საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა შესავლის მაგივრად ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა. თავის ტკივილი: დასაწყისი ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი. კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე. აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი. დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ. P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით! -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Apr 15 2008, 09:57 PM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
დიდი ხანია ეს თემა არავის გაუღვიძებია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოგეხსენებათ ვეძებდი ვირუსების დიდ ბაზას და გიორგიუსის დახმარებით აღმოვაჩინე კიდეც, იყო ტორენტ ფაილი და გუშინ დილამდე ვიწერდი (უკვე ერთი კვირაა), ნუ გავარკვიეთ რომ ბაზა გვაქვს ამასობაში არქივი იყო 4.07GB და შიგნით იყო 66 713 ფაილი ანუ ვირუსი (ნუ როგორც მერე აღმოჩნდა რადგან კასპერსკიმ ამ ციფრზე მთელი 2-3000-ით მეტი იპოვა ეტყობა Explore-ი შეცდა? ამაზე მოგვიანებით) მოკლედ აგერ სურათი თუ როგორ გამოიყურება ექსპლორერის Properties-ის ფანჯარა იმ საქაღალდეზე რა თქმა უნდა(IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
(IMG:http://img508.imageshack.us/img508/2900/52227833kp2.jpg) შემდეგ დავიწყე Kaspersky Internet Security 7.0.0.120-ით სკანირება (სკანირება მიმდინარეობდა რამოდენიმე საათი, ასევე წაშლა ნაპოვნი ვირუსების მიმდინარეობდა 3 საატი და რაღაც წუთები!) და მივიღე ასეთი შედეგი: (IMG:http://img252.imageshack.us/img252/366/39821581mq9.jpg) შემდეგ სკანირების შემდეგ ვცადე თვითონ საქაღალდეში ხელით შევხებოდი ყველა დარჩენილ ფაილს რომ იქნებ მოქმედებაზე მაინც ერეაგირა მაგრამ შედეგი 0 რაც იყო ის დარჩა, მოკლედ ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ შედეგს (დარჩენილი ვირუსების): (IMG:http://img252.imageshack.us/img252/995/91304738sv8.jpg) მე თუ მკითხავთ მშვენიერი შედეგია 68 445 ვირუსიდან გადარჩა მხოლოდ 344 ფაილი, ასევე შემოგთავაზებთ Nod32 Smart Security-ს შედეგებს თუ მოვასწარი დღესვე თუ არადა ხვალ რადგან ისიც ზარმაცობს ნამეტანი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხო რაც მთავარია არ გამომრჩეს ორივე შემთხვევაში გაკეთებულია ყველაზე ბოლო Update-ბი, და ორივე მათგანზე ჩართულია მაქსიმალურზე მაქსიმალური სკანირების მეთოდები ნუ ყველაფერი ჩართულია საერთოდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:47 AM |