![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
აბა ხალხნო როგორც კარიბის მეკობრეების პოსტებიდან გავარკვიე კინო ბევრს გყვარებიათ (ნეტა ვინმეს არ უყვარს?(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ხოდა აი აქ დაპოსტეთ თქვენი საყვარელი ფილმების სახელები და თუ ლინკებსაც მიაყოლებთ ხოლმე მთლად უკეთესი (მარტო იმ შემთხვევაში თუ ცნობილ ქართულ სერვერებზე არ არის) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები როცა 1 ან 2 საათს ვხარჯავ ფილმის ყურებაში და ეს ფილმი აღმოჩნდება ხოლმე სრული სისულელე არადა რეკლამა, პოსტერი და მსახიობების ჩამონათვალი კარგად გამოიყურება ხოლმე მაგრამ ფილმი მაინც ვერ "ქაჩავს" ამიტომ თუ ერთმანეთს რჩევებს მივცემთ რის ყურებაზე არ დავხარჯოთ დრო და რა ფილმია მართლა ღირებული ძაან კარგი იქნება. მოდი დავიწყებ... მე პირადად არ გირჩევდით "Good night and Good luck"-ის ნახვას მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ კლუნის ფილმი და ჯორჯ კლუნი მონაწილეობს და თან ეს ფილმი ოსკარებზეც იყო წარდგენილი და დიდი აურზაურიც გამოიწვია, ჩემი აზრით დიდ არაფერი ფილმი არ არის და ჩემსავით ნუ შეცდებით და 2 საათს ნუ გადაყრით წყალში! ეხლა რაც შეეხება კარგ ფილმს! საერთოდ "კარგი ფილმი" ძალიან ზოგადი ცნებაა ზოგისთვის "ვარსკვლავური ომებია" კარგი ფილმი, ზოგისთვის "ხელოვნური ინტელექტი", ზოგისთვის "იქსმენი", ზოგისთვის ნებისმიერი ეროტიკა ( ვაი მაგათ პატრონს(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგისთვისაც "პიანისტი"! კი ბატონო გასაგებია რო გემოვნებაზე არ დაობენო ( არადა ყველაზე მეტს მაგაზე დაობენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობენ კინოს სპეციალისტები რომელთა აზრსაჩ წესით ნორმალურმა კინომანმა ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემთვის პირადად ფილმის სიკარგისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენარს ანუ სიუჟეტის განვითარებას და შინაარსს. "კარგი ფილმი" ჩემთვის არის ისეთი ფილმი რომლიც რაღაც აზრს ატარებს, რაღაც საინტერესო შინაარსი აქვს და რაღაცაზე მიუთითებს. ასეთ ფილმები ბევრი მაგრამ დასაწყისისთვის მარტო ერთი ორს ჩამოვთვლი: "Pianist", "Ben Hur", "crash", "The Kid" -(ჩაპლინის),..... აბა ეხლა თქვენი ჯერია დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ფილმებზე და რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
რაც ნანახი მაქვს, იმაზე გავაკეთებ კომენტარებს:
Eternal Sunshine of the Spotless Mind იშვიათია ჰოლივუდში ასეთი ფილმები, ჩანს რომ ხელოვნება ჯერ კიდევ არ მომკვდარა და თანამედროვე მსახიობებიც ძლიერები არიან The curious case of Benjamin Button ცუდია ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთხელ უყურებ და ვსიო.. A beautiful mind მომეწონა ეგ ფილმი, 1 თვის წინ ვნახე დაახლოებით, კარგი ნამუშევარია, თუმცა თავისი ბიოგრაფიული ხასიათიდან გამომდინარე, შედევრი ვერაა The Dark Knight-ჯოკერი მართლა განუმეორებელია...ფილმის კი მართლა რა მოგახსენოთ, ხო ერთი მომენტი მომეწონა კიდევ მაგ ფილმიდან, ბოლოსკენ, პატიმარი რომ გადააგდებს წყალში ნაღმის პულტს...ამას ვერ ჩავვლი "ყურით მოთრეულად" ქინ-ძა-ძა ვერ დავამუღამე რაღაც Pearl Harbor- მართლა კარგი ფილმია-შესანიშნავი მსახიობები, შესრულება, სასიყვარულო სამკუთხედი.. მაგრამ მაინც პროპაგანდისტულია: ამერიკელები თითქოს თავს იმართლებენ კიდევ ატომური ბომბის გამო (თუმცა მაგ ფილმში ეგ ბომბი არ ფიგურირებს, მარტო "ნემსის ჩხვლეტებია შიგ გულში") მეც ვერ ვიტყვი რომ ერთი ფილმი მომწონს, ბევრი მომწონს: (უცხოური) One Flew Over The Cuckoo`s Nest -ინგლისურიცაა და რუსულიც, კენ კიზის ეგ რომანიც მომწონს ძალიან Vanilla sky არ ვიცი, უბრალოდ მაგარი ფილმია, მართალია, ერთი კონკრეტული იდეა არ არის გამოხატული, მაგრამ მაინც აზრი დევს რა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) Legends of the fall ლამის ცრემლები წამომივიდა ამ ფილმზე, საუკეთესო დრამაა Knocking on Heaven's Doorეს კი მართლაც უძლიერესი ფილმია- სიციცხლის ბოლო სურვილის შესრულებაზე, კარგი რეჟისურით და ნაკლებადცნობილი, მაგრამ კარგი მსახიობებით, ხო ტილ შვაიგერს თვითონაც გადაუღია ფილმი, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მე მომეწონა: Barfuss მომწონს ასევე კუშტურიცას ყველა ფილმი "Arizona Dream"-ის გარდა, ასევე ტარანტინოს ფილმების უმეტესობა, მარა ორიგინალში მიჭირს ყურება: გინების მეტს ვერაფერს ვარჩევ ხოლმე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გავაგრძელოთ: The legend of 1900 Artificial Inteligence- A.I.- იდეა მომწონს Onegin (Martha Fiennes) რუსულ ონეგინს ბევრად ჯობია, (რუსული და ინგლისური გახმოვანებით და სუბტიტრებით) და არა მარტო იმიტომ რომ ლივ ტაილერის ფანი ვარ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) Meet Joe Black-ენტონი ჰოპკინსი ისედაც ძალიან მომწონს და ამ ფილმის მერე უსაყვარლესი მსახიობი გახდა, ასევე არ გაგეცინოთ და ბრედ პიტიც, რაც არ უნდა თქვა უძლიერესი მსახიობია კიდევ Roman Holiday ბავშვობიდან მიყვარს, მაშინ ხშირად აჩვენებდნენ ძველ ფილმებს, მერე და მერე კი ოდრი ჰეფბერნმაც მომხიბლა ხო კიდევ მატრიცა განსაკუთრებით პირველი ნაწილი -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 01:35 PM |