![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 381 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: მთვარე წევრი №: 20 ![]() |
აბა დაწერეთ რა ასაკში და როდის გაიცანით კომპიუტერი ((IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და რანაირი იყო ის
-------------------- ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
აბა მე რა ვთქვა ბაბუა ვყოფილვარ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
აბა დაწექით ჩემს მემუარებზე პირველი კომპი იყო საბჭოთა "ისკრა 1026" ეგ იყო კლასით 286-ზე დაბალი მეხსიერება მხონდა ძალიან ბევრი მთელი 512 კილობაიტი, 640 კილობაიტიანი ვერ ჩავიგდე ხელში (მამაჩემმა თქვა შენ გიჟი ხომ არა ხარ ეგ 500 მანეთი ღირსო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), ვინჩესტერი საერთოდ არ ჰქონდა :-) რომელ მაუსზე და სოუნდ კარტაზე მელაპარაკებით, ვიდეო ხომ ვაბშე ვიდეო არ იყო, მონოქრომატული კაიფი იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ანუ CGA, მონიტორი მქონდა მაგრი უკან გადასართავი ჰქონდა და შეიძლებოდა ნაცრისფერის მაგივრად, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე და ლურჯი ნათების მიცემა. ოპერაციული სისტემა იყო რუსული DOS 3.0-ი ეგ იყო პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც საბჭოთა კავშირმა იყიდა MS-ისგან :-) აი რა დერზკი კომპი იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რომ მომკლად წელი არ მახსოვს, სადღაც წინა საუკუნის 80-იანები იყო. მეორე უკვე ძერზკი კომპი მქონდა 80286-ი, 10 მეგაბაიტიანი ვინჩესტერით, ორნაირი დისკეტის ჩასადები 1.2 მეგაბაიტი და 1.44 მეგაბაიტი, 16 ფერაიანი ვიდეო და მონიტორით, ეგრეთწოდებული EGA მონიტორი. აუდიო მაშინაც არ მქონდა და ისევ საზიზღარი 512 კილობაიტი ოპერატიული მქონდა, ამის გამო არ შემეძლო DOS-ის სრული კაიფის გამოყენება, Windows 3.0-ს ვერ ვაინსტალირებდი და სადღაც 90-აინებში გამოჩენილი NU 8.0-ი ყველა პროგას არ მაშვებიდენდა. დალშე იყო P1 100 მეგაჰერცი, 853 მეგაბაიტი ვინტით 1 მეგაბაიტიანი S3 Trio V64+ და სუპეერ პროგრესი 8 მეგაბაიტი ოპერატიული :-). დანარჩენში მერე ნორმალურად აეწყო ჩემი კომპ ცხოვრება, P2 მერე P3-ი და ახლა P4-ი, გამნოდის რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე AMD-ს არ გავკარებივარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ AMD-ს არ ვაღიარებ. ბევრი მცოდნე გრეხად მითვლის რომ ჩემი კომპ ცხოვრება უფრო დაღუპული BK-თი არ დაიწყო :-) მე კი ვთვლი რომ გამიმართლა მაგ საშინელებასთან რომ არ მქონდა შეხება. მაგნიტაფონის კასეტები, ტელევოზორთან შეერთება და რაღაც გაუგებარი Yუთი, რომელიც "ელექტრონიკა"-ს მაგნიტაფონს უფრო გავდა ვიდრე კომპს და თამაშებიდან მხლოდ ტენისი იშვებოდა. თუმცა მაგას დღეს ტენისი არ ჰქვია, ერთი პიქსელი დარბოდა ეკრანზე, ეს იყო ბურთი და მარცხნივ/მარვნის თითო ვერტიკალური შტრიხი, ანუ ტენისის რაკეტკა მოთამაშეებისთვის (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 01:33 AM |