექსტის კორექტირება. თავიდანვე იყო რაღაც-რაღაც ლაფსუსები, მაგრამ დიდად არ იქცევდა ყურადღებას, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალზედ გახშირდა ტექსტებში შეცდომები, თან იმდენად გახშირდა რომ, ზოგჯერ წინადადების აზრი საერთოდ დარღვეულია ხოლმე (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მე მგონი ამის მოგვარება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, არც ისე ბევრი გვერდები არაა ჟურნალში რომ კორეკტირება გაჭირდეს. მე ამ ყველაფერზე ვლაპარაკობ როგორც მკითხველი და არა როგორც ქართული ენის დამცველი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ უკეთესი იქნებოდა თუ უფრო გამართულად იქნებოდა ყველაფერი დაწერილი. ჯერ ჯერობით ეს იყო რისი თქმაც მსურდა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- |
|
|
Jun 20 2006, 01:55 PM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
რჩეულა, სერიალი გინდა გაუშვას. (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ჯერ ეხლა დააგვიანა ჟურნალის გამოცემა და აიკლეს "სადაა-სადააო". (IMG:style_emoticons/default/dry.gif) მაგ საქმის შედეგების შესაძლო ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ სამედიცინო ჟურნალში გამოშვებული სტატიის "როგორ გავიკეთოთ ბრმანაწლავის ოპერაცია თსსუ-ს ლაბორატორიაში"-ს გაგრძელების მომლოდინე პაციენტების გულისწყრომის მაგალითზე: "თვეზე მეტია, ველოდები თქვენს ჟურნალს, იარაღების დეზიფექციისა და ჭრილობის ამოკერვის ახსნა უნდა ეწეროსო".
(შავი იუმორი) (IMG:style_emoticons/default/ph34r.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 02:49 AM |