![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის... ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით! აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს... ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )! P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია! P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება" -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
Power_VANO
ციტატა ანუ სტატიებიც და ტესტირებებიც მიდის შესაბამის განყოფილებებში. შედეგად, სიტყვაზე, ბლოკერების განხილვა წავა "პროგრამებში". შენ ვერ გამიგე მგონი, იქ საიტზე ნახე ცხრილი? ანუ აქ ცალკეული პროგრამების განხილვა კი არ აიქნება, არამედ უკვე შეჯამებული პლიუსები და მინუსები ყველა პროგრამის ერთად, უბრალოდ ცხრილი იქნება, მაგრამ ჩვენ თავზე გამოცდილი და არა სხვა საიტიდან გადმოღებული (გადმოკოპირებული) ინფორმაცია. Gi0rgius ციტატა მე პას,სხვებზე გაერთეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) რატო კაცო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) აქტიური მომხმარებელი ფორმუზე ნამეტანი ცოტა ვართ 5-10 (მაქსიმუმ) ასე რომ თუ ათამდე გვინდა მივაღწიოთ თვითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწევს ერთ საკითხზე 1-2 პროგრამის მინუსების და პლიუსების დადგენა, შემდეგ ამ მინუსებს და პლიუსებს საერთო ჯამში შევადარებთ და გამოგვივა მშვენიერი ცხრილი... ციტატა რაც შეეხება პოპაპების ბლოკირებას შემიძლია http://www.admuncher.com/ ეს გირჩიო ჩემი მეგობარია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ციტატა სამწუხაროდ ფასიანია ფასს მნიშვნელობა არ აქვს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) domen ციტატა მოკლედ, ასეთ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმი აქვს და უცებ იცის მოყირჭება, პირველი ორი კატეგორიის მერე სუფთა რუტინაა. ასე რომ, გართობა გამორიცხეთ, რამე სხვა მიზნისთვის უნდა ვიმუშავოთ. იმიტომაც, გამიჩნდა აზრი, რომ თითო თითო პროგრამა გაგვეკეთებინა თითოეულ ჩვენთაგანს, ერთი პროგრამა არც ისე ბევრია, რომ ენთუზიაზმი ჩაქრეს, აი როცა ბევრს ეჭიდები ერთად უკვე ნელნელა ეცემა ეს ენთუზმიაზმი რაშიც 100% გეთანხმები... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 09:45 PM |