![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის... ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით! აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს... ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )! P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია! P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება" -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Giena
წინა ზაფხულს ვაპირებდი ზუსტად ეგეთ რაღაცას :-) ის კი არა, თითქმის ყველა კატეგორიაში პირველი სამი პროგრამი სიები შევადგინე, რამდენიმე ეგეთი საიტიდან (სხვათა შორის, იდეის სულისჩამდგმელი ზუსტად იგივე საიტი იყო, რაც შენთან :-))ამოვიწერე განხილვები, ჩემი შთაბეჭდილებები წავამატე, ბოლო ვერსიები ვიშოვე თავის კრეკებთან ერთად (ზოგიერთი უკრეკოდ :-)), დავალაგე და ჯაჯას თანხმობაღა მინდოდა, რომ სერვერზე განგვეთავსებინა, მაგრამ ისევ ეს მოუცლელობა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა "დიდი გეგმები" მქონდა, ვარეზში მხოლოდ ამ რჩეულ პროგრამებს განვაახლებდით, ახალს და უკეთესს წამოვწევდით წინ და მომხმარებელი ნიუსერის ხელში მოხვედრილ ნებისმიერი ჯურის და დანიშნულების პროგრამას უაზროდ აღარ გადმოწერდა, რაღაც აზრი მიეცემოდა მთელ ამ ქაოსს .. ყველაზე სატირული ამ ამბავში კი ისაა, რომ მთელი ეს კოლექცია (1.1 GB - ზომა დამამახსოვრდა, დიდ, უსარგებლო ფაილებს ვიშორებდი :-)) ზუსტად სამი დღის წინ წავშალე, არაფერში მადგება-მეთქი! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (ახლა ვცდი აღდგენას, თუმცა მეეჭვება დარჩენილი იყოს, იმის მერე ის Partition რამდენჯერმე ბოლომდე გაივსო და კიდევ რაღაცები წავშალე) მოკლედ, ასეთ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმი აქვს და უცებ იცის მოყირჭება, პირველი ორი კატეგორიის მერე სუფთა რუტინაა. ასე რომ, გართობა გამორიცხეთ, რამე სხვა მიზნისთვის უნდა ვიმუშავოთ. (თუნდაც იგივე Compinfo PC მახსენდება, ნელ-ნელა ვხვდები, სხვანაირად არ გამოვა) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 08:06 PM |