მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> studforum.ge, განხილვა
Gi0rgi
პოსტი Feb 1 2009, 01:05 PM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 39
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 6.231



ე.ი.


დავიწყებ იმით რომ გაკეთდა ახალი (ძაანაც ახალიც აღარაა) სტუდენტური ფორუმი, რომლის მიზანიცაა ყველა უნივერსიტეტების ხალხი ერთად მოაგროვოს და ერთ საერთო ფორუმის ქვეშ გააერთიანოს...



მე მაბარია ტექნიკური მხარე რომელსაც ასე თუ ისე ვართმევ თავს მარა დიზაინერულ მხარეს ვერ ვუშველეთ..


ამიტომაც ვეძებ ადამიანს რომელმაც კარგად იცის web დიზაინის გაკეთება და + მარტო ეს საკმარისი არაა რადგანაც საბოლოოდ IPB ს კოდირებაც უნდა იცოდეს ცოტა რომ ეს ყველაფერი ფორუმს მოარგოს..

იდეა გვაქვს...ანუ დაახლოებით ჩამოყალიბებული გვაქვს როგორი გვინდა მაგრამ იდეასაც შემსრულებელი ჭირდებაო ნათქვამია და თქვენ მოგაკითხეთ თქვენ უფრო გეცოდინებათ ეს ყველაფერი...

ფორუმის ვერსიაა 2.3.3.


მსურველებმა ან აქვე გამომახმაურეთ ამ თემაში ან PM ანდა skype ID: giorgi_bitsadze ანდა www.studforu.ge ზე
მიპოვით ყოველთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნიკი: CrAzY_BiTsA


რა თქმა უნდა უფასოდ არაფრის გაკეთებას არ გთხოვთ ... ძაან ბევრს ვერა რა თქმა უნდა 17 წლის ადამიანს მაგდენი სად შემიძლია მაგრამ ნაწყენს არ დაგტოვებთ თუ ვინმე ამ საქმეს ითავებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



მოკლედ, ფულის საკითზე მერე შევთანხმდებით ....


ველოდები თქვენს გამოხმაურებაასსს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


compinfo.ge ს დიდი ფანი და მოკვდავი იუზერი Gi0rgi ... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

გმადლობთ წინასწარ....

სიყვარულით, თქვენი ME (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Feb 1 2009, 01:47 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Gi0rgi
მეეჭვება ამ ფორუმზე ვინმე "დიზაინერი" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ნამდვილ დიზაინერს არ ეძებ, უბრალოდ "სკინერი" გჭირდება) იპოვო, ამ მიმართულებით არავინ გვყავს (ნუ, student777-ს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ კარგა ხანია აღარ შემოსულა და რასაც თქვენ ახლა აპირებთ, იმას უკვე აწყობილ-დაქოქილი აქვს ეგეთი), შენი კრიტერიუმებით ეგეთი ვინმე forum.ge-ზე, WWW-ში უნდა ეძებო, ერთს მე გირჩევ - Landish-ს დაუკავშირდი, არ ვიცი, კიდევ აწყობს თუ არა ფორუმებს, მაგრამ ადრე აწყობდა და კარგადაც :-)

ამ წინადადების იქით უკვე ვაოფებ, მაგრამ თავს იმით გავიმართლებ, რომ ზოგადად ამ საკითხებზე ცალკე თემის გახსნა მეზარება და დროც არ მაქვს დიდი (და ერთ ოფი მეპატიება, ბოლო-ბოლო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ).

ერთი გარეშე კითხვა მაქვს - რამ გაფიქრებინათ, რომ ეგეთ ფორუმს გაქაჩავთ? აი, მე ვარ სტუდენტი, რა მინდა თქვენს ფორუმზე? რამე განსაკუთრებულს შემომთავაზებთ? რატომ არ უნდა წავიდე იგივე forum.tsu.ge-ზე, უკევ კარგად აწყობილ გარემოში, სადაც ტექნიკური პრობლემები გარანტირებულად არ მექნება და სადაც უკვე ძალიან ბევრი ხალხია? ან იქნებ უკვე იქ ვარ კიდეც, რატომ უნდა წამოვიდე თქვენთან?

ან კიდევ უკეთესი - რითი აპირებთ ამდენი სტუდენტის ერთ ადგილას მოგროვებას და გაჩერებას? აგერ forum.tsu.ge-ელები ჩემპიონატებს და წვეულებებს ატარებენ უკვე, თქვენ კი ახლა გინდათ დაწყება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე დომენს და ნორმალურ ჰოსტინგს უფასოდ არავინ იძლევა, იმ ფულის ამოგებას როგორ აპირებთ?

მე პირადად ვეხმარებოდი ერთ-ერთ ასეთ წამოწყებას ასე წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე თვე იარსება სულ. მშვენიერ დიზაინი იყო, კარგი ძრავა, ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა თითქმის. ოფიციალური ფორუმიც (forum.tsu.ge) მაშინ იწყებდა არსებობას, ანუ ორივეს გაქაჩვის შანსები თითქმის თანაბარი იყო. რატომ ჩაიძირა? იმიტომ, რომ ოფიციალური ფორუმის გამკეთებლებს არ ჰქონდათ სადარდებელი ჰოსტინგის და დომენის ფული (ოფიციალურ ქვედომენზე და სერვერზე იჯდნენ), ყველა კორპუსში გამოიკრა რეკლამები, რესურს-ცენტრებში დესკტოპებზე Wallpaper-ად ოფიციალური ფორუმის მისამართია გაკრული და ხალხიც წავიდა იმ ადგილას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

იმის მერე ასე 4-5 ზუუსტად ანალოგიური პროექტი ვნახე გამოკრული და ყველა ასე 2-3 თვეში ჩაიძირა, აგერ შენ საილუსტრაციოდ Maglivi.ge, პარკირებულია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ან კიდევ Tsuclub.com ნახე და შეადარე ოფიციალურ ფორუმს ..

კარგი, თსუს თავი დავანებოთ (რახან "ყველა სტუდენტის" მოზიდვას აპირებთ) - სტუსაც აქვს ოფიციალური ფორუმი და იქ არ პოსტავს არავინ, არაოფიციალურზე შემსვლელები არიან ეგენი? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ჭავჭავაძეს კიდევ ისეთი შიდა სოციალური ქსელი აქვს, მეეჭვება, სადმე გაიხედონ გარეთ :-) სხვა უნივერსიტეტებში რა ხდება, არ ვიცი, ვვარაუდობ, იმათაც ექნებათ რაიმე თავიანთი ხერხი ონლაინ გართობისთვის ;-)

მოკლედ, ამით ერთის თქმა მინდა, თუ ყველაფერი არ გაქვთ მოფიქრებულ-გააზრებული, უკეთესია უბრალოდ შეეშვათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფული დაგეხარჯებათ, დრო გაგიცდებათ და შედეგი არ იქნება. ნუ, გამოცდილებას მიიღებთ, მაგრამ იგივე გამოცდილების მიღება ბევრად იოლად შეიძლება, სახლის ვებ-სერვერზე IPB-სთან თამაშით :-)

იმედია, ჩემი პოსტი ცოტა რეალურად დაგანახებს ყველაფერს, მაშინ ამის წერაზე გაცდენილ დროს დაკარგულად არ ჩავთვლი :-)

P.S. ცოტა ნაკლები ხაზები გამოტოვე ხოლმე აბზაცებს შორის, უფრო წაკითხვადი იქნება.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th August 2025 - 10:46 AM