მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> შრიფტები, ახსნა-განმარტება
domen
პოსტი Jun 27 2006, 01:38 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მაინტერესებს, რა სახის შრიფტები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის. და ბოლო-ბოლო, ამიხსენით ვინმემ, ეს UTF-8(და საერთოდ უნიკოდი) რა არის?

ხო, კიდე ერთი - ბრაუზერში გვერდზე ინფორმაცია sylfaen-ითაა ჩაწერილი, მაგრამ მაინც ქართულად ჩანს. მესმის, რომ უნიკოდის დამსახურებაა, მაგრამ როგორ?

ოღონდ პასუხი დაწვრილებით მომწერეთ, ამ თემაზე არაფერი ვიცი.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jun 28 2006, 06:59 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



domen
შრიფტი არსებობს ძირითადად ოთხი ტიპის, ესენია FON, TTF, Open Tipe TTF და PS შრიფტები. ბოლო სამი ლამის იდენტურია, მაგრამ ცოტა ნმოგვიანებით გეტყვი. პირველი ტიპი კი FON, არის რასტრული ვარიანტი, ანუ კუბიკებითაა აწყობილი და წინასწარ განსაზღვრული ზომებით შეუძლია მუშოაბა, თუ უფრო დიდზე გამოიყენებ მაშინ შრიფტში მოხრის ადგილებზე კვადრატული კიბეები ჩანს.
შემდეგი მიღწევა იყო TTF-ი ანუ True Tipe Font, ჯამში რასაც ხედავ ის იბეჭდებაო.

ამ შრიფტში გამოყენებულია ვექტორული აღწერა, ამ შემთხვევაში შრიფტის გაზრდა შეზღუდული აღარ არის და აღარც ზომებია წინასწარ განსასაზღვრი. პრაქტიკულად შეიძLება ზომა 1-დან დაწყებული 1 000 000-ით დამთავრებული ყველაერი დაბეჭდო. შემდეგი ეტაპი იყო გაუმჯობესებული TTF-ი ანუ Open Tipe TTF მაგაზე ერთად მუშაობდნენ ADOBE და MS-ი, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული გავრცელება ვერ ნაზა იმიტომ რომ პოლიგრაფიისთვის ჩაფიქრებული ვარიანტის ადგილი უკვე PS შრფტებს ჰქონდა დაკავებული. სამწუხარო ის არის რომ ასეთ შრიფტებს Windows-ი თავისით ვერ ცნობს საჭიროა სპეციალური პროგრამები, ერთერთი ყველაზე გავრცელებულია Adobe Type Manager, ეს შრიპტები მოგონილია Adobe-ს მიერ და გასაგებია რომ შესაბამი სოფტსაც თვითონ უშვებს.

მოკლედ ყველა ამ ტიპის შრიფტში გამოიყენება ერთი ძირითადი საერთო პრინციპი, ყველა მათგანში ინახება 256 სიმბოლო, აქედან [პირველი 33 შრიფტი არის სპეციალური სამართავი სიმბოლოები, ესენია ენტერის აღმნიშვბნელი, პრაპელი, პრინტერის მარკერი, სწორება და ასე შემდეგ, მოკელდ გაფორმების სიმბოლოები. შედმეგ მგონი 128-მდე მოდის ლათინური ანბანი რომელიშიც შედი ციფრების 0-დან 9-მდე, ნ იასნია ასოებით დიდ პატარა a-დან-z-მდე. ამის შემდეგ მოდის სპეციალური სიმბოლოები, მაგალიტად გერმანული და ფრანგული უნლაუტები, მგონი 240-მდე ეგენია და მერე მოდის ფსევდოგრაფიკის სიმბოლოები, ანუ ჰორიზონტალური ხაზი, ვერტიკალური ხაზი, შტრიხები და ასე შემდეგ, მაგალიტად იგივე Volcov Commander-ი და Norton Commander-ის ინტერფეისი აგებულია ამ ფსევდო გრაფიკის მეშვეობით, ბევრს ჰგონია რომ გრაფიკული ინტერფეისია, მაგრამ ჩვეულებრივი ტექსტური პონტია.

მოკლედ ინგლისური ასოები და ციფრები პრაქტიკულად არცერთ შრიფტში არ იცვლება, აი რუსებმა მოიგონეს რომ დამატებით განყოდილებაში ანუ 128-დან 240-მდე ჩაესვათ თავიანთი კირილიცა, იდეაში ეს რუსების იდეა არ არის თავიდანვე ალტერნატიული ასოებისთვის იყო ჩაფიქრებული, ქართველებმა უყურეს ამ ამბავს და მოინდომეს რომ ერთ შრიფტში ყოფილიყო ინგლისური, რუსული და ქართული ასოები, ეს მხერხდა იმის ხარჯზე რომ ფსევდოგრაფიკის მაგივრად ჩაისვა ქართული ასოები. მოკლედ თავის დროზე მაგარი დომფხალი იყო ამის გამო ჩატვირთავდი ქართულ დრაივერს და იგივე Norton Commander-ი გაუგებარ რაღაცეებს შითავდა, მაგალითად გადაწერის პროგრეს ბარი ხაზებით კი არ ივსებოდა, არემედ ქართული ასო "ჭ"-თი ივსებოდა, მაგარი სანახავი იყო :-).
როგორც ხვდებით ასეთი პრობლემა მარტო ქართველებს არ ჰქონდათ. შემდეგი ეტაპი იყო გარკვეული სტანდარტიფიკაცია, ამისათვის მოგონილი იყო სამი ძირითადი სტანდარტი: 1. ქართული ასოები ჩასმული იყო პირველი 128 სიმბოლოს ადგილზე, ასეთი არის დღემდე შრიფტი Acadnusx-ი და მისნაირები, ანუ ამ შრიფტებშI ინგლისური ასოები არ არის, ნუ გარდა რომაული ციფრებისთვის საჭოო გამონაკლისებისა, საქმე იმაშია რომ სისტემუ შრიფტში ასეთი რამ დაუშვებელია, პოლიგრაფია კიდედევ იტანს, მაგრამ სისტემისთვის ინგლისური ასოების არ ქონა საშინელებაა. 2. შემდეგი ეტაპი იყო ქართული დიდ პატარა ასოების ჩაკვეხება პირველ განყოფილებაში, საკმაოდ პროგრესული იდეა იყო მაგრამ არ გაამართლა, თუმცა დღემდე ბევრი რედაქცია სწორედ ასეთ შრიფტებს იყენებს. მესამე იყო ეგრეთწოდებული GEO_Arial, Geo_Times შრიფტები, აქ იყო პირველი 128 ინგლისური ასოები და შემდეგ რუსულის და ფსევდოგრაფიკის ადგილზე იყო განლაგებული ქართული ასოები. გარკვეულ დრომდე ამართლებდა, მაგრამ ინტერნეტის და ოპერაციული სისტემიბის განვითარებან საჭირო გახადა უფრო მაშტაბურად აზროვნება, საქმე იმაშია რომ გაჩნდა ვებ გვერდები სადაც ყოველი ვებ დიზაინერი თვლიდა რომ მის მიერ გამოყებნებული შრიფტი საუკეთესოა (ქართული ინტერნეტი დღემდე გადაჭრელებულია ასეთი შეგნების საიტებით). მსოფლიო მაშტაბით კი ეს ნიშნავდა კატასტროფას, მომხმარებელს ან ყოველი საიტიდან ასალი შრიფტები უნდა ექაჩა, ან დიზაინერებს რაღაც ერთი საერტო უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ 256სიმბოლოშჳ ყველა არსებულ ენას კოდირებას და შრიფტს ვერ მოათავსებდი, ამიტომ მოუწიათ ამ საქმეზე მწარმოებლებს და არა მომხმარებლებს დაფიქრება. ასე გამოჩნდა უნიკოდი.

მოკელდ უნიკოდი პირველად მგონი SUN-მაჩამოაყალიბა შემდეგ MS-ი ჩაერთო მთელი ძალით. იდეა შემდეგშია, შტიფტ უნდა იყოს სპეციალურ ფორმატში ჩაწერილი, ქართულად მას მულტიშულტირებულს ეძახიან, ასეთ შრიფტში 256 სიმბოლოიანი შეზღუდვა მოხსნილია, მგონი ასეთ შტრიფტებში 12 ათასი სიმბოლო ინახება, ზუსტად არ ვიცი ამიტომაც მაპატიეთ თუ შეცდომებს დავუშვებ ვინც ზუსტად იცის იმას დააკონკრეტოს შემდეგ. იდეაში ყოველ ქვეყანას მიეცა თავისი სიმბოლოები დიაპაზონი, ქართული ასოები ასეთ შემთხვევაში ზის 4 ათასის ფარგლებში, ზუსტად ნომრები არ მახსოვს, ახლა სპრავოჩნიკებში ნუ მაძებნინებთ. ქართულთან ერთად ასეთ შრიფტში არის თურქული, ჩინური არაბული სომხური ებრაული და მოკლედ პრაქტიკულა დყველანაირი შრიფტი. საჭIროა უბრალოდ სპეეციალური დრაივერის კლავიატურული დაყენება, რომელიც შესაბამის ენაზე გადართვისას კლავიატურაზე დაჭერის სიმბოლოებს შესაბამისი დიაპაზონიდან გამოიტანს, ხოლო ვებ გვერდში ამ დიაპაზონს განზაზღვრავს კოდირების გვერდი.

ძირითადი ესაა. ძირითად სტანდარტული შრიფტი რომელიც ყველა ამ სიმბოლოს შეიცავს არის Sylfaen-ი, თუმცა ასეთივეა Arial_იც და კიდევ ერთი ორი შრიფტიც, მათი გამორჩევა იოლია, ჩვეულებრივი 256 სიმბოლოიანი შრიფტებისგან განსხვავებით უნიკოდ შრიფტები რამდენიმე ათეულ მეგაბაიტს იწონიან, გასაგებია რატომაც, მთელი პლანეტის შრიფტებია შეტენილი :-)

რაც შეეხება შრიფტების რედაქტირებას, ჩვეულებრივი 256 სიმბოლოიანი შრიფტები ძალიან ბევრი რედაქტორით შეიძლება ყოს ჩასწორებული ან გაკეთებული, ყველაზე მოხერხებულია პროგრამები Fontlab და Macromedia Fontographer-ი, აი მულტიშულტირებული შრიფტები პირადად არასდროს ჩამისწორებია, მაგრამ თუ შრიფტ GLAXO-ს შემქმნელების სიტყვებით ვიხელმძღვანელებთ გარკვეულ სითულეს წარმოადგენს და სპეციფიკურ დამუშავებას საჭიროებს, თუმცა ეს მაინც ზედმეტ გამუუქებად მიამჩნია.

მოკლედ მგონი სულ ეს არის, თუ რაიმეში შევცდი დიდი ბოდიში, მაგრამ არამგონია რაიმე არასწორად დამეწეროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 12:19 PM