საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი! |
Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა შესავლის მაგივრად ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა. თავის ტკივილი: დასაწყისი ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი. კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე. აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი. დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ. P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით! -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Apr 18 2008, 12:24 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Giena
ციტატა მე კიდევ პირიქით უფრო გამიმძაფრა ეჭვი რომ მართლაც კორუმპირებული და ტენდენციურია! ამას მე რომ არ ვაკეთებდე და სხვა აკეთებდეს შეიძლება ჩემთვისაც დაუჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩემი თვალით რომ ვხედავ შედეგებს ხომ არ ამოვითხრი? ეხლა გადავხედე AV-Comparatives-ზე ვირუსების რაოდენობას და ერთ რამეს დავუფიქრდი: მარტივი სიმართლეა - თუ სინამდვილესთან მიახლოებული შედეგის მიღება გინდა, ცდა რაც შეიძლება დიდ მასშტაბებში უნდა ჩაატარო. კამათელი ერთ შემთხვევაში ხუთჯერ რომ გააგორო, მეორეში კი 1000-ჯერ , შედეგები შეიძლება ძალიან განსხვავებული გამოგივიდეს, მაგრამ სინამდვილესთან ახლო რომელი იქნება, არაა ძნელი მისახვედრი :-) AV-Comparatives-ის ბოლო ტესტში ვირუსების ბაზა 1,683,364 ფიალს მოიცავდა, 68,000 ამ რაოდენობის 4%-ია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ნოდს ვირუსების სამი მეოთხედის, კასპერას კი ნახევრის გატარება შეეძლო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) თუ 15,000-ს აიღებ, ეს საერთოდ 0.8%-ია და თავისუფლად შეიძლება, ასეთ დამთხვევა მომხდარიყო (მაგრამ უფრო მეტად შეიძლებოდა არც მომხდარიყო, არა? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ). ციტატა პირველი სკანირება ჩავატარე ჩემს რეალურ კომპზე, მაგრამ არანაირ idle-ს ადგილი არ ქონია რადგან გათიშული მაქვს სკრინსეივერიც კი მონიტორის და ასე შემდეგ დასვენებაზე არაფერს ვამბობ, მეორე სკანირება ჩავატარე ვირტუალურ კომპზე 1024MB ოპერატიულით და მაგ შემთხვევაშიც არანაირი idle არ არსებობდა... idle-ში პასიური კომპი ვიგულისხმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ განსხვავება მაინც იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვირტუალურზე როცა ტესტი მიდიოდა, "მასპინძელ" სისტემაზე მუშაობდი? შეგიძლია იგივე ტესტი გაიმეორო ვირტუალურზე, ოღონდ კასპერათი? მართლა ძალიან მოულოდნელი შედეგია და, მგონი, ტესტირების გარემოს ბრალი უფრო იყო .. ციტატა შენ კიბატონო, ტორრენტ ფაილია და გაწყობს? მე რა, Eset-ის სპეციალისტებმა იკითხონ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) მოუწევთ დაქაჩვა და გაანალიზება. მოკლედ, ესე იგი, კასპერამ ამ ფაილებში იპოვა 68,000 ვირუსი, ნოდარამ სადღაც 15,000-ით ნაკლები, ორივე ბოლო ვერსიაზე იყო განახლებული. ნოდარას ვერსია და დაცვის დონე ვიცი, კასპერა რა ვერსიის იყო და რა დონის ანალიზი ჰქონდა ჩართული? ზუსტად რამდენი ხანი მოუნდა სკანირებიან-წაშლიანა? NOD32-ის მერე კასპერამ რამდენი ვირუსი იპოვა (არა რამდენი ფაილი წაშალა, ზუსტად ვირუსების რიცხვი მაინტერესებს)? ლოგები თუ გაქვს შენახული ან შეგიძლია შენახვა, ისინიც გამომიგზავნე. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:32 AM |