|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Apr 26 2008, 02:19 PM
პოსტი
#1
|
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 14 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 365 |
გთხოვთ, დამეხმაროთ და შემარჩევინოთ კონფიგურაცია!
აბა ამაზე რა აზრის ხართ ? - P4 LGA 775- Asus P5E3 Deluxe X38 3PCIX 2PCI +2PCIe 4DDR3 1600 Intel- Core2 Duo/ E8400 3.0GHz, 6M, 1333MHz DDR3 DIMM 240pin- 1024MB/ 1800 KHX14400D3(DDR3 საკმაოდ ძვირია ჯერ-ჯერობით თან არჩევანიც არაა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ) PCI Express 512MB -Asus EN9600GT/HTDI/512M GeForce 9600GT DDRIII 256bit ყველაზე მეტად mother-ის შერჩევა მიჭირს, მირჩიეთ რამე plsss |
|
|
|
![]() |
Apr 29 2008, 05:29 PM
პოსტი
#2
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
gearge ციტატა ეჭვი მეპარება შენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს რა ჩიფსეტზე იქნება აგებული ეგ დედიკო (თუგინდ VIA-ს იყოს:-) მთავარია თანამედროვე იყოს რომ მაგ აპარატურის მხარდაჭერა ჰქონდეს (განსაკუთრებით DDRIII-ის). საერთოდ არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომელიმე თანამედროვე მაზერის მიმართ პრეტენზია გქონდეს?! აქვს, აქვს. დღესდღეობით, როცა Core 2 სერიის პროცს ყიდულობ, ძალიან რეკომენდირებულია, რომ დედა დაფა მინიმუმ Intel P35 ჩიფსეტზე იყიდო. თუ სერიოზული ოვერქლოქერი ხარ და CrossFireX-იც გჭირდება, მაშIნ უკვე არჩევანს X38/X48-ზე აჩერებ. Nvidia-ს ჩიფსეტები რეკომენდირებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც SLI სჭირდება, ძირითადში საკმაოდ ცხელი ჩიფსეტები აქვს ენვიდიას, გაცილებით ცხელი ვიდრე X38-ია (X48 იგივე X38-ია, მხოლოდ 65 ნმ ტექნოპროცესითაა დამზადებული 90 ნმ-ის მაგივრად). VIA-ს ისეთი ჩიფსეტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან ინტელისა და ენვიდიას თანამედროვე პროდუქციასთან, დღესდღეობით, არ არსებობენ. lizy პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყოველთვის მიხარია, როცა ჩვენს ფორუმში გოგო რეგისტრირდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელ სისტემებზე DDR3 არანაირად არ იძლევა იმხელა წარმადობის ზრდას, რომ ფასის შესაბამისი იყოს. უბრალოდ, დღევანდელი არქიტექტურისთვის ის გამტარუნარიანობა, რასაცა DDR3 გვთავაზობს, მოკლედ რომ ვთქვათ, "ბევრია." შესაბამისად, ვხარჯავთ ბევრს და ვიგებთ ძალიან ცოტას. სწორედ ამიტომ, ნამდვილად არ ღირს დღეს DDR3-ის ყიდვა, მით უმეტეს იმ პროდუქციის, რაც საქართველოშია ამჟამად შემოტანილი. კონფიგის შედგენისას ვითვალისწინებ იმას, რომ ისეთი კომპი გინდა, გიყვარდეს, თავისი მUშაობით პრობლემები არ შეგიქმნას და გასიამოვნოს. ეხლა კი მივყვეთ დეტალებს ნელ-ნელა: კვების ბლოკი FSP (Fortron) Blue Storm II 500W - 140 ლარი (Prime.ge) ალტას კვების ბლოკების არჩევანი არ უვარგა, კოდეგენი არაა მაღალი დონის კომპანია, შესაბამისად არც მისი კვების ბლოკები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. FSP (Fortron) კი ერთ-ერთი ლიდერია კვების ბლოკების წარმოებაში, შენნაირი მომხმარებლებისთვის განკUთვნილია სწორედ Blue Storm II სერია. არის უკეთესი Everest და Epsilon სერიებიც, მაგრამ ისინი ძირითადად ოვერქლოქერებისა და ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. პროცესორი Intel Core 2 Quad Q6600 (4 ბირთვი) 2.4 გჰც - 316$/461 ლარი (ალტა) ან Intel Core 2 Duo E8400 (2 ბირთვი) 3.0 გჰც - 298.5$/436 ლარი (ალტა) მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ ოთხბირთვიანი პროცესორი სჯობს ორბირთვიანს. თითქმის ყველა მონაცემთა ბაზასთან სამუშაო გარემო და თვითონ სერვერებიც ოპტიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე, ამიტომ ამ კონკრეტულ საქმეში Q6600 უკეთესი იქნება, ვიდრე E8400, მიუხედავად იმისა, რომ 600 მეგაჰერცით დაბალ სიხშირეზე მუშაობს E8400-სთან შედარებით. E8400-ის უპირატესობა კი ისაა, რომ დამზადებულია 45 ნმ ტექნოპროცესით და არის ძალიან გრილი პროცესორი. თუმცა არსებობს უკეთესი ვარიანტებიც, თუ ფული გადამწყვეტი ფაქტორი არაა და არც სისტემის აჩქარებას (ოვერქლოქირებას) აპირებ მომავალში, უკეთესი ვარიანტი იქნება Intel Core 2 Quad Q9300 2.5 გჰც - 391.7$/573 ლარი (ალტა). Q9300-ის უპირატესობა Q6600-თან არის უპირველესად ის, რომ მუშაობს ოდნავ მაღალ სიხშირეზე და არის გაცილებით გრილი პროცესორი. თუმცა დამატებით 112 ლარად ნამდვილად არ ღირს მე თუ მკითხავ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ქულერი BOX ვერსიის პროცესორებს ქულერებიც მოყვებათ და თუ აჩაქარებას არ აპირებ, სავსებით საკმარისია ამ პროცესორების გასაგრილებლად. ასევე, BOX ქულერები ცოტა ხმაურიანებია, ამიტომ, თუ ხმაური შენთვის პრობლემაა, შეგვიძლია BOX ქულერი უკეთესი ვარიანტით შევცვალოთ. დედა დაფა Asus P5K PRO - P35 (2xPCIe x16 2xPCI 4DDR2 1066) - 162.8$/237.6 ლარი (ალტა) ამ ფასში იდეალური დედა დაფაა. აწყობილია თანამედროვე Intel P35 ჩიფსეტზე, აქვს საკმაოდ კარგი გაგრილების სისტემა და თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა. გაქვს ორი PCI-Express X16 1.0 სლოტი CrossFire-ის მხარდაჭერით. და გვაქვს DDR2-ის მხარდაჭერა. ოპ. მეხსირება Mushkin 2GB (2 x 1GB) 240-Pin DDR2 SDRAM DDR2 800 (PC2 6400) - 175 ლარი (dixi.ge) ან 2 ცალი DDR2 DIMM 240pin/ 1024MB/ 800 Kingstone KVR800D2N6/1G - 60$/87 ლარი (ალტა) ან Team DDR2 PC2-6400 Xtreem Dark 2X1Gb - 150 ლარი (overclockers.ge - OgaiB) ამ სამიდან საუკეთესოა Team DDR2 PC2-6400 Xtreem Dark 2X1Gb, 150 ლარად ყიდის ბატონი OgaiB. 2 დღის წინ ჩამოიტანა უკრაინიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეორე ხარისხით Mushkin-ებია, მაგრამ dixi-ში დარეკე მაინც, შეიძლება არ ჰქონდეთ. Kingstone-ები ნორმალურებია თუ ოვერქლოქინგს არ აპირებ და ფულიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კეისი ATX/ Miditower/ Codegen M608-CA Black 350W USB2.0+Audio+Fan12cm 49$/71 ლარი (ალტა) ან ATX/ Miditower/ Codegen M601-CA Black 350W USB2.0+Audio+Fan12cm 49$/71 ლარი (ალტა) ან Codegen BRIZA ATX-6099 - 110 ლარი (Prime.ge) ან Backdraft Case - Black with window - 146 ლარი (gitec) ან რაიმე სხვა შენი არჩევანით. კეისი ძირითადად პირადი გემოვნებით უნდა აირჩიო, თუმცა პირადად მე საქართველოში არსებული პროდუქციიდან მაგ ოთხს გირჩევ. აქედან Backdraft-ი საკმაოდ მიმზიდველია, BRIZA-ს ჰაერის ფილტრები აქვს (კესში მტვერს ვერ ნახავ გიდნაც მთელი წელი არ გაწმინდო კომპი). თU ფინანსები საშუალებას გაძლევს, Orion-Tech-ში იყიდე Cooler Master Cosmos (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფილტრებიც აქვს და მომავალში რამდენიმე კომპსაც ააწყობ შიგნით ისეთია. თუმცა ფასიც შესაბამისი აქვს, სადღაც 300 ლარამდე ღირს თუ სწორად მახსოვს. HDD 250GB/ Samsung HD250HJ Spinpoint S250 7200rpm 8.9ms Buffer 8MB SATA 3.0 Gbps NCQ - 80$/116 ლარი (ალტა) ფასი/სისწრაფე/ხარისხის მიხედვით მშვენიერი მყარი დისკია. თუ მეტი მოცულობა გინდა, უფრო დიდი ზომის ან რამდენიმე აიღე. ვიდეო დაფა PCI Express 512MB/ Asus/ EN9600GT/HTDI/512M GeForce 9600GT DDRIII 256bit - 250$/364 ლარი (ალტა) ფასი/ხარისხის მიხედვით მშვენიერი ვიდეო დაფაა. ყველანაირად გირჩევ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თავისუფლად გაუშვებ როგორც უახლეს თამაშებს (მაღალი გრაფიკით), ასევე ამუშავებ დიდი ზომის (22"+) მონიტორებს უპრობლემოდ. ოპტიკური დრაივი SATA/ Samsung SH-S203N Black Light Scribe DVD-RAM DVD+-R DL DVD+-R DVD+-RW - 35$/51 ლარი (ალტა) ესეც DVD-RW, Lightscribe-ისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მონიტორი Samsung SyncMaster LCD 22"/ 226BW Black a-si TFT/TN Wide 2ms 1680x1050 160*/160* 1000:1(DC 3000:1) 300cd/m2 DVI-D VESA 100mm TCO'03 - 495$/722 ლარი (ალტა) 22"-აინი მონიტორი, მშვენიერი მახასიათებლებით. მშვენიერი რამეა როგორც სამუშაოდ, ასევე ფილმების საყურებლად და თამაშებისთვის. თუ ამხელა ზომის მონიტორი არ გჭირდება, შეგვიძლია უფრო პატარა და იაფი ავიღოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კლავიატურა გემოვნებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თაგუნია ესეც გემოვნებით, თუმცა შემიძლია გირჩიო კაბელიანებიდან Logitech/ MX 400 Performance laser - 35$/51 ლარი (ალტა) და უკაბელოებიდან Logitech/ MX 1000 Laser Cordless - 76,7$/111.9 ლარი (ალტა). მათ შორის, პირველის მფლობელი მე თვითონ ვარ. ორივეს აქვს ლაზერული სენსორი (და არა ოპტიკური) და მუშაობენ ნებისმიერ ზედაპირზე მინისა და სარკის გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
|
lizy კონფიგურაცია შემიფასეთ Apr 26 2008, 02:19 PM
domen lizy
ერთი კითხვა მაქვ... Apr 26 2008, 03:24 PM
lizy ციტატა(domen @ Apr 26 2008, 08... Apr 27 2008, 06:30 AM
otosaxel lizy
ციტატაDDR3 DIMM 240pin- 1024MB
... Apr 26 2008, 03:55 PM
gearge ციტატაყველაზე მეტ... Apr 26 2008, 07:36 PM
Sh@ko lizy, რათქმაუნდა ეგ კო... Apr 27 2008, 06:41 AM
otosaxel gearge
ციტატაეჭვი მეპა... Apr 27 2008, 08:29 AM
shustrika ეგ კონფიგი უკეთეს ... Apr 27 2008, 08:52 AM
lizy ვიდეო ეგეც საკმარი... Apr 27 2008, 09:08 AM
domen lizy
ციტატამჭირდება ... Apr 27 2008, 10:28 AM
CHABA შეძლების დაგვარად ... Apr 28 2008, 07:45 PM
Frrrredo მანდამაინც ბაზები... Apr 29 2008, 06:08 AM
lizy პირველ რიგში დიდი ... Apr 29 2008, 06:17 PM
Power_VANO lizy
არაფერს
ციტატა... Apr 29 2008, 06:24 PM
Power_VANO ჰო, დედა დაფასთან დ... Apr 30 2008, 05:28 AM
domen Frrrredo
Power_VANO
მგონი აქ კო... Apr 30 2008, 12:54 PM
lizy მაშ ასე
დავიწყებ m... Apr 30 2008, 03:14 PM
lizy რაც შეეხება ფასს
ა... Apr 30 2008, 03:32 PM
otosaxel lizy
ჩემი რჩევა იქნებ... Apr 30 2008, 05:35 PM
Power_VANO lizy
ჰმ... 2000$ მშვენიე... Apr 30 2008, 06:41 PM
lizy და მაინც mother არ მომწ... Apr 30 2008, 07:13 PM
Power_VANO lizy
ციტატადა მაინც moth... Apr 30 2008, 07:46 PM
lizy Power_VANO
დიდი მადლობა, ... Apr 30 2008, 08:12 PM
Power_VANO lizy
ციტატაასე ჩამოტ... Apr 30 2008, 08:16 PM
lizy 1 თვე გარანტია ძალი... Apr 30 2008, 08:37 PM
Power_VANO lizy
კი, უკეთესი არჩევ... Apr 30 2008, 08:52 PM
lizy ციტატა
ისე, დაურეკ... May 4 2008, 11:46 AM
Power_VANO lizy
ოოო, დღგ-ს გარეშე ... May 4 2008, 06:10 PM
gi0_kiborg CPU Intel/ Core2 Duo/ E8400 3.0GHz, ... May 30 2008, 07:20 AM
Frrrredo კი ორიანია
მაზერს ... May 30 2008, 07:26 AM
Power_VANO gi0_kiborg
პროცი ორბითვი... May 30 2008, 11:19 AM
gi0_kiborg Frrrredo
Power_VANO
არც ვუწუნე... Jun 18 2008, 07:32 AM
Power_VANO gi0_kiborg
კი, ახალ დედა დ... Jun 18 2008, 07:27 PM
sikvdila ძალაინ კაი კონფიგი... Jun 27 2008, 06:20 PM
dadetor მაინტერესებს ამ კ... Jul 25 2008, 10:21 AM
gi0_kiborg ციტატაPCI Express 512MB/ Asus/ EN9600G... Aug 28 2008, 08:00 PM
dadetor ციტატა(gi0_kiborg @ Aug 28 2008, ... Aug 31 2008, 09:39 AM
Power_VANO ბაი ზი ვეი, OCZ-ის კვე... Aug 29 2008, 02:02 PM
gi0_kiborg Power_VANO
ჩემს კომპს ხომ ... Aug 29 2008, 05:32 PM
Power_VANO gi0_kiborg
ოო ეხლა ვნახე დ... Sep 1 2008, 03:11 PM
dadetor ციტატა(Power_VANO @ Sep 1 2008, 0... Sep 1 2008, 07:07 PM
Power_VANO ძალიან კარგი. მთავ... Sep 1 2008, 07:14 PM
dadetor ციტატა(Power_VANO @ Sep 1 2008, 0... Sep 2 2008, 07:10 PM
Power_VANO კი, ეგრეა, უბრალოდ კ... Sep 2 2008, 07:16 PM
Kerzo ხო მართალია კაი კვ... Sep 3 2008, 01:16 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 08:03 AM |