მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> “The COMPINFO (R)Evolution”, Wiki, ახალი ვებ საიტი და სხვა
ეთანხმებით თუ არა ქვემოთ მოყვანილ შემოთავაზებას?
გთხოვთ მხოლოდ აქტიურმა ფორუმელებმა მიიღოთ მონაწილეობა!
დიახ ვეთანხმები, სრულად (გთხოვთ დაპოსტოთ რატომ)! [ 14 ] ** [87.50%]
დიახ ვეთანხმები, ნაწილობრივ (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 2 ] ** [12.50%]
არა, არ ვეთანხმები (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 0 ] ** [0.00%]
სულ ხმები:: 16
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
gearge
პოსტი Aug 27 2008, 03:49 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა შემოგთავაზოთ იდეა რომლზეც დიდი ხანია ვფიქრობ(თ), მაგრამ იმ სახით რა სახითაც ვაპირებ შემოგთავაზოთ, ყველაზე რეალურია განხორციელდეს. რათქმაუნდა ეს ტექსტი პირველ რიგში კომპინფოს ძირეულ ადმინისტრატორ Ja_Ja-სთვის არის გამიზნული, მაგრამ მის პირდაპირ მიმართვისგან თავს შევიკავებ რადგან ზუსტად თქვენი(!) კომპინფის აქტიური მომხარებლების გადასაწყვეტია ყველაფერ ქვემოთთქმულს განხორციელება უწერია თუ არა! მე ვსაუბრობ და ალბათ სათაურიდანაც მიხვდებოდით, კომპინფოს ბაზაზე ვიკის შექმნაზე! ტექნიკურ დეტალებზე გადასვლამდე, უნდა გითხრათ რატომ მიმაჩნია რომ კომპინფოს სჭირდება ვიკი საიტი და კონკრეტულად რას ვგულისხმობ მის ქვეშ. რატომ ვიკი? ვიკი (მაგალითისთვის აიღეთ ვიკიპედია) ვებ საიტის მართვის ღია სისტემაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს (მაგრამ არ გამორიცხავს) მართვის "ბიუროკრატიას". რა კავშირშია ეს კომპინფოსთან? "ბიუროკრატია" ამ შემთხვევაში უხეშად გამოყენებული სიტყვაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა "ერთპიროვნული მართვის სისტემა რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ამუხრუჭებს განვითარებას" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კომპინფოს არსებული ხედვის მიხედვით, საიტზე ნებისმიერი ცვლილების შეტანის ძალა მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ეს გულისხმობს როგორც საიტის მართვის ტექნიკურ დეტალებს, ასევე ნებისმიერი ახალი მასალის დამატების საკითხებსაც. ერთისმხრი ეს სრულიად გასაგებია, საიტის შემქმნელს არ სურს გაუფილტრავი, დაუსრულებელი და/ან არაფორმატირებული ინფორმაცია მოხვდეს საიტზე, მეორესმხრივ ეს გულისხმობს რომ საიტის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო საიტის სათანადოდ მართვისთვის, ძვირფასი დრო რომელიც ბატონ Ja_Ja-ს სამწუხაროდ არ აქვს! ამავდროულად უნდა გვესმოდეს რომ ძნელია საკუთარი ქმნილების/პირმშოს ასეთ დონეზე მართვა გადასცე სხვა პირს ან პირებს, რამდენადაც არ უნდა ენდობოდე/იცნობდე მათ: როგორც მინიმუმ ადამიანების გემოვნება, ხედვა განსხვავდება. ამიტომ ალბათ უსამართლო იქნებოდა რაიმე რევოლუციური ცვლილება გვეთხოვა ჯა_ჯა-სგან, მაგრამ კომპინფოს საიტის განვითარება-წინსვლისთვის გარკვეული გაუმჯობესებები აუცილებელია მოხდეს! ამიტომ domen-სა Power_Vano-სთან ერთად გთავაზობთ შემდეგს:

* არსებული საიტი რაიმე სახით გამოეყოს კომპინფოს (ქვედომენზე ან გამოყოფილ საქაღალდეში)

თუ გვსურს ძველი საიტის შენარჩუნება (ამისთვის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის რომანტიკულიც:-) საჭირო იქნება ეს ნაბიჯი გადაიდგას!

* შემუშავდეს ახალ საიტი, უფრო მძლავრ ძრავაზე. არჩევანი შეჩერდა ჯუმლაზე.

რატომ Joomla? ის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ საიტის მართვის სისტემაა, როგორც მოქნილობით, ასევე გაფართოებადობით. დომენმა თავის თავზე აიღო ახალი კომპინფოს ვებ საიტის მომზადება და უკვე ეხლა მუშაობს მასზე! ის მალე წარმოგვიდგენს მას და ყველას გვექნება საშუალება აქ, ამ თემაში მივიღოთ მონაწილეობა ამ ახალი ვებ საიტის განხილვაში! ნებისმიერი კომენტარი ყურადღებით განიხილება!

საერთოდ რატომ უნდა შეიცვალოს კომპინფოს საიტი? ამის ერთ ერთი მიზეზის შესახებ როგორც დომენმა, ასევე მე ჯერკიდევ 2007 წლის სექტემბერში (ანუ ერთი წლის წინ) დავწერეთ საერთო ფორუმის თემაში “დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის”:

".. ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება"

"მართლაც, კომპინფოზე მასალების უხილავი კლასიფიკაცია მოუხერხებელი და დამაბნეველია. არსებული დაყოფა (Soft News, Hard News, Warez) არასაკმარისია. ინფორმაციის მასაში საჭირო ინფოს პოვნის ერთადერთი რეალური გზა ძიების სისტემაა, რომელიც თავისმხრივ სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სწორად შერჩეული საძიებო სიტყვის (სიტყვათა) შეყვანის შემთხვევაში. ამის გაკეთება გამოუცდელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. ამიტომ (და არა მარტო) გთავაზობთ დავეხმაროთ compinfo.ge-ს ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად განავრცონ არსებული დაყოფა კატალოგიზაციით .."

ყველაფერი ღირებული (სტატიები, მნიშვნელოვანი სიახლეები, მაღაზია და ა.შ.) გადმოკოპირდევბა ახალ, გაუმჯობესებულ საიტზე. ძველი საიტი დაარქივდება!

* კომპინფოს დაემატოს ახალი ქვედომენი, რომელიც გამოხატავს ზემოთთქმულ იდეას ვიკის შექმნასთან დაკავშირებით, დავუშვათ wiki.compinfo.ge

გარკვეულწილად უპასუხო დარჩა თავში დასმული კითხვა: რატომ ვიკი? ამ ტექსტის აგებულება მხოლოდ აქედან მაძლევს საშუალებას განვაგრძო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვიკის დედა აზრი გარემოს შექმნაა სადაც ნებისმიერ მსურველს (მაგრამ შეგვიძლია შევზღუდოთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებამდე) აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა საიტის მართვაში და ზედმეტი პრობლემების გარეშე გააუმჯობესოს/განავრცოს ან განათავსოს ახალი მასალები (იგულისხმეთ სტატიები და განხილვები) საიტზე. ის იდეალური ადგილია როგორც სრულფასოვანი ნამუშევრებისთვის, ასევე მოუმზადებელი, დაუსრულებელი სტატიების, ანუ ეგრედ წოდებული “დრაფტების” განსათავსებლად! მაგალითად ჩვენ ფორუმელ გიორგიუსის შეეძლება მისი ჩანასახოვანი სტატია უბუნტუ ლინუქსის ინსტალაცია/გამართვაზე განთავსოს უშუალოდ ვიკიზე, შესაბამისი სახელის მქონე ახალ გვერდზე, სრულად რედაქტირებად ბროუზერიდანვე როგოც მის, ასევე ნებისმიერი ჩვენგანის მიერ! სურვილის შემთხვევაში პირველ ავტორს უნდა შეეძლოს მისი სახელის (ან რაიმე სხვა საიდენთიფიკაციოს, მაგალითად ფორუმის ნიკის/სახელის) მითითება ნამუშევრის ბოლოში, მაგრამ თვით ნამუშევარი უნდა რჩებოდეს ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რედაქტირებადად (გამონაკლისები შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადმინისტრაციამ)! ეს საჭიროა ვიკის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობის შესანარჩუნებლად: ღია ვიკი იძლევა საშუალებას არა მარტო ავტორისა და ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების რესურსით შენარჩუნდეს საიტზე გამოქვეყნებული მასალა მუდამ განახლებულ მდგომარეობაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამავე მასალის სტატიკური სახით, სტანდარტულ ვებ საიტზე განთავსების შემთხვევაში - კომპინფოს მიმდინარე რეალობა! მოგეხსენებათ საზოგადოების რესურსი თითქმის შეუზღუდავია ავტორისა და ადმინისტრაციისთან შედარებით. აქედან გამომდინარე ვიკი იძლევა საშუალებას ოპერატიულად იქნეს გათვალისწინებული მომხმარებლების კომენტარები და შემოთავაზებები. ასევე ვიკი წარმომიდგენია როგორც პლაცდარმი ნებისმიერი ნამუშევრის სრულყოფილებამდე დასაყვანად, რის შემდეგაც მხოლოდ კომპეტენტური პირის, Ja_Ja-ს(!) თანხმობით ის განთავსდება კომპინფოს მთავარ საიტზე, შესაბამისი კატეგორიის ქვეშ და საწყისი ავტორის მითითებით (როგორც მინიმუმ)!

* ვიკი განთავსდეს, გაიმართოს და მასში ჩაკოპირდეს კომპინფოს ყველა არსებული სტატია (სახელების მიხედვით). მასალები, ღია რედაქტირების შემდეგ გადაკოპირდენ მთავარ საიტზე

როგორც ამ ასევე ყველა დანარჩენ საკითხზე (მთავარი საიტის განთავსება-გამართვის, ფორუმის ოფტიმიზაციის ახალი ძრავის ქვეშ და ასე შემდეგ) სიამოვნებით იზრუნებენ domen და Power_Vano! გვესმის რომ ჯა_ჯა-ს არ აქვს საკმარისი დრო ყველა ზემოთ აღწერილი ოპერაციის განსახორციელებლად, ამიტომ ერთადერთი რასაც უმორჩილესად ვთხოვთ, არის მისცენ ამ ორ (და მხოლოდ ამ ორ) პიროვნებას საკმარისი ადმინისტრაციული ძალაუფლება რომ მოახდინონ ყველა ცვლილება, რომლებიც ასე აუცილებელია კომპინფოს წინსვლისთვის! საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შერჩეულია: MediaWiki ვიკის, ხოლო ჯუმლა ვებ საიტის ძრავად (ფორუმი მხოლოდ ოფტიმიზირებული იქნება ახალ ძრავასთნ სამუშაოდ). ინსტალაციის სცენარი უკვე გათამაშებულია localhost-ზე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Sep 1 2008, 11:12 AM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ახლა გადავხედე ამ თემას.

ჰმმმმმმმმმ.. ნაწილობრივ უნდა ვაღიარო, ჩემი ქრონიკული უდროობა კაი არაფრის მომტანია.
მეორესმხრივ ნაწილობრივ ცვლილებები ფაქტია გასაკეთებელია, მაგრამ ნაწილობრივ არ ვარ მზად ამ ცვლილებებისთვის.

ახლა რაც შეეხება ამ შემოთავაზებას.

WiKi - კი მისაღებია, მაქვს ერთი ორგან სწორედ mediawiki დაინსტალირებული და შეიძლება მისი ორგანიზება, გინდა ქვედომენად, გინდა ქვესაქაღალდედ, ბმული დაიდება ძირითად საიტზე და ასე შედმეგ.

ოღონდ მოსაფიქრებელია სრულად როგორ იქნება მართვა, სავარაუდოდ რამდენიმე ძირითად მომხარებლებს დავარეგისტრირებთ და შემდეგ დავბლოკავ რეგისტარციას რომ სხვებს არ შეეძლოთ ხელების ფათური, ან რაცხა ამდაგვარი, მოკლედ ეს მოსაფიქრებელია რა და როგორ იქნება, ეს რაც ვთქვი პირდაპირ არ მიიღოთ, უბრალოდ ვთვლი რომ პირდაპირ ღუიად და ვისაც რა დაარტყავს ტავში იმის ჩასწორება და რედაქტირება მიუღებელია.

ჩვენი საზოგადოება მაგ დონეზე ჯერ არ განვითარებულა. ზოგს თავისი საიტის უპრაკონო რეკლამირება მოუინდება, ზოგს კიდევ რაღაც და ასე შემდეგ, აღარაფერს ვამბობ უწმაწუს ლექსიკაზე და რაღაც სულელურ მითოლოგიურ ლეგენდებზე. მოკლედ ეგ მოგვარებადია.

IPB - შეიძლება საწყენი იყოს მაგრა არ შეიცვლება ფორუმის ბირთვი, ცოტახანში ახალ ვერსიაზე გადავიყვან და ეგ იქნება მთელი ცვლილებები. ფორუმის ცვლილებას ამ ეტაპზე არ ვთვლი მისაღებად, დაიკარგება მთელი თემები და ასე შედმეგ. თუ რაიმე აზრი გაქვთ ჩამოაყალიბეთ და თუ მართლა კრიტიკული ვარიანტი იქნება, მაშინ შეიძLება გადახედული იყოს ეს მოსაზრება. განულებული ვერსიის გამოყენება არ არის არგუმენტი, გარკვეული დროის მერე მაინც ვგეგმაც ფასიანი ვერსიის აღებას, ასე რომ ნულიფიცირებული ვერსიის გამოყენების გამო რაღაცეების პონტი არ მიირება.

ძრავი - ვიცი რომ მოხდა ვითომ გატეხვა, სიტყვა ვითომს ტყუუილა არ ვიძახი.
გამოყენებული იყო ადრე სხვის მიერ დაწერილი სკრიპტი, აქაურმა მოხაკაკურა პიროვნებას ვითონ გატეხვა მოახერხა და უბრალოდ გამოიყენა არსებული სკრიპტი. იდეაში ჩემი ბრალია, მეგონა ჩვენთან მაგის მომტვინავიც არავინ იყო, ამიტომაც დაცვა ბოლომდე აქტივირებული არ მქონდა. თორემ დადირკული ძრავიო მთლად მისაღები არ არის ეგ გამოთქმა :-) ზუსტად იმდენად არის დადირკული რამდენადას სვვა საერთო მოხმარების სკრიპტები, არავინ მითხრათ ახლა რომ იგივე ჯუმბლა 100% დაცულია :-) ეგეთი რამ არ არსებობს.

დღეისათვის შეტევებს იმ სცენარით კიდევ ცდილობს ხალხი, ვიცი იმის და მიხედვით რაც ლოგებს ვუყურებ და რეგისტარცია/წაშლის მიდევრობას, მაგრამ ვინც კიდევ ცდილობს მინდა ვახარო, მინიმუმ 5 საფეხურიანი დაცვაა გაკეთებული, ადმინისტარტორის პირველ ჩანაწერს ადმინისტრატორი აღარ ჰქვია, პირველი ჩანაწერი ჩაფლულია 6 თუ 7 ათას დარეგისტრირებულ მომხმარებლებში, გამოიცნონ ახლა ადმინის ნომერი :-), შეცვლილია ბაზის სტრუქტურა, შეცვლილია ბაზის პრეფიქსი, დამატებით დაცულია ადმინ პანელი, პაროლების ფაილი გატანილია ძირითადი დირექტორიიდან ისეთ საქაღალდეში რომელთან წვდონაც WEB-იდან არ არის. ასე რომ ცდა რა თქმა უნდა ისევ შეუძლიათ გააგრძელონ, მაგრამ მაგრად მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ.

პროსტა მეზარებოდა ამ ყველაფრის გაგეთება და საკუთარი ნავიგაციისთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა არ მინდოდა თორემ დაცვა მაქსიმალურად არის გაჩალიჩებული.

ძიების პრობლემა - იდეაში ჩემი ბრალია, ერთერთი განახლებისას რომელიღაც ძიების განყოფილებაში რაღაც ჩავამატე, ყურადდღება არ მივაქციე და ისე გავუშვი საიტი, მერე აღმოვაძჩინე რომ ქართული უნიკოდით ძიებას არ აკეთებდა. იმდენად გვიან ვნახე ეგ რომ ვერ ვიხსენებ რომელი ცვლილების დროს მოხდა ეგ. სამწუხაროდ ლოკალზეც ბოლო ცვლილებ ჩატარებული ვერსია მაქვს და მთელი ბირთვის გადახედვის დრო როგორც იცით .....

იდეაში ეს მისახედია და არ მეპატიება აქ ხელებს მაღლა ვწევ და გნებდებით გასასწორებელი მაქვს. ძალიან დიდხანს მივატოვე უყურადრებოდ.

Joomla - რაც შეეხება ამ ბირთვს, ჩემი სუბიექტური აზრით დასანახად ვერ ვიტანდი ძველ ვერსიებს, ახალი სანახავია ჩემს ლოკალზე რისი გამკეტებელია საბოლოო განაჩენს ვერ გამოვიტან ახლავე.

მაგრამ ის რაც სურათებზე იყო წარმოდგენილი და დომენმაც მაჩვენა ლოკალზე, მთლად აღფრთოვანებას ჩემში მართალი რომ გითხრათ არ იწვევს. ძირითადად ეს განპირობებულია ნაცრისფერი დიზაინით და საერთოდ არ არსებული გაფორმებით. იდეაში ტიტველი ბირთვია რომლიც სამოსიც შესაკერია და ჩასაცმელია, თორემ მე მცივა მაგ ბირთვის მაგივრად :-)


ბიჭების გაკეტებული ბირთვი - რაც არ უნდა იყოს უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ რამდენიმე მოხალისეს, რომლებმაც გულტან ახლოს მიიტანეს კომპინფოს განვითარების ამბები და თავისებული ხედვაც კი შეიმუშავეს. სუპერ დიდი მადლობა მორალური და პრაქტიკულად ფიზიკური მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჯერ იმ ვერსიისგან რაც თქვენ გააკეთეთ მე თავს შევიკავებ. ალბათ დავბერდი, მაგრამ ჩემთვის გამოუყოფელი ერთფეროვანი ფორმა ცოტა არ იყოს დამაბნეველია, სად იწყება სტატიები, სად სიახლეები და რა როგოროაა გაყოფილი მთავარ გვერდზე ვერ ვხვდები (რა თქმა უნდა ვაზვიადებ, მე ძალიანაც კარგად ვხვდები, მაგრამ ვთვლი რომ ძირითადი სასტავისთვის დამაბნეველი ქინება).

რაც შეეხება დომენის მეირ შემოთავაზებულ ვარიანტს და ჩამონათვალს (მომაწობა ფაილი სადაც ჩამოთვლილი პლიუსები და შესაძლებლობებია აღწერილი), კი ბევრი ისეთი რამ არის რომ აშკარად გასათვალისწინებელია, დასაზუსტებელია და განსახილველია. ამ მომნეტშI ჯერ თავს ვიკავებ საბოლოო სიტყვისგან რადგან ჯუმლა როგორც ვთქვი ადრე ავითვალწუნე და ახლა კი ხელახლა გადასახედი მაქვს, იმიტომ რომ ბოლო ვერსიებს და მის შესაძლებლობებს პრაქტიკაზე არ ვიცნობ.

კი დომენ მესმის რომ მომაწოდე სრული ჩამონათვალი, როგორც უკვე ვთქვი სუპერ ნამუშევარია, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო სამოქმედო გეგმაა, ანუ შესამოწმწებელია და ასე შედმეგ. მესმის თქვენი ხედვაც, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მე ცოტა ჩემებურად წარმომიდგენია ეს საიტი.

მოკელდ ჯერ ჩემთან დავაყენებ ამ ბირთვს და გადავხედავ. მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.

ახლა კი ბოდიში უნდა გავიდე ქართული ჯაჭვის გასაკეთებლად. კომპ მომხმარებლებიც კი ვერ გავექცევით პოლიტიკას. ასე რომ დრეს სარამოს გადავხედავ რა აზრები გექნებათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gearge   “The COMPINFO (R)Evolution”   Aug 27 2008, 03:49 PM
- - domen   ჰმმ, სად დაიკარგა პ...   Aug 27 2008, 08:11 PM
- - gi0_kiborg   ვეთანხმები პირველ ...   Aug 27 2008, 08:41 PM
- - gearge   gi0_kiborg მადლობა გამოხ...   Aug 27 2008, 11:13 PM
- - student777   მე მოვესალმები ამ ...   Aug 28 2008, 07:55 AM
- - domen   Gi0rgius 1. სურათებს ვერ ხ...   Aug 28 2008, 11:55 AM
- - Power_VANO   ხვალ ჩამოვალ თბილი...   Aug 28 2008, 01:46 PM
- - Frrrredo   კაია, ვიკის იდეის gear...   Aug 29 2008, 10:15 AM
- - otosaxela   gearge ნამდვილად საჭირ...   Aug 29 2008, 11:42 AM
- - student777   და მე ვიკის აუცილე...   Aug 29 2008, 09:21 PM
- - ja_ja   ახლა გადავხედე ამ ...   Sep 1 2008, 11:12 AM
- - Giena   ja_ja ვა ჯაჯა? რაფერ ხა...   Sep 2 2008, 11:15 PM
- - domen   მმმ ... ასეთი კრიტიკ...   Sep 3 2008, 07:05 PM
- - gearge   Gi0rgius ციტატაპ.ს ის გა...   Sep 3 2008, 07:38 PM
- - domen   Gi0rgius ციტატაბარეღამ ...   Sep 4 2008, 10:05 AM
- - domen   Gi0rgius მთლიანი, საკუთა...   Sep 4 2008, 06:45 PM
- - domen   ესეც ახალი კომპინფ...   Sep 19 2008, 08:30 PM
- - otosaxela   domen ციტატახვალისთვ...   Sep 22 2008, 09:14 PM
- - Power_VANO   The COMPINFO ®Evolution Live Demo: http://com...   Sep 25 2008, 08:41 PM
- - Frrrredo   Power_VANO ჩემი აზრით პირ...   Sep 26 2008, 07:40 AM
- - domen   Frrrredo ამჯერად ზუსტად ...   Sep 26 2008, 07:57 AM
- - Power_VANO   წინას მე IMO, ეს მირჩე...   Sep 26 2008, 12:50 PM
- - otosaxela   არ შედის   Sep 26 2008, 03:11 PM
- - Power_VANO   ჩემთან შედის საერ...   Sep 26 2008, 03:13 PM
- - otosaxela   მდა გადავათვალიერ...   Sep 26 2008, 05:13 PM
- - Giena   otosaxela ციტატა+ არაა სა...   Sep 26 2008, 07:11 PM
- - domen   Giena otosaxela ხალხო, მთავა...   Sep 26 2008, 07:24 PM
- - otosaxela   domen ციტატახალხო, მთა...   Sep 26 2008, 07:35 PM
- - Giena   domen ციტატაძალიან მო...   Sep 26 2008, 07:54 PM
- - Power_VANO   domen ციტატამენიუს ხვ...   Sep 27 2008, 08:43 AM
- - domen   otosaxela ციტატაგასაგებ...   Sep 27 2008, 08:50 AM
- - otosaxela   domen ციტატა"მოქმედ...   Sep 27 2008, 10:42 AM
- - domen   otosaxela ციტატასაფოსტო ...   Sep 27 2008, 11:30 AM
- - Power_VANO   domen ციტატამოკლედ, რო...   Sep 27 2008, 12:10 PM
- - Giena   domen ციტატაGiena მოკლედ, ...   Sep 27 2008, 05:43 PM
- - domen   Giena ჰო, მაგაზე ვიმსჯ...   Sep 27 2008, 07:15 PM
- - domen   Giena საშინელი გლობალ...   Sep 27 2008, 07:53 PM
- - Power_VANO   მენიუ შევამსუბუქე ...   Sep 27 2008, 10:06 PM
- - Giena   Power_VANO domen მე, მგონი რაღ...   Sep 28 2008, 04:48 AM
- - Power_VANO   Giena ციტატადა მგონი პ...   Sep 28 2008, 08:29 AM
- - domen   Giena ბოლო-ბოლო ასეთი ...   Sep 28 2008, 09:45 AM
- - Power_VANO   Gi0rgius მიდი ველოდები PM-...   Oct 15 2008, 10:01 PM
- - gearge   http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/in...ვ...   Feb 12 2009, 08:40 PM
- - Power_VANO   gearge ციტატა"CompInfo Resurrecti...   Feb 13 2009, 02:47 PM
- - Bekward   რა არის ჩვენც გვით...   Feb 13 2009, 05:07 PM
- - Power_VANO   იმიტომაც მგონი 150 თ...   Feb 13 2009, 05:14 PM
- - gearge   Power_VANO ციტატამაგის შ...   Feb 13 2009, 06:21 PM
- - Giena   Power_VANO ე ბიჭო დაამთავ...   Feb 15 2009, 01:43 AM
- - Power_VANO   Giena programmist => domen ჰო, დღე...   Feb 15 2009, 09:25 AM
- - Giena   Power_VANO ციტატაprogrammist => dom...   Feb 15 2009, 09:49 AM
- - Power_VANO   Giena ციტატაანუ? პროგ...   Feb 15 2009, 10:06 AM
- - otosaxela   Power_VANO რა ხდება, აპდეი...   Feb 21 2009, 11:38 AM
- - domen   otosaxela თუ არაფერი შეი...   Feb 21 2009, 11:56 AM
- - otosaxela   domen ციტატათუ არაფერ...   Feb 21 2009, 03:10 PM
- - Power_VANO   ფორუმის განახლები...   Feb 22 2009, 02:45 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატაძირითად...   Feb 22 2009, 04:03 PM
- - Power_VANO   otosaxela ციტატაეგ კი, და ...   Feb 22 2009, 05:53 PM
- - Bekward   ციტატარა ვუქენით დ...   Feb 22 2009, 08:16 PM
- - domen   Bekward ასე ახლოს ჯერ არ...   Feb 22 2009, 08:18 PM
- - Power_VANO   ესე ბატონებო, ხვალ ...   Feb 23 2009, 08:29 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატაესე ბატ...   Feb 24 2009, 03:24 PM
- - Bekward   Power_VANO არიქა თორე ვარ...   Feb 24 2009, 07:41 PM
- - Power_VANO   plastic ციტატახო, მართლ...   Feb 25 2009, 07:13 AM
- - Power_VANO   კი, განვახლდით, გმა...   Feb 25 2009, 08:19 PM
- - otosaxela   Power_VANO ხო განახლდა ... ...   Feb 25 2009, 08:42 PM
- - Power_VANO   ჰო, ეგ აი ამ ღილაკის...   Feb 25 2009, 08:58 PM
|- - CHABA   ციტატა(Power_VANO @ Feb 26 2009, ...   Feb 25 2009, 09:01 PM
- - Power_VANO   ახალ ფორუმში წევრთ...   Feb 25 2009, 09:00 PM
- - Sh@ko   მგონი გავაოფე და თ...   Feb 26 2009, 01:17 PM
- - Bekward   ეს შეამოკლეთ თარგმ...   Feb 26 2009, 03:26 PM
- - gearge   "აცნობე მოდერს"   Feb 26 2009, 04:58 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Feb 26 2009, 05:04 PM
- - Bekward   plastic TAB + Enter რას აკეთებ...   Feb 27 2009, 11:26 AM
- - Sh@ko   მონიშნულის ციტატა...   Feb 27 2009, 01:01 PM
- - Power_VANO   Sh@ko ციტატა(Sh@ko @ 27th Februa...   Feb 27 2009, 02:05 PM
- - otosaxela   Power_VANO "შეატყობინე ...   Feb 27 2009, 02:16 PM
- - Power_VANO   3-4 დღეში ახალ ღილაკ...   Feb 27 2009, 02:21 PM
- - otosaxela   Power_VANO ახალი პრობლემ...   Feb 27 2009, 02:23 PM
- - Power_VANO   ჰო, ვიცით ეგ. გრძელ ...   Feb 27 2009, 02:34 PM
- - Giena   otosaxela დაანებეთ ჩემ ც...   Feb 27 2009, 04:51 PM
- - otosaxela   Giena ციტატა(Giena @ 27th Februa...   Feb 27 2009, 05:35 PM
- - Bekward   ციტატა(beka_sh @ 27th February 20...   Feb 27 2009, 07:38 PM
- - Bekward   plastic ინგლისური ვინც...   Feb 28 2009, 09:26 AM
- - Power_VANO   ციტატა(plastic @ 28th February 20...   Mar 1 2009, 07:53 PM
- - Bekward   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Mar 1 2009, 08:01 PM
- - Power_VANO   არ აკლია, პირად ფოტ...   Mar 1 2009, 08:21 PM
- - otosaxela   Power_VANO ვანო, ქეშები გ...   Mar 2 2009, 03:35 PM
- - Power_VANO   ვერ მივხვდი, უფრო კ...   Mar 2 2009, 03:37 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 2 2009, 03:40 PM
- - Power_VANO   აჰა, დავააპდეიტებ ...   Mar 2 2009, 03:54 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 2 2009, 03:56 PM
- - Power_VANO   აჰა, ღილაკების დახ...   Mar 3 2009, 06:16 PM
- - otosaxel   plastic ციტატა(plastic @ 3rd Ma...   Mar 3 2009, 06:32 PM
- - Power_VANO   უმრავლესობამ გადა...   Mar 3 2009, 06:50 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 3...   Mar 3 2009, 06:52 PM
- - CHABA   მე კი ვამბობდი ეგ კ...   Mar 3 2009, 07:05 PM
- - Bekward   მშვენიერია თავისი ...   Mar 3 2009, 07:56 PM
- - Power_VANO   დავამთავრე ღილაკე...   Mar 3 2009, 08:54 PM
- - gearge   მშვენიერი ნამუშევ...   Mar 3 2009, 09:11 PM
- - Bekward   Power_VANO რა შრიფტი გამო...   Mar 3 2009, 09:12 PM
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 05:07 PM