მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> AV-Comparatives - მაისი, 2008, Retrospective / ProActive Test
domen
პოსტი Jun 8 2008, 05:16 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



გამოვიდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

არ ვარღვევ საიტზე მოყვანილ პირობებს ტესტების კოპირების შესახებ, ამიტომ მოგიწევთ თვითონ საიტს ესტუმროთ შედეგების სანახავად:

ონლაინ შედეგები / რეპორტი [pdf]

KIS-ს ფანებს ტესტების სიყალბედ გამოცხადებამდე გირჩევთ ნახოთ ტესტი KIS 2009 [pdf] :-) ეტყობა, მთელი ძალები ახალ პროდუქტზეა მიშვებული ..


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Jun 12 2008, 03:19 PM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა
ფორუმები და კომპიუტერები აღარ მაინტერესებს.

რა იყო Gi0rgius მდერდებმა ხომ არ შეგაწუხეს? (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) უბრალოდ სკანდალური განცხადების გაკეთება გადაწყვიტე? თუ ამას აპირებდი, გამოგივიდა!

Power_VANO
ეჰ, მარტო სემპლების რაოდენობაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული! AVIRA-ს კი აქვს 1.092.160 ვირის ჩანაწერი, მაგრამ მისი საბოლოო შედეგი პირველ რიგში მშვენიერი ევრისტიკული ანალიზატორის დამსახურებაა. აგერ Norman ISS AV+AS ავიღოთ, მასში 1.310.735 მალვარის ჩანაწერია, მაგრამ რა?! STANDARD რეიტინგი (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა Norman ASA ერთერთი ყველაზე ძველი ანტივირუსული კომპანიაა, თავისი დროის ნამდვილი პიონერი! მათ შემოიღეს პირველებმა Personal Firewall , პირველებმა გამოიყენეს ვირტუალიზაცია ანტივირუსში ( Norman SandBox ), ის რითიც NOD32 იკვეხნის ეხლა თავს. და რა მივიღეთ სსბოლოოდ: Norman Personal Firewall , რომელიც ვერ სტელსავს ყველა პორტს (SP2-ის WF100% ხურავს) და რომელიც ჯერკიდევ ნებისმიერ მიზეზზე მომხმარებელს ეკითხება რა გავაკეთოო (კარგი geek firewall გამოუვიდათ:-) და მათი ანტივირუს/შპიონის შედეგები, თვითონაც შეგიძლიათ იხილოთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ანუ, სხვა გამოსავალი არ არის, მარტო ბაზების ზომას ვერ "მიაწვებიან", საჭიროა ახალი პროაქტიული ან HIPS ტექნოლოგიების შემუშავება/ინტეგრირება! მაგალითად მიბაძოს MS-მა Symantec -ს ან PC Tools -ს და რაიმე წინწასული კომპანიის ტექნოლოგიები შეიძინონ. მაგალითად Safe'n'Sec -ის! იყო კიდევ ერთი რუსული პროდუქსტი Stocona Antivirus , რომელიც ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებდა, პრაქტიკულად ხელოვნური ინტელექტი იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საბოლოოდ სერიოზულად ვაპირებდი მის გამოყენებას, რომ არა მისი დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩინარდა. მწარმოებლის ოფიციალურ განცხადებაში ეწერა რომ რომელიღაცა (არ დაასახელეს კონკრეტულად) უცხოურმა კომპანიამ შეიძინაო! დავგუგლე, მაგრამ დამატებითი ინფო ამ საკითხზე ვერ ვიპოვე (ჯერ კიდევ). არა, მაიკროსოფტს ვერ დავდებ ბრალს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ სამწუხაროდ ვიცი ხშირშემთხვევაში ასეთი ყიდვა-გაყიდვებსა და გაცვლა-გამოცვლებს რა მოჰყვება. თუ მომხმარებლებს გაგვიმართლა, ნაყიდი პროდუქტის კლონს მივიღებთ, ოღონთ ახალი სახელით ( Lavasoft Personal Firewall = Outpost Firewall Pro , Sunbelt Personal Firewall = Kerio Personal Firewall , Webroot Desktop Firewall = Privacyware's PrivateFirewall ..), თუ არ გაგვიმართლა (არც ჩვენ და არც მწარმოებელს;-) მივიღებთ CA-ის მიერი Tiny Software-ის შეძენის მსგავს შედეგს: გაქრა ფასიან ფაიერვოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო Tiny Firewall Pro, რომლის სანაცვლოდ შემოგვთავაზეას CA Internet Security Suite 2007, რომლის ცეცხლოვანი კედელი (ნაზავი CA-ისა და Tiny Software-ს ტექნოლოგიების) საგრძნობლად უარესი აღმოჩნდა ვიდრე კომპანიის წინა არჩევანი აეღოთ ლიცენზია ZoneAlarm-ის ვერსიაზე. აქვს ადგილი გარკვეულწილწილ გაუგებარ ყიდვა-გაყიდვასაც, მაგალითად Symantec-ის მიერ Sygate-ის შეძენაში ერთადერთი მარკეტინგულ სვლას თუ ვხედავ: Sygate-ის კორპორატიული კლიენტების ხელში ჩაგდება. რა მოიგო სიმენტეკმა ამის შედეგად? მარკეტოლოგებს მოვკითხოთ სიმენტეკში! მაგრამ ჩვენ კი დავკარგეთ მშვენიერი უფასო Sygate Personal Firewall . ან რა შედეგი მოჰყვა Trend Micro-ს მიერ InterMute-ის ( SpySubtract -ისა და CWShredder -ის მწარმოებლების) შეძენას, გაუგებარია: როგორ იყო Trend Micro (PC-cillin) Internet Security ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ინტერეტ უსაბრთხოების პაკეტებს შორის, ისე დარჩა! არის კარგი ტექნოლოგიის სესხების/ყიდვის მაგალითებიც, ZoneAlarm Internet Security Suite 7 -ში KAV კარგად შეერწყა Check Point-ის მშვენიერ ცეცხლოვან კედელს, რამაც მთლიანად პაკეტი ლიდერთა სამეულში მოახვედრა (ჯერკიდევ იქ არის:-). Grisoft-მა შეიძინა ewido Networks და შედეგი ნათლად ჩანს AV Comparative-ზე! AVG-ს შემქმნელების კიდევ ერთ კარგ შენაძენად შევაფასებდი LinkScanner ტექნოლოგიას, რომელსაც მანამდე სიამოვნებით ვიყენებდი SiteAdvisor-თან კომბინაციაში (ეს უკანასკნელიც თავისმხრივ McAfee-ს მშვენიერი შენაძენია;-). ხომ, თუ ოფტოპიკია, ბარემ კიდევ ერთ ჩემ დაკვირვებას მოგახსენებთ: თუ შეამჩნიეთ რომ რუსულმა უსაბრთხოების სოფტის მწარმოებლებმა მათი პროდუქციისთვის (KAV/KIS, Outpost Firewall, Safe'n'Sec ..) "Certified for Windows Vista" სერთიფიკატის მიღება თითქმის ყველა დანარჩენი ქვეყნის კომპანიებს დაასწრეს. მოგეხსენებათ ეს სერთიფიკატი უბრალოდ არ გაიცემა და პროდუქტის მაღალი ხარისხის ნიშანია! ზოგიერთი "კანტორა", მათ შორის რამდენიმე საკმაოდ განთქმულიც, ჯერკიდევ იბრძვის ამ სერთიფიკატისთვის! დასკვნა: მიეძალეთ რუსულ პროდუქციას (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 09:28 PM