![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 407 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia;Tbilisi წევრი №: 219 ![]() |
მგონი საჭიროა ეს თემა ფორუმზე(მე ვერ ვნახე მსგავსი აქ)
მოკლედ,რა პროგრამებია საჭირო ვინდოუსის გადაყენების მერე რომ გქონდეთ მრავალფუნქციური სისტემა,მე დავიწყებ და დანარჩენებმა დაამატეთ რაც გამომრჩეს,შევეცადოთ უფასო ვარიანტები დავწეროთ რათა არ დავტანჯოთ სერიალების და კრეკების ძებნაში ახალბედები: მოკლედ: არქივატორები 1) WinRar-ყველაზე ცნობილი და მუშა,თუმცა ფასიანია მაგრამ არ იბლოკება. ჩამოსაქაჩი გვერდი 2)ალტერნატივა 7-Zip-უფასოა,თუმცა იმდენი ფორმატის მხარდაჭერა არ აქვთ როგორც WinRar-ს. ვებ-გვერდი დისებზე ჩამწერი InfraRecorder-Nero-ს საკმაოდ ძლიერი უფასო ალტერნატივა,სულ რაღაც 2.5მბ ჩამისაქაჩი გვერდი აუდიო-ვიდეო კოდეკები ვისტასთვის: აქ დანარჩენი ვინდოუსისთვის: აქ პლეერები-ვისაც რა მოგწონთ გუგლში ჩაწერეთ,უმეტესობა უფასოა,ან ფასიანი და უფასო ვერსიები აქვს. ბრაუზერები-ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფუნქციურები Opera და Firefox-ია.მე პირადად ოპერას ვამჯობინებ. PDF Reader-მე გირჩევთ Foxit Reader-ს,პატარა და სწრაფი პროგრამაა,თუ არ გაკმაყოფილებთ,თვით AdobeReaderგადმოწერეთ. PDF-Printer გირჩევთ ეს გვერდი,მშვენიერი გადაწყვეტილებაა,როცა PDF-ის შექმნა მოგინდებათ,გაუშვებთ ბეჭვდაზე დოკუმენტს და პრინტერებში მიუთითებთ doPdf-ს. საოფისე პაკეტები ეს ცოტა მტკივნეულია,რადგან ყველა MS-Office-საა მიჩვეული,რომელიც ძვირი ღირს,თუმცა მგონი ყველა ქართულ საიტზეა ყველა ვერსია,უბრალოდ გუგლში ჩაწერეთ Microsoft Office და მიუთითეთ "გვერდები შემდეი ქვეყნიდან: საქართველო" ხოლო თუ წვალება გეზარებათ ან არ შეგიძლიათ,თან ამასობაში ნორმალური ინტერნეტი გაქვთ ისარგებლეთ GoogleDocs-ით,ხოლო თუ ნეტი არ გივარგათ გადმოწერეთ ან OpenOffice ,ან GnomeOffice-თი. ანტივირუსი: უფასოებში ყველაზე კარგია AntiVirPersonalEdition ან AVG-Free ხოლო შპიონური მოდულებისგან დასაცავადგამოიყენეთ Ad-Aware,Homepage მულტიმედია ფაილებთან სამუშაოდ(კონვერტერები): VirtualDub-ვიდეოსთან სამუშაო,გირჩევთ ნახოთ დოკუმენტაცია Mediacoder-ერთ-ერთი უძლიერესი პროგია სხვადასხვა ფორმატის აუდიო-ვიდეო მასალის ფორმატებში გადასაყვანად. რა ვიცი თითები მეტკინა უკვე,დანარჩენი სხვებმა დაამატეთ. -------------------- Let's force be with you....
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ამ თემის გაცოცხლება ღირს - Windows FAQ (თუ პირიქით :-) ასეთ პუნქტსაც უნდა მოიცავდეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მოკლედ, დავჯექი დღეს და ჩამოვწერე იმ პროგრამების სია, რომლებიც ჩემთან ამწუთას ტასკბარზე, Quick Launch-ში, ტრეიში და სტარტის ხშირად გაშვებული პროგრამების სიაში ზიან, ანუ პროგრამების, რომლების გარეშეც ვირტუალური სიცოცხლე მიჭირს :-) ესე იგი, ---------------- ინტერნეტი და ვებ-პროგრამირება: Opera, FireFox, DreamWeaver, EmEditor (საერთოდ NotePad-ის ალტერნატივად ვიყენებ), Skype, Meebo, µTorrent. მულტიმედია: Gom Player, FLV Player, Winamp, MiniLyrics, Picasa, VirtualDub. სისტემური პროგრამები: Unlocker, Hide Folders XP, Visual Task Tips, Process Explorer NT, XP Tools ან Portable Spotmau PowerPack Pro 2008. დაცვა: ESS (უკიდურეს შემთხვევაში EAV-იც წავა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), NOD32 View. ოფისი: Microsoft Office 2007, Foxit Reader, Adobe Acrobat Reader. და სხვა: MyPhoneExplorer, WinRAR, PowerISO, Babylon, VertrigoServ. ---------------- ესენი აბსოლუტურად ყველა (NOD32 View-ის და Process Explorer-ის გამოკლებით, იშვიათად ვრთავ) მჭირდება დღეში ერთხელ მაინც, თუ სპეციფიკურ (ვებ-პროგრამირების) იარაღებს გამოვაკლებთ, დარჩება პაკეტი, რომელიც [თითქმის] ნებისმიერს გამოადგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გელოდებით დანარჩენებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 05:04 PM |