![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
გუშინ ჩამივარდა Eee PC-ს ერთი ეგზემპლარი ხელში (დიდი მადლობა განათლების სამინისტროს) და ორსაათიანი ურთიერთობის შემდეგ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი პირველი სწორი გადაწყვეტილებაა ქართული განათლების კომპიუტერიზაციის სფეროში ..
მალე მოკლე განხილვასაც დავწერ (სრული განხილვა ასე 10 დღეში იქნება), იქამდე კი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მოწყობილობაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 08:51 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ესსე იგგი.
ყუთი მშვენივრადაა გაფორმებული, მაგრამ ძალიან დიდია - თავი რომ ავხადე და ხელისგულის სიფართე Eee PC შემრჩა, ცოტა დავიბენი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კომპლექტაციაშია:
ჩართვა მართლა თვალის დახამხამებაში ხდება - სანამ F2-ს მოვძებნიდი კლავიატურაზე (BIOS-ს ჩართვა მინდოდა), სისტემა უკვე ჩაიტვირთა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მომიწია გადარესტარტება (გათიშვა კიდევ უფრო ჩქარა ხდება), კიდევ კარგი, ამჯერად F2-ზე თითი უკვე მედო, BIOS-ში შესვლა აღარ გამჭირვებია :-) თუმცა, 4G-სგან განსხვავებით, რეგულირებადი მხოლოდ IDE მოწყობილობების მაკონტროლირებელი სექცია [და საათი] დამხვდა, პროცესორის სიხშირის გაზრდა-დაკლების შესაძლებლობა ამ სერიაში არ არის. სტარტაპის შემდეგ დესკტოპის მაგივრად გამოდის ტაბირებული (Tabbed - სხვანაირად ვერ ვთარგმნე) ინტერფეისი, დაყოფილი სექციებად Internet, Work, Learn, Play, Settings და Favorites. ინტერფეისი აბსოლიტურად "თვით-დოკუმენტირებადია" და ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს. (IMG:http://www.eeeeducation.com/images/asus_homescreen_eeePC_600.jpg) (IMG:http://www.featuredsystems.com/wp-content/uploads/2008/02/snapshot2.png) რაც შეეხება პროგრამებს, ვერ იტყვი, რომ ძალიან ბევრია, მაგრამ საშუალო მოსწავლეს ნამდვილად ყველაფერში უნდა ეყოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აქ არის OpenOffice Word-ის, Excell-ის და PowerPoint-ის ალტერნატივებით, PDF Viewer, ლექსიკონი, Skype, Pidgin, Firefox (v2.0.0.11), File Manager (თუ არ ვცდები, Konqueror), სრული Multimedia პაკეტი ვიდეო, აუდიო და ფოტო კოლექციებთან სამუშაოდ და, ბოლოს, ოთხი თამაში, თითქმის არცერთი არ ვარგა, მაგრამ უსაქმურობა მაჩვენე და თამაშს გაჩვენებო, გექნებათ გაგონილი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ინტერფეისი სწრაფია, როცა საქმე ტაბებს შორის გადართვას შეეხება, მაგრამ პროცესორის სისუსტე პირდაპირ ჩანს დატვირთვის ოდნავ მომატებისას - სრულიად "უსაქმურ" რეჟიმში პროგრამები ჩართვის მოთხოვნიდან 5-15 წამში ირთვებიან, უკვე რომ აღარც ელოდები, ზუსტად მაშინ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხშირია გაჭედვები მუშაობისასაც .. შესაძლებელია PC-ს შეერთება დიდ მონიტორთან, თუმცა მაქსიმალური გარჩევადობა შეზღუდულია 1024 x 768 პიქსელზე; ჩემს შემთხვევაში 17''-იანმა მონიტორმა მშვენივრად იმუშავა (თურმე რამხელა განსხვავებაა 10'' (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). მოწყობილობას აქვს სამი USB 2.0 პორტი, რომლებმაც რატომღაც არ იმუშავეს ცოტა მოძველებულ Transcend-ის ფლეშკასთან (სისტემა ცნობდა ფლეშკას, მარგამ ვერ ხსნიდა). რაც შეეხება კლავს, პატარაა, მაგრამ ეტყობა, დიდი მომავალი აქვს :-) მიჩვევის შემდეგ პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ პირველივე შეხებაზე, ასე თუ ისე, ნორმალური სისწრაფით მოვახერხე აკრეფა. ტაჩპედი გასაგებია, რომ საერთო ზომებში უნდა იჯდეს, მაგრამ ძალიან პატარაა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ისევ გავიხსენებ - პატარა ტაჩპედი მანახე და ... :-) სამწუხაროდ, ერთსაათიანი დატვირთვის შემდეგ ისე გაცხელდა ქულერის მხარე, რომ მუხლზე დადება უკვე დისკომფორტს მიქმნიდა და, რაც მთავარია, ნოუთმა დამწვარი პლასტმასის სუნი გაუშვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საათ-ნახევრის შემდეგ ტაჩპედიც შეუერთდა და უკვე თითით მანიპულირებაც გაჭირდა :-) ვნახოთ, დრომ იქნებ ცოტა მაინც გამოასწოროს .. მოკლედ, საერთო ჯამში მშვენიერი მოწყობილობაა მათთვის, ვისაც სურს ნებისმიერ ადგილას შეეძლოს საოფისე სამუშაოების შესრულება, ელ-ფოსტის შემოწმება, ინტერნეტში სეირნობა და ბლოგზე და ფორუმებზე პოსტვა, მაგრამ კრიზისის სათამაშოდ, რენდერისთვის და თუნდაც ოდნავ მძიმე პროგრამების გასაშვებად ნამდვილად არ გამოდგება. მოკლედ, იდეალურია მოსწავლისათვის :-) სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვასწარი გამეტესტა Wi-Fi, ქსელი, ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკები და ჩამეტარებინა დამატებითი მოდიფიკაციები. რაც შეეხება ვინდის დაყენებას, მე გირჩევთ არა XP, არამედ Windows Fundamentals for Legacy PCs (Windows FPL) დააყენოთ (აგერ ტორენტის ბმული). ----------------------- otosaxel მე რა შუაში ვარ, ჩემს დას მისცეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე აწი სტიპენდიის იმედზე თუ ვიქნები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თან forum.ge-ზე ხალხმა, ჩაგვივარდება თუ არა ხელში, 100 ლარად ვყიდითო და ველოდები .. (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 02:35 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2024 - 02:49 AM |