![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
რა უცებ გავიდა ზაფხული :–) აგერ მაისის ტესტების შედეგები.
ამჯერად მხოლოდ pdf რეპორტია მისაწვდომი, შეგიძლიათ აქიდან ჩამოტვირთოთ. პირადი მოსაზრებით, უფრო და უფრო მაკვირვებს შედეგები (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) კასპერას და ნოდს შორის (ვიცი, ეს გაინტერესებთ :-)) დისტანცია ოდნავ გაიზარდა, 1,4% დეფაულტ პარამეტრებით და 1% უმაღლესი პარამეტრებით, ნოდმა 93.0% და 96.6% დაიჭირა შესაბამისად ჩვეულებრივი და უმკაცრესი პარამეტრებით, კასპერასი თვითონ გამოთვალეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) საგულისხმოა - კასპერას აშკარად მეტი False Alarm ჰქონდა (ნუ, მეტ Detection Rate-ს მოჰყვება ეგ, როგორც წესი). საერთო ჯამში, იკვეთება Avira (განმაცვიფრებელი შედეგია, უმაღლესი პარამეტრებით მხოლოდ 0.4% გამოტოვა!!), G Data-ს AntivirusKit (არც გამიგია (IMG:style_emoticons/default/huh.gif) ), ავირას შედეგებს "ეთამაშება", 0.1%-ით ჩამორჩება მხოლოდ უმკაცრეს პარამეტრებში, default-ში უსწრებს კიდეც ნახევარი პროცენტით. Avast, AVG, Norton, TrustPort AV - აი, ყველა დანარჩენი Avira-ს და Kaspersky-ს შორის. დანარჩენი რეპორტში ნახეთ :-) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Sep 16 2008, 09:17 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
Gi0rgius
თემას გადავუხვევ მე ცოტათი, გავა-ოფტოპიკებ, წესების დაცვით რომ ვთქვათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რამდენიმე თვის წინ, გეხსომება ალბათ, საუბარი იყო ჩემთვის (და დომენისთვის) ადმინის სტატუსის მინიჭებაზე. ისიც გეხსომება, რა ვთქვი მაგაზე: "სადა მამაი გრიგოლ არს, მუნ მე ვერ ვიკადრო სიტყუად"-მეთქი. მაშინ მგონი ყველა მიმიხვდით ვისზეც დავწერე და რატომაც. ჰოდა ისიც გემახსოვრება, საიდანაცაა ეგ ციტატა და როდისაც გაჟღერდა: ჯავახეთის კრებაზე, სადაც არსენის კათალიკოსად კურთხევის საკითხი წყდებოდა, მივიდა გრიგოლ ხანძთელიც. გრიგოლის ერთ-ერთმა მოწაფემ თქვა იმ კრებაზე ეგ სიტყვები სწორედ. თუ არ გახსოვს ეგ მომენტი კარგად, გადახედე, უკეთ გაიგებ რატომ დავწერე ეს. მორჩა, აქ მთავრდება ჩემი ოპტოპიკური პოსტი. თუ მიმიხვდები, რატომ დავწერე, ხომ კარგი, თუ არადა - არ მკითხო (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 02:45 AM |