![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 ![]() |
ჯერ სურათი მერე ფიარი...
(IMG:http://chat-geo.caucasus.net/images/gc4xyahso9n1yj8f7ti.jpg) კომპიუტერი მზრუნველობა მოკლებული ვირუსების თAვშესაფრად რო მქონდა ქცეული კი ვიცოდი მაგრამ ამდენი თუ იქნებოდა ნაღდად არ ვიფიქრებდი ... თAვიდან სტუმარი ღვთისაა (თურმე სანამ შეგაწუხებენ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) მეთქი და ხელს არ ვკიდებდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ მერე ყოველ ოთახში(ფოლდერში) მინიმუმ 2-3 მხართეზოზე წამოწოლილი ვირუსი რო მებლანდებოდა ფეხებში, მივხვდი რო ჩემი საქმე ცუდად იყო და სულ მალე ავტონომიური ფართიშენის გამოყოფას მოითხოვდნენ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) . კასპერსკის (დიდი კასპერსკის წინაპარი, მეშვიდე თაობის წარმომადგენელი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )პირადად მივეცი დავალება მათი გაყრისა, რომელმაც შეიძლება ითქვას დავალება პირნათლად შეასრულა. ერთი ღირსეული მოწინააღმდეგე ვერ დაამარცხა მხოლოდ. ამ უკანასკნელის გასანადგურებლად მე პირადად გავიგე მისი ადგილსამყოფელი და ასეთი გეგმა დავსახე: Shift და Delete ფლანგებიდან შეუტევდნენ, მე კი enter-ზე ამხედრებული ფრონტიდან ვეძგერებოდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) . გეგმამ გაამართლა (ბოლო ბოლო აღმაშენებელი ჩემი სეხნია იყო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) და ჩემი 0 დან 80გბ მდე გადაჭიმული მყარი დისკი გაერთიანდა... პ.ს: ამდენი უაზრობა ერთAდ კაი ხანია არ დამიწერია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ რახან დავწერე ბარემ ... -------------------- |
|
|
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
Power_VANO, აი ჩემთან კი მძიმე სიტუაციაა მაგ მხრივ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) საქმე იმაშია რომ ჩემი ძველი 40 გიგაბაიტიანი HDD დაიყო ჯერ სამ, მერე 4 სამთავროდ. მეოთხე 2 გიგაბაიტიანი მცირე სამთავრო Acronis True Images ხელშეწყობით Unallocated ტყეში იყო გახიზნული და Computer Management დესანტმა შემთხვევით აღმოაჩინა და შემოიერთა FAT32 შეტევის განხორციელებით.
მოგვიანებით სამყაროს დაემატა უცხოსამყაროელთა მიერ დატოვებული (ტო ესწ საჩუქრად (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) 160 გიგაბაიტიანი კონტინენტი (HDD), რომელიც აბორიგენებისგან განსხვავებულ SATA ენაზე მეტყველებდა. დიდი ხანი იყო გაუგებრობა მათ შორის, მაგრამ კომპიუტერის უმფროსმა დაიქირავა სამუდამოდ ერთი კონვერტორ-თარჯიმანი და უზრუნველყო ორი კონტინენტის კეთილმეგობრული თანაცხოვრება. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რადგან ძველი კონტინენტი ძალიან დანაწევრებული, იყო შიდა და გარე დაუნლოადებით, შესაძლოა უვარგისი სექტორებიც განუვითარდა, აბორიგენი მოსახლეობა გადახარისხდა ახალ კონტინენტზე, ფილმები - ვიდეო საქაღალდეში, მუსიკები - მუსიკებში, სანთლით ნაძებარი და მრავალ ვირუსს გადარჩენილი პროგრამები - ინსტალლ დირექტორიაში, სადაც რამდენიმე ქვედასახლება შექმნეს, თუმცა უმრავლესობა ღია დირექტორიაში იყვნენ დროებით. ამ უკანასკნელის ბაირამობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მოულოდნელად ვერაგმა შინა მტერმა - FlashGet-მა ინტერნეტიდან ერთ-ერთი ფაილის დესანტირებისას ინსტალლ დირექტორიაში, გაანადგურა ქვედირექტორიის გარეშე მყოფი ყველა ფაილი... დაიღუპნენ უსახელოდ, აღდგენის პერსპექტივის გარეშე (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ამ ყველაფერმა განაპირობა კომპიუტერის უმფროსის მრისხანება და ძველ HDD-ზე დათქვა დრო და თარიღი მისი NTFS ცეცხლით განადგურებისა და ისევ ერთ მთლიანობად ქცევისა. რის შემდეგაც გადარჩენილი ძველი ფაილები ისევ თავის განახლებულ მიწა-სექტორს დაუბრუნდებიან, აღდგება read & write ფუნქციები და ყველაფერი უმაღლესად იქნება ორგანიზებული, მასზე უცხო ფაილის მოხედრის შანსი 0.01% თუ დარჩება! ასევე, მოიხსნება წყევლა delete files directly from my computer. მ.მ. მით უმეტეს, ახლა შვებულება მეწყება და უნდა მოვიცალო რა! (IMG:style_emoticons/default/wink.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 06:24 PM |