|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Sep 28 2008, 07:15 AM
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის... ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით! აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს... ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )! P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია! P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება" -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
|
![]() |
Oct 1 2008, 09:21 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
Giena და ყველა
სამუშაო სივრცე: განხილვა:საუკეთესო 10 კატეგორიზაცია შორსაა სრულყოფილისგან და ყველა ვიზრუნებთ გაუმჯობესებაზე, მაგრამ არსებულიდან გამომდინარე რეკლამების მბლოკავები ჯდება კატეგორიაში: ინტერნეტი > სხვადასხვა (ინტერნეტი) > ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი. დმენის მიერ ვიკიზე გადატანილი პოსტები შესაბამისად დალინკულია საუკეთესო პროგრამები - კომპინფოს ვერსია - სხვადასხვა (ინტერნეტი) გვერდზე! ვიკიზე ყოველი ახალი რეკლამის მბლოკავის (ან ნებისმიერი სხვა პროგრამის!) განხილვის განსათავსებლად გთხოვთ გახსნათ ახალი გვერდი სათაურით "განხილვა:პროგრამისახელი" (ვერსიის ან სხვა დამატებითი ინფოს გარეშე). ვიკიზე ახალი გვერდის შექმნის ყველაზე მარტივი და სწორი(!) გზაა ჩაწეროთ სასურველი სათაური (ჩვენს შემთხვევაში განხილვა:რამეპროგრამისახელი) ძებნაში. თუ ძებნამ ვერ იპოვა ასეთი სათაურის გვერდი, ის შემოგთავაზებთ შექმნათ ეს გვერდი. ასეც მოიქეცით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . განხილვის განთავსების შემდეგ გთხოვთ მასზე ლინკი განათავსთ შესაბამის შესაბამის ქვეკატეგორიაში (ახალი რეკლამების მბლოკავებისთვის ეს არის "სხვადასხვა (ინტერნეტი)"), ფორმატით [[განხილვისათაური]] . ამ გზით ავტომატურად იქმნება ვიკის შიგნითა ბმული მოგვიანებით შემოგთავაზებთ მეტ ინფორმაციას ვიკიზე ტექსტის განთავსება/რედაქტირების შესახებ! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
|
Giena იდეა! Sep 28 2008, 07:15 AM
Power_VANO კარგი იდეაა, თან გა... Sep 28 2008, 08:23 AM
domen Giena
წინა ზაფხულს ვაპ... Sep 28 2008, 09:37 AM
Giena Power_VANO
ციტატაანუ სტა... Sep 28 2008, 09:58 AM
otosaxela Giena
მშვენიერი იდეაა ... Sep 28 2008, 11:43 AM
Giena otosaxela
ციტატა და ერთი ... Sep 28 2008, 11:45 AM
otosaxela Giena
ისე ანტირუსებზე ... Sep 28 2008, 11:52 AM
Power_VANO otosaxela
ციტატაისე ანტი... Sep 28 2008, 12:05 PM
Giena Gi0rgius
ციტატამე არ ანტ... Sep 28 2008, 12:09 PM
otosaxela Gi0rgius
ციტატამე არ ანტ... Sep 28 2008, 12:10 PM
Giena მე მგონი ვერავინ ვ... Sep 28 2008, 12:34 PM
Giena Gi0rgius
ნუ ხარ შენ პროვ... Sep 28 2008, 12:38 PM
domen Giena
ოფდება უკვე თემა... Sep 28 2008, 12:50 PM
otosaxela Giena
მეც თუ მოვახერხე... Sep 28 2008, 12:53 PM
gearge წინა ზაფხულის მსგა... Sep 28 2008, 02:38 PM
Giena დღეს სასწაულად მეძ... Sep 28 2008, 05:52 PM
domen Giena
მაგნიტური დღეა, ... Sep 28 2008, 06:05 PM
Frrrredo ფლეშ ბლოკერი
ად ბლ... Sep 29 2008, 08:23 AM
gearge ტექსტური რეკლამებ... Sep 29 2008, 09:05 AM
Power_VANO Gi0rgius
ციტატაერთს ვიტ... Sep 29 2008, 01:58 PM
Giena აბა მოვიდა პირველი... Sep 30 2008, 11:50 PM
Giena მეორე პროგრამა:
AdsGone... Oct 1 2008, 12:47 AM
domen Giena
Super Ad Blocker
Adsgone
როგორც... Oct 1 2008, 02:02 PM
otosaxela Giena
მაგრა გიწერია
dome... Oct 3 2008, 06:31 PM
gearge otosaxela
კონფიგთან პრობ... Oct 3 2008, 08:49 PM
otosaxela gearge
კარგი რამეა ვიკ... Oct 4 2008, 06:33 PM
gearge otosaxela
ძალიან კარგი, ე... Oct 4 2008, 07:00 PM
otosaxela gearge
მაგ ეს:
http://www.compinfo.ge/~p... Oct 4 2008, 08:18 PM
otosaxela http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/... Oct 9 2008, 01:29 PM
gearge otosaxel
დიდი მადლობა აქ... Oct 26 2008, 05:46 PM
Giga1 RE: იდეა! May 24 2009, 05:27 PM
Bekward კომპინფოს ფორუმზე ... Jun 10 2009, 12:51 PM
domen Bekward
კი, სათქმელად მ... Jun 10 2009, 01:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 11:01 AM |