![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
აბა ხალხნო როგორც კარიბის მეკობრეების პოსტებიდან გავარკვიე კინო ბევრს გყვარებიათ (ნეტა ვინმეს არ უყვარს?(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ხოდა აი აქ დაპოსტეთ თქვენი საყვარელი ფილმების სახელები და თუ ლინკებსაც მიაყოლებთ ხოლმე მთლად უკეთესი (მარტო იმ შემთხვევაში თუ ცნობილ ქართულ სერვერებზე არ არის) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები როცა 1 ან 2 საათს ვხარჯავ ფილმის ყურებაში და ეს ფილმი აღმოჩნდება ხოლმე სრული სისულელე არადა რეკლამა, პოსტერი და მსახიობების ჩამონათვალი კარგად გამოიყურება ხოლმე მაგრამ ფილმი მაინც ვერ "ქაჩავს" ამიტომ თუ ერთმანეთს რჩევებს მივცემთ რის ყურებაზე არ დავხარჯოთ დრო და რა ფილმია მართლა ღირებული ძაან კარგი იქნება. მოდი დავიწყებ... მე პირადად არ გირჩევდით "Good night and Good luck"-ის ნახვას მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ კლუნის ფილმი და ჯორჯ კლუნი მონაწილეობს და თან ეს ფილმი ოსკარებზეც იყო წარდგენილი და დიდი აურზაურიც გამოიწვია, ჩემი აზრით დიდ არაფერი ფილმი არ არის და ჩემსავით ნუ შეცდებით და 2 საათს ნუ გადაყრით წყალში! ეხლა რაც შეეხება კარგ ფილმს! საერთოდ "კარგი ფილმი" ძალიან ზოგადი ცნებაა ზოგისთვის "ვარსკვლავური ომებია" კარგი ფილმი, ზოგისთვის "ხელოვნური ინტელექტი", ზოგისთვის "იქსმენი", ზოგისთვის ნებისმიერი ეროტიკა ( ვაი მაგათ პატრონს(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგისთვისაც "პიანისტი"! კი ბატონო გასაგებია რო გემოვნებაზე არ დაობენო ( არადა ყველაზე მეტს მაგაზე დაობენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობენ კინოს სპეციალისტები რომელთა აზრსაჩ წესით ნორმალურმა კინომანმა ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემთვის პირადად ფილმის სიკარგისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენარს ანუ სიუჟეტის განვითარებას და შინაარსს. "კარგი ფილმი" ჩემთვის არის ისეთი ფილმი რომლიც რაღაც აზრს ატარებს, რაღაც საინტერესო შინაარსი აქვს და რაღაცაზე მიუთითებს. ასეთ ფილმები ბევრი მაგრამ დასაწყისისთვის მარტო ერთი ორს ჩამოვთვლი: "Pianist", "Ben Hur", "crash", "The Kid" -(ჩაპლინის),..... აბა ეხლა თქვენი ჯერია დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ფილმებზე და რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gi0_kiborg
ჯოკერი მართლა განუმეორებელია...ფილმის კი მართლა რა მოგახსენოთ, ხო ერთი მომენტი მომეწონა კიდევ მაგ ფილმიდან, ბოლოსკენ, პატიმარი რომ გადააგდებს წყალში ნაღმის პულტს...ამას ვერ ჩავვლი "ყურით მოთრეულად" აი, ზუსტად ეგ მგონია ერთ-ერთი ყველაზე ყურით მოთრეული (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იმ პატიმრებს რა ვუთხრა, თავის გადარჩენას რომ შესთავაზებენ სხვისი სიკვდილის სანაცვლოდ და დაცვას ზედ რომ არ გადაუვლიან პულტისთვის :-) თან რა ჰოლივუდურია - "მომეცი, თორემ მოგკლავ!", შეშინებული დაცვაც აძლევს (არადა ზუსტად იმისთვის ავარჯიშებენ მაგათ, რომ ეგეთ მომენტებში ფსიქოლოგიური უპირატესობა აიღონ ნებისმიერი გზით - პირველ რიგში ის პატიმარი უნდა მოეკლა) და ის უკანმოუხედავად ისე ისვრის ფანჯარაში, რომ ერთი სიცოცხლისმოყვარე პატიმარიც არ აპროტესტებს - მმ, არ ჟღერს დამაჯერებლად .. :-) ნუ, თავი დავანებოთ ხმის მიცემის სცენებს, უბრალოდ სასაცილოა :-) ძალიან კარგად მოფიქრებული მომენტია ბოლოში - ჰარვი რომ აგდია სახის დასახიჩრებული ნაწილით ზემოთ და რომ მოაბრუნებს ბეტმენი - ტექსტით, რასაკვირველია :-) მომეწონა ეგ ფილმი, 1 თვის წინ ვნახე დაახლოებით, კარგი ნამუშევარია, თუმცა თავისი ბიოგრაფიული ხასიათიდან გამომდინარე, შედევრი ვერაა მაგ კინოს თავიდან უნდა ვუყურო, რა მომეწონა, არ მახსოვს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) Eternal Sunshine of the Spotless Mind იშვიათია ჰოლივუდში ასეთი ფილმები, ჩანს რომ ხელოვნება ჯერ კიდევ არ მომკვდარა და თანამედროვე მსახიობებიც ძლიერები არიან ჰმმ, უნდა ვნახო :-) Pearl Harbor- მართლა კარგი ფილმია-შესანიშნავი მსახიობები, შესრულება, სასიყვარულო სამკუთხედი.. მაგრამ მაინც პროპაგანდისტულია: ამერიკელები თითქოს თავს იმართლებენ კიდევ ატომური ბომბის გამო (თუმცა მაგ ფილმში ეგ ბომბი არ ფიგურირებს, მარტო "ნემსის ჩხვლეტებია შიგ გულში") მეც ზუსტად ეგ შეგრძნება დამრჩა :-) ოღონდ თავს კი არ იმართლებენ, თავისი აზრის გატარებას ცდილობენ აქტიურად :-) ერთი ეგ არ მომწონს მაგ ფილმში .. კიდევ Roman Holiday ბავშვობიდან მიყვარს, მაშინ ხშირად აჩვენებდნენ ძველ ფილმებს, მერე და მერე კი ოდრი ჰეფბერნმაც მომხიბლა მმ! რეკომენდაციას ვუწევ (y) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 1 2009, 08:15 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 01:35 PM |