მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> იდეა!, პატარა თავი და დიდი თვალები :-)
Giena
პოსტი Sep 28 2008, 07:15 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის...

ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით!

აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს...

ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )!


P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია!

P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება"


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Giena
პოსტი Sep 30 2008, 11:50 PM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



აბა მოვიდა პირველი პროგრამა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ჩათვალეთ, რომ აქ ჩემთვის ვლაპარაკობდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რაღაცეები ჩასასწორებელი იქნება და საბოლოო ანგარიში როდესაც შედგება ეს ყველაფერი კატეგორიებათ გახდება დასაყოფი რაშიც თქვენი დახმარება დამჭირდება აუცილებლად!

Super Ad Blocker 4.5
დადებითი:
ინტერნეტ ექსპლორერში კონტექსტური მენიუ-ს დამატება, მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი ინტერფეისი, ცხელი კლავიშების არსებობა (თუმცა გაუგებარია რა ცხელი კლავიშები აქვს, რადგან არ აქვს მენიუ სადაც შესაძლებელია ან მათი ნახვა ან რედაქტირება), ინტერნეტ ექსპლორერში თულბარის დამატება (თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით ეს დადებითი აშკარად არ არის!) პოპაპების მბლოკავი, ბლოკავს ფლეშ რეკლამებს, შეუძლია მფრინავი რეკლამების ბლოკვა (მეტი არაა ჩემი მტერი :-) , ბლოკავს მესენჯერის რეკლამებს, ბლოკავს საიტზე არსებულ შეტყობინების ფანჯრებს, გააჩნია შავი და თეთრი სია, აქვს ქუქისების, ბმულების ისტორიის, მოხმარებული ვებგვერდების ისტორიების, დროებითი ფაილების, ხშირად გახსნილი დოკუმენტების, RUN-ის ისტორიის, ძებნის ისტორიის და სანაგვე ყუთის წაშლის შესაძლებლობა, აგრეთვე აქვს შესაძლებლობა მონიშნული პუნქტები წაიშალოს ბროუზერის დახურვის დროს და მონიშნული პუნქტების წაშლა გვერდის შეცვლის (სხვა გვერდზე გადასვლის) დროს. საინტერესო ფაქტია ქუქისების არჩევის შესაძლებლობა ანუ რომელი გვინდა წავშალოთ და რომელი არა ძალიან კარგი ფუნქციაა მე თუ მკითხავთ! გვაძლევს შეტყობინებებს როდესაც დაბლოკავს რეკლამას (მაუსის კურსორის შეცვლა, შეტყობინების ფანჯრის ამოგდება, და ხმიანი შეტყობინება რეკლამის დაბლოკვის შემთხვევაში ამ პუნქტში შესაძლებელია სხვადასხვა ხმების არჩევა!) ასევე აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა (რომ არ შეიცვალოს) და ორი ქვეპუნქტი 1. შეტყობინების გამოტანა თუ შეიცვალა მთავარი გვერდი და 2. დაცვა შეცვლისგან, ანუ ვერაფრით შევცვლით მთავარ გვერდს! შესაძლებელია შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაშივე არსებულ ველში ჩავწერთ ახალ მთავარ გვერდს! აქვს შესაძლებლობა დაბლოკილი რეკლამების და „შპიონების/აგენტების“ ჩანაწერების კეთების, ასევე სტატისტიკის მენიუ სადაც შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენი ბანერი, რეკლამა, ფლეშ ბანერი თუ „აგენტი“ დაიბლოკა! აქვს დახმარების და მხარდაჭერის გვერდი და ბოლოს ავტომატური განახლებების შემოწმება და კომპიუტერის სკანირება აგენტურ და სარეკლამო მოდულებზე.

უარყოფითი:
არ აქვს პაროლის დადების შესაძლებლობა, არ აქვს საშუალება დაბლოკოს ცუდი სიტყვები, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!) საკმაოდ მწირი მენიუ აქვს (მაგრამ გასაგები ნამდვილად)


ეხლა ტესტები:
გავატარე ტესტები დაახლოვებით 100-მდე საიტზე სადაც რეკლამები და პოპუპები აშკარად მეგულებოდა, აქედან სადღაც 80% რეალურად დაბლოკა! დანარჩენში ჩაისვარა, გაიარა ყველა ტესტი საიტზე: http://www.popuptest.com (ისე სხვათაშორის ქართული ანალოგის გაკეთება არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს ძალიან მარტივი საქმეა ვისაც ჯავა სკრიპტი ესმის).

საბოლოო დასკვნა:
საკმაოდ ძლიერი პროგრამაა ერთი, ორი, სამი მინუსის გამოკლებით ჩემი შეფასება 10-დან 8 (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Giena   იდეა!   Sep 28 2008, 07:15 AM
- - Power_VANO   კარგი იდეაა, თან გა...   Sep 28 2008, 08:23 AM
- - domen   Giena წინა ზაფხულს ვაპ...   Sep 28 2008, 09:37 AM
- - Giena   Power_VANO ციტატაანუ სტა...   Sep 28 2008, 09:58 AM
- - otosaxela   Giena მშვენიერი იდეაა ...   Sep 28 2008, 11:43 AM
- - Giena   otosaxela ციტატა და ერთი ...   Sep 28 2008, 11:45 AM
- - otosaxela   Giena ისე ანტირუსებზე ...   Sep 28 2008, 11:52 AM
- - Power_VANO   otosaxela ციტატაისე ანტი...   Sep 28 2008, 12:05 PM
- - Giena   Gi0rgius ციტატამე არ ანტ...   Sep 28 2008, 12:09 PM
- - otosaxela   Gi0rgius ციტატამე არ ანტ...   Sep 28 2008, 12:10 PM
- - Giena   მე მგონი ვერავინ ვ...   Sep 28 2008, 12:34 PM
- - Giena   Gi0rgius ნუ ხარ შენ პროვ...   Sep 28 2008, 12:38 PM
- - domen   Giena ოფდება უკვე თემა...   Sep 28 2008, 12:50 PM
- - otosaxela   Giena მეც თუ მოვახერხე...   Sep 28 2008, 12:53 PM
- - gearge   წინა ზაფხულის მსგა...   Sep 28 2008, 02:38 PM
- - Giena   დღეს სასწაულად მეძ...   Sep 28 2008, 05:52 PM
- - domen   Giena მაგნიტური დღეა, ...   Sep 28 2008, 06:05 PM
- - Frrrredo   ფლეშ ბლოკერი ად ბლ...   Sep 29 2008, 08:23 AM
- - gearge   ტექსტური რეკლამებ...   Sep 29 2008, 09:05 AM
- - Power_VANO   Gi0rgius ციტატაერთს ვიტ...   Sep 29 2008, 01:58 PM
- - Giena   აბა მოვიდა პირველი...   Sep 30 2008, 11:50 PM
- - Giena   მეორე პროგრამა: AdsGone...   Oct 1 2008, 12:47 AM
- - domen   Giena Super Ad Blocker Adsgone როგორც...   Oct 1 2008, 02:02 PM
- - gearge   Giena და ყველა სამუშა...   Oct 1 2008, 09:21 PM
- - otosaxela   Giena მაგრა გიწერია dome...   Oct 3 2008, 06:31 PM
- - gearge   otosaxela კონფიგთან პრობ...   Oct 3 2008, 08:49 PM
- - otosaxela   gearge კარგი რამეა ვიკ...   Oct 4 2008, 06:33 PM
- - gearge   otosaxela ძალიან კარგი, ე...   Oct 4 2008, 07:00 PM
- - otosaxela   gearge მაგ ეს: http://www.compinfo.ge/~p...   Oct 4 2008, 08:18 PM
- - otosaxela   http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/...   Oct 9 2008, 01:29 PM
- - gearge   otosaxel დიდი მადლობა აქ...   Oct 26 2008, 05:46 PM
- - Giga1   RE: იდეა!   May 24 2009, 05:27 PM
- - Bekward   კომპინფოს ფორუმზე ...   Jun 10 2009, 12:51 PM
- - domen   Bekward კი, სათქმელად მ...   Jun 10 2009, 01:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 12:46 PM