![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 358 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 471 ![]() |
საქალაქთაშორისო სატელეფონო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქალქთაშორისო სატელეფონო ცენტრი "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტმომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ამ განცხადებაში აღნიშნული, არაერთგზის მცდელობამ კონსესუსის საფუძველზე გადაჭრილიყო კომპანიებს შორის წამოჭრილი პრობლემა, რომელიც საიჯარო ქირის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ფასებთან შესბამისობაში მოყვანას შეეხებოდა, ასევე ნახევარწლიანმა მიმოწერამ და სხვადასხვა დონის შეხვედრებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მხარეთა შეუთანხმებლობას კი მოჰყვა ის, რომ 10 აპრილიდან "კავკასუს ონლაინს" შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და იგი ვალდებულია გაათავისუფლოს მის მიერ რუსთაველის გამზირის 31-ში მდებარე შენობაში დაკავებული ფართი. "ჩვენ კარგად გვესმის, რომ აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტმომხმარებლებს, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელობას, რომელმაც უარი განაცხადა რეალურ დიალოგზე",-ნათქვამია განცხადებაში http://navigator.ge/index.php?lang_id=GEO&...27&info_id=2985 ეს საპირველაპირლო ხუმრობაა? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 ![]() |
beq@
ციტატა კომპანია მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაც მიაწვდის. უკვე მიაწოდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ქართული ინტერნეტი არ გაითიშება! “კავკასუს ონლაინმა” მოსალოდნელ საბოტაჟთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ძალოვან სტრუქტურას. ასევე ინფორმირებული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის სავაჭრო პალატა და საერთაშორისო ორგანიზაციები. ინტერნეტის გათიშვა, ან სხვა რაიმე სახის არაკანონიერი შეფერხება, რომელსაც შექმნიან ანტისაზოგადოებრივი ჯგუფები, ნებისმიერი სახელწიფოს მხრიდან აღიქმება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. “კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს თავის მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწვდის. ხოლო ამა წლის შემოდგომაზე იგეგმება საქართველოს მოსახლეობის ჩართვა ყველაზე მაღალ სიჩქარიან და ხარისხიან ევროპული ინტერნეტის ქსელში. “კავკასუს ონლაინი” http://inews.internet.ge/stat_relatives.ht...08-04-03&stat=9 -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 01:33 PM |