![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
მცირე შესავალი მახსოვს, სადღაც 2006 წლის თბილ დღეებში პირველად ვიყიდე კომპინფოს ბეჭდვითი ჟურნალი და სადღაც 45 წუთი(სახლამდე არცკი) მეყო. მაშინ ერთი შეხედვით უმნიშვნელო სტატიამ "საიდუმლო RSS კოდი" დიდი ყურადღება ვერ მიიქცია, მაგრამ სადღაც 2-3 კვირის წინ ის ჩემთვის აუცილებელი გახდა. რაო?(განმარტებითი გადახვევა) რას ნიშნავს RSS? მოკლედ რომ ვთქვათ, ის საშუალებას გაძლევთ, საიტზე შეუსვლელად გაეცნოთ ამ საიტზე განთავსებულ სიახლეებს. მერე რა? - იკითხავთ რომელიმე - ვითომ საიტზე რატომ ვერ შევალ? რატომაც არა, შეხვალ, მაგრამ წარმოიდგინე, რომ ხარ ვარეზის ადმინი, რომელსაც არცერთი სიახლე არ უნდა გამორჩეს, ან უბრალოდ დაინტერესებული მომხმარებელი, რომელსაც არ უნდა, რომ სიახლე გამორჩეს. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 15 წუთს დახარჯავ იმისთვის, რომ ყველა შენთვის ცნობილი საიტი დაათვალიერო. ნელი ინტერნეტის პირობებში ეს დრო ერთიათად იზრდება, თანაც ეს პროცესი ხომ დღეში ორ-სამჯერ მაინც უნდა გაიმეორო? სწორედ აქ ჩნდება RSS-ის უპირატესობა. შენ კი არ მიდიხარ სიახლეებთან, არამედ ისინი მოდიან შენთან, წყნარად ლაგდებიან შენს მიერ წინასწარ მითითებულ ჯგუფებად(კატეგორიებად) და გატყობინებენ, რომ მოვიდნენ. ამით შენ დროის, ენერგიის და ნერვების ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებ. Action აქვე ჩნდება მეორე კითხვა - როგორ გამოვიყენოთ ის? საიტზე, რომელსაც აქვს RSS ფიდი(გვერდი), ყოველთვის ნახავთ სიმბოლოს, რომელიც ძალიან ჰგავს გადაცემა "ღია ეთერის" ლოგოს, მხოლოდ ყვითელი ფერისაა. მასზე დაჭერისას ბრაუზერში იხსნება გვერდი რაღაც "ნაწერით", რომელსაც სპეციალური რიდერების გარეშე ვერ გაარჩევთ. რა RSS რიდერები არსებობს და რომელია უკეთესი? იმ სტატიაში, თუ არ ვცდები, ნახსენები იყო RSS bandit, თუმცა მე გადმოვწერე ის, რომელიც პირველად მომხვდა თვალში. ეს Snarfer გახლდათ. მე მათ ვერ შევადარებ, რადგანაც RSS bandit არ გამომიყენებია, მაგრამ Snarfer-ზე შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერი რიდერია. მოყვება ძალიან ბევრი ფიდი, რომლებიც შემდეგ საკმაოდ ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქვს ძიების ფუნქცია(არა მგონია ეს რაიმე განსაკუთრებულში ჩაითვალოს) და მრავალენოვანიცაა, თუმცა მისი გადაქართულება ვერ მოვახერხე. და ბოლოს, შეგიძლიათ ბრაუზერებში ჩაშენებული რიდერები გამოიყენოთ. ოპერას მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი რიდერი გააჩნია. ისეთი საიტის დათვალიერებისას, რომელსაც RSS ფიდი გააჩნია, მისამართის ველის მარჯვენა კუთხეში RSS-ის სიმბოლო ჩნდება და მასზე ერთი დაწკაპუნებით ამ საიტის ფიდის გამოწერა შეგიძლიათ. თუ თქვენთვის რომელიმე უკეთესი რიდერია ცნობილი, ნუ დაიზარებთ დაპოსტვას (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ქართული რეალობა ქართულ რეალობაში არცთუ ისე ბევრ საიტს გააჩნია თავისი ფიდი, მაგრამ ბედნიერი გამონაკლისები აქაც არსებობენ. ასეთებია http://compinfo.ge - აქ ფიდში რატომღაც მხოლოდ სტატიები იკითხება. აი სიახლეების რა მოგახსენოთ... http://file.ge http://data.ge http://ablabuda.com - აქ სკრიპტი ფიდს რატომღაც არასწორად ადგენს და რიდერები ვეღარ კითხულობენ. http://beef.ge - ეს არა ბედნიერი გამონაკლისი, არამედ სირცხვილია. RSS ფიდზე დაჭერისას რატომღაც არა ფიდზე, არამედ 18+ განყოფილებაში გადავდივართ. ჩემთვის მეტი გამონაკლისი არაა ცნობილი. თუ თქვენ იცით, დაპოსტეთ. და კომპინფოს და აბლაბუდას ადმინისტრაციას ვთხოვ, გამოასწორონ მდგომარეობა. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 155 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia, Tbilisi, ... წევრი №: 28 ![]() |
მობილურების კონფიგურაციაშიც ხო გვხვდება, ეს RSS ი და იქაც იგივე რაღაცაა, რაც ააქ? თუ ის სხვა რაღაცაა?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th July 2025 - 03:15 PM |