![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 40 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 2.772 ![]() |
გამარჯობათ.
მინდა რომ სამსახურის კომპ-იდან სახლში რაღაცეები გადმოვწერო და და იქნებ ამიხსნათ რა და როგორ გავაკეთო. პ.ს. FileZilla გადმოვწერე, მაგრამ რაღაც არ გამომივიდა და იქნებ დაწვრილებით დაწეროთ ვინმემ თუ არ დაგეზარებათ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ესე იგი.
პირველ რიგში გვჭირდება პროგრამა Golden FTP Server Free (Pro-ს მეტი ფუნქციები აქვს, მაგრამ გატეხილ ვერსიებს აქ არ განვიხილავთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), ბოლო ვერსიას ვიწერთ აქიდან, ზოგადად ჩამოტვირთვის გვერდი შეგიძლიათ აქ იხილოთ. პროგრამის ინსტალაცია უმარტივესია და სულ რამოდენიმე სტანდარტული ფანჯრისგან შედგება, თვითონაც გაართმევთ თავს, ერთადერთი მცირე უსიამოვნებაა ის, რომ პროგრამა ავტომატურად ამატებს თავს სტარტაპისას გაშვებული პროგრამების სიაში, ამას თვითონ პროგრამის პარამეტრებიდან მოევლება. ინსტალაციის დასრულების შემდეგ გაუშვით პროგრამა. ტრეიში (საათის გვერდით, ანუ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) ჩაჯდება ყვითელი ხატულა და შეტყობინება გამცნობთ, რომ პროგრამა ამუშავდა. ორჯერ მიაკლიკეთ ხატულას და დაინახავთ მთავარ ფანჯარას. პირველ რიგში მივდივართ Options ტაბში (ანუ ვაჭერთ Options ღილაკს მარცხენა სვეტში) და ვთიშავთ Run at Windows startup (შეგიძლიათ დატოვოთ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი სერვერი სულ ჩართული იქნება და რესურსებსაც მეტს მოიხმარს). მიაჭირეთ OK-ს და ისევ ორჯერ მიაკლიკეთ ხატულას. გამოსულ ფანჯარაში მონახეთ ღილაკი Add (ერთადერთი გააქტიურებული ღილაკია). გამოვა ფანჯარა, რომელიც მოგცემთ ახალია საქაღალდის დამატების საშუალებას, აირჩიეთ საქაღალდე და დაარქვით სახელი. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ ჩეკბოქსი "Enable full control", თუკი გსურთ, რომ სხვებს ამ საქაღალდეში ფაილების ატვირთვაც შეეძლოთ. როგორც კი OK-ს მიაჭერთ, პროგრამა შექმნის ამ საქაღალდეს და მოგცემთ მისამართს, რომლითაც შესაძლებელია დაუკავშირდეთ მითითებულ საქაღალდეს. დააკოპირეთ ეს მისამართი მეორე კომპის Windows Explorer-ის მისამართის ველში და მიაჭირეთ Enter-ს - Voilà! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე შეგიძლიათ იმუშავოთ ნებისმიერი FTP კლიენტით (მაგალითად, FileZilla :-)), თუ Windows Explorer-ში ჩაშენებული FTP ფუნქციონალობა მწირად მოგეჩვენათ .. კითხვები მიიღება :-) P.S. თუ LAN მოდემის გავლით გადიხართ ინტერნეტში, ასევე მოგიწევთ გადაიკითხოთ სტატია ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე და დაამისამართოთ 21-ე პორტი. ეს ყველა კომპისთვის სხვადასხვაა, ასე რომ, თვითონ უნდა გაერკვეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th July 2025 - 02:26 PM |