მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პროგრამირების რომელი ენა ვისწავლო?, რას მირჩევთ?
fasha
პოსტი Jul 24 2008, 12:09 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



მოკლედ დიდი ხანია მინდა ვისწავლო პროგრამირება ხან 1თს ამოვირჩევ მერე რაღაცას ვერ გავუგებ სხვაზე გადავალ.ამაზე ვერ გავიგებ მერე უკვე ვებ-ზე გადავალ რაც მაგრად არ მევასება. მერე მუზა მომდის და ისევ სისტემურს დავუბრუნდები.და ამ ბოლო დროს დავიწყე C# ის სწავლა და რატომღAც ყველაზე ადვილი ეგ მომეჩვენა ძაან გამიადვილდა. მარა რაღAც შეფერხებები მაინც არის.ხოდა ჩემი თხოვნა იქნება რომ მირჩიოთ რომელი პროგრამირების ენა ვისწავლო რომელია დასაწყისისთვის კარგი? მე როგორც მითხრე ს ბეისიკი არსო ადვილიო და ისწავლეო მარა თქვენი რჩევა მჭირდება რა რითი დავიწყო? პლიზ ჰელპ
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Jul 29 2008, 08:33 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



fasha
სამყაროსავით ძვეელი კითხვაა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

როგორც ვატყობ, შენთვის მოსაწონი ენა არ მოიძებნება - სამწუხაროა, მაგრამ ჯერ არ შექმნილა "უშეფერხებო" ენა, აბსოლუტურად ყველა იყენებს ერთსა და იმავე პრინციპებს და შესაბამისად, ყველა ითხოვს შენგან ამ პრინციპების ცოდნას, მერე ყველა ენა კამფეტია და ძალიან მარტივად სწავლობ.

ცუდი ამბავი კი ისაა, რომ ამ პრინციპებს ფორუმ-ფორუმ სიარულით ნამდვილად ვერ ისწავლი, სწავლისას ბევრჯერაც გაიჭედები და შეიძლება დამხმარეც არავინ გეყოლოს, მაგრამ არ უნდა გაჩერდე! თუ მთელ შენს მოთმინებას და ენერგიას (სხვანაირად "გულს" რომ ეძახიან) ჩადებ სწავლაში, ძნელ ადგილებსაც გადაივლი, შეიძლება ვერც ისე სწრაფად, მაგრამ გადაივლი :-)

ინსტრუქციას კი ასეთს მოგცემდი: გინდა სისტემური პროგრამირება - ისწავლე C, C++, C# ან Java. გინდა Web - ისწავლე PHP.

აარჩიე კარგი წიგნი (შეგიძლია ფორუმებზეც ითხოვო, გირჩიონ ამ მიმართულებაში საუკეთესო) გაიჭედები სადმე - გამოიყენე Google და ათვალიერე შედეგები მანამდე, სანამ თვალები არ აგტკივდება, სხვანაირად შეიძლება რამე საინტერესო გამოტოვო. თუ ვერაფერს იპოვი, ჰკითხე შენს გარშემო მცოდნე ხალხს (თუ გყავს ასეთები), თუ ამანაც არაფერი მოგცა, მაშინ შედი ფორუმებში და დასვი კითხვები იქ (სრულად აღწერე სიტუაცია!). ნებისმიერ მცოდნეს, რომელიც ფორუმზე შემოვა, ურჩევნია დაინახოს ინიციატივიანი ადამიანი, რომელიც თვითონ დაინტერესებულია პრობლემის გადაჭრაში, ვიდრე კარგად დაბრაწულ-გამომცხვარი პასუხის მომლოდინე. საკუთარი გამოცდილებით გეტყვი, ასეთ თემებს ძალიან ხშირად გვერდს ვუვლი.

ასევე შეგიძლია გამოიყენო ერთადერთი ქართული პროგრამირების ცოცხალი რესურსი - ITSchool.ge, საფუძვლებში მაინც გაგარკვევენ.

აბა შენ იცი ;-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th August 2025 - 09:26 PM