![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
რა უცებ გავიდა ზაფხული :–) აგერ მაისის ტესტების შედეგები.
ამჯერად მხოლოდ pdf რეპორტია მისაწვდომი, შეგიძლიათ აქიდან ჩამოტვირთოთ. პირადი მოსაზრებით, უფრო და უფრო მაკვირვებს შედეგები (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) კასპერას და ნოდს შორის (ვიცი, ეს გაინტერესებთ :-)) დისტანცია ოდნავ გაიზარდა, 1,4% დეფაულტ პარამეტრებით და 1% უმაღლესი პარამეტრებით, ნოდმა 93.0% და 96.6% დაიჭირა შესაბამისად ჩვეულებრივი და უმკაცრესი პარამეტრებით, კასპერასი თვითონ გამოთვალეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) საგულისხმოა - კასპერას აშკარად მეტი False Alarm ჰქონდა (ნუ, მეტ Detection Rate-ს მოჰყვება ეგ, როგორც წესი). საერთო ჯამში, იკვეთება Avira (განმაცვიფრებელი შედეგია, უმაღლესი პარამეტრებით მხოლოდ 0.4% გამოტოვა!!), G Data-ს AntivirusKit (არც გამიგია (IMG:style_emoticons/default/huh.gif) ), ავირას შედეგებს "ეთამაშება", 0.1%-ით ჩამორჩება მხოლოდ უმკაცრეს პარამეტრებში, default-ში უსწრებს კიდეც ნახევარი პროცენტით. Avast, AVG, Norton, TrustPort AV - აი, ყველა დანარჩენი Avira-ს და Kaspersky-ს შორის. დანარჩენი რეპორტში ნახეთ :-) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Sep 16 2008, 09:17 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ეს უკვე რაღაც კონკრეტულია.
შევხედოთ შენს "მოდელს", სადაა შეცდომები. დავუშვათ, AV-Comparatives იყიდა რომელიმე ბობოლა ანტივირუსულმა კომპანიამ, როგორიცაა, ვთქვათ, ESET (რაღაც არ გეხატება გულზე, ამიტომ ავარჩიე). გადავხედოთ მომხმარებლის და სხვა ანტივირუსული ლაბორატორიების რეაქციებს. პირველივე ტესტში ESET იღებს მაღალ შედეგს AV-Comparatives-ში, მაგრამ დიდი განსხვავებით ვარდება WCL-ის, AMT-ს, VB100%-ის და სხვა ლაბორატორიების ტესტებში. კაარგი, დავუშვათ, საშუალო სულელმა მომხმარებელმა ეს ვერ შეამჩნია, მაგრამ რას მეტყვი დანარჩენ ლაბორატორიებსა და თვითონ ანტივირუსული გადაწყვეტების მწარმოებელ კომპანიებზე?! შენი მარკეტინგით, რა ვადა დასჭირდებათ მათ ამ ტესტების ფალსიფიკაციად და მოსყიდულად გამოსაცხადებლად?! ან თუ ამ "მარკეტინგთან" გვაქვს საქმე, რატომ გახდნენ პარტნიორები AV-Comparatives და Anti-Malware-Test პარტნიორები, როცა Anti-Malware-Test-ის მფლობელს პირადი მიზეზები აქვს, სძულდეს ESET?! "უფასო ყველის" პრინციპს რაც შეეხება - ლინუქსი და ზოგადად OpenSource იმ ხალხის წამოყენებულია ფეხზე, რომლებიც შაბათ-კვირას დასასვენებლად და თავის შესაქცევად ლინუქსის ბირთვს წერდნენ! ასე რომ, არსებობს ხალხი, ვისთვისაც ვირუსების შეგროვება და ანტივირუსების ტესტვა ისეთივე ჰობია, როგორც მონეტების შეგროვება, WoW-ის თამაში ან კიდევ ბუნებაში დასვენება. რაც შეეხება სხვა ანტივირუსული ლაბორატორიების შედეგებს, მათ იმიტომ არ ვდებ აქ, რომ AV-Comparatives ერთადერთი რესურსია, რომელიც თანხას არ ითხოვს შედეგებთან მისაწვდომად! თუ უკვე ამ წინადადებას კითხულობ, შეჩერდი! ეს პოსტის დასასრულია, მაგრამ სანამ პასუხს გამცემდე, კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხე, რაც დავწერე, რომ ერთი და იგივე საკითხი ორჯერ და სამჯერ არ დაატრიალო. --- რაც შეეხება შენს დავორნვას, მიკეროებულობაში რომ არ ჩამომერთვას, მეორე მოდერთან ერთად განვიხილავ და მერე ვიმოქმედებთ .. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 11:02 AM |