![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის... ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით! აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს... ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )! P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია! P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება" -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ტექსტური რეკლამების მბლოკავი (დანამატი "ად ბლოკერ პლიუსისთვის" - დანამატის დანამატი:-) - ნახვამდის გუგლის მომაბეზრებელო და საშიშო(!) [1] [2] ტექსტურო რეკლამავ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ადბლოქერ პლიუსის ფილტრების ამტვირთავი - დაგეხმარებათ შეინახოთ ადბლოქერის კონფიგურაციები შორეულ FTP (HTTP, HTTPS) სერვერზე. გამოსადეგია თუ მბლოკავის გარკვეული დრო გამოყენების შემდეგ ხელით შედგენილი ფილტრების სარეზერვოდ შენახვას მოისურვებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) 1000+ საკუთარი წკაპებით დაბლოკილი რეკლამის შემდეგ მოისურვებ რეზერვის გაკეთებას (IMG:style_emoticons/default/wink.gif) პრინციპში შეგვიძლია ერთმანეთსაც გავუზიაროდ შემდეგ ეს ფილტრები (ელემენტარული ტექსტური ფაილებია), ვთქვათ დავარქვათ "კომპინფოს ფილტრი" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია რომ ადბლოქ პლიუსის საკუთარი ფილტრები ფარავენ მხოლოდ ამერიკულ საიტებს და ევროპული საიტების ნაწილს, ქართული საიტების "წმენდაში" ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ! ექსკლუზიურად გუგლის რეკლამის დაბლოკვა CustomizeGoogle-საც შესწევს! მოსახერხებელი დანამატია, უნდა ავღნიშნო! ----------------------------------------------------------------------- Adblock (არ აგერიოთ ზემოთხსენებულ Adblock Plus-თან!) რომელიც 2007 წლის დეკემბრიდან არ განახლებულა და Adblock Filterset.G Updater გამიზნულად არ ვახსენე. უკანასკნელთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ ამ პოსტს ად ბლოქ პლიუსის ხ.დ.კ. განყოფილებაში! ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მხოლოდ გამოცდილი მომხმარებლების საყურადღებოდ! დაგაინტერესებთ Adblock Plus Watcher. აღწერას გაეცნობით შესაბამის გვერდზე. რადგან დანამატი ექსპერიმენტალურია, ჩამოსატვირთათ საჭოროა მოზილას საიტზე რეგისტრაცია! ფაიერფოქსის მომხმარებლებო გაერთიანდით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) აბა ოპერასა და IE-ს ფანები რას დაგვიპირისპირებთ? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 04:57 PM |