საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა შესავლის მაგივრად ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა. თავის ტკივილი: დასაწყისი ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი. კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე. აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი. დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ. P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით! -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Mar 14 2008, 05:56 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Gi0rgius
არ მელოდებოდი? ](IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესე იგი, შესწორებები: ციტატა 3)ასევე გააჩნია თავისი ფაერვოლი,რომელიც ასე თუ ისე კარგად მუშაობს ასე თუ ისე არა, საუკეთესოდ! :-) ყველაზე მეტად ეგ მომწონს მთელ პაკეტში. ციტატა 1)ამ ანტივირუსის იუზერები და პაროლები ძალიან ხშირად იცვლება გეთანხმები - ასე ორ-სამ დღეში ერთხელ, მაგრამ უუუმარტივესი საშოვნელია - nod321.com ციტატა 2)ინსტალაციას დიდხანს უნდება ,განსაკუთრებით რაღაც დრაივერების დაყენებას ეგ მინუსად როდის აქით ითვლება .. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ციტატა 3)მიუხედავად იმისა რომ ფაირფოქსი დამატებული მყავდა სანდო ზონაში მოულოდნელად იაჰუ,გუგლი და აოლი დაბლოკა ,ვერაფრით ვერ შევედი,ამავდროულად კომპინფოზე და ქართულ საიტებზეც შედიოდა,შევამოწმე ქსელი და გუგლი იპინგებოდა,20 წუთი ველოდე ყველანაირად,რა არ ვცადე და რომ არაფერი ეშველა,AVG და ავასტი დავაყენე ეხლა და იმათ ვტესტავ შენი ბრალია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემთან რატომ არ მოსდის? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ციტატა 4)ეს ანტივირუსი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ტროანებს,ჰაკტულზებს და პოტენციურად შაშიშ პროგრამებს,მისთვის ყველა საეჭვო პროგრმა ვირუსია,ხოლო კასპერსკი კი ზუსტად აჩვენებს რა კატეგორიას მიეკუთვნება ის და შესაბამის ბმულსაც იძლევა ისიც დაამატე, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ზუსტი ინფორმაცია შედგება ვებ-გვერდისგან, რომელზეც ბოდიშს გიხდიან, მალე დავამატებთ ამ malware-ზე ინფორმაციასო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) კასპერა საკმაო ხანს მეყენა და ერთის გარდა ყველა შემთხვევაში ასეთი ფანჯარა შემხვდა. მით უმეტეს, რომ უბრალო მომხმარებელს არაფერში სჭირდება ასეთი ინფორმაცია, მისთვის მთავარია, რომ არსებობს ვირუსი და საჭიროა მისი განადგურება. თანაც, თუ დააკვირდები, ყველა threat-ს აწერია თავისი ტიპი, რომელიც შეგიძლია virus radar-ზე (ან სადმე სხვაგან) მოძებნო. ციტატა 5) პარამეტრების სირთულე:თავიდან გეგონება რომ პარამეტრები მხოლოდ რამოდენიმეა ,მაგრამ კარგად თუ ჩაძვრები,ოხრად პარამეტრები აქვს,რომელთა უმრავლსების აზრი და და დანიშნულება ვერგავიგე მიჩვევის ამბავია. ციტატა 6)მომხამრებელს უჩნდება საოცარი დაცულობის გრძნობა,რაც მის სიფხიზლეს ადუნებს ლოლ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა, თვალებჩასისხლიანებული და თმაგაწეწილი მომხმარებელი ჯობს, რომელიც ყველა ხმოვან შეტყობინებაზე ჭერს ურტყამს თავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სამაგიეროდ, მოდუნებული არ აქვს სიფხიზლე! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხომ, წაშლას რაც შეეხება, მეც მქონდა ამასთან პრობლემები და ვფიქრობდი, რომ ძალიან ზედმეტად გათვალეს-მეთქი ახალბედებზე, მაგრამ ვიპოვე პარამეტრი, რომელიც უფლებას გაძლევს, შენით აირჩიო, რა მოხდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 14 2008, 05:58 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:20 AM |