![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
აბა ხალხნო როგორც კარიბის მეკობრეების პოსტებიდან გავარკვიე კინო ბევრს გყვარებიათ (ნეტა ვინმეს არ უყვარს?(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ხოდა აი აქ დაპოსტეთ თქვენი საყვარელი ფილმების სახელები და თუ ლინკებსაც მიაყოლებთ ხოლმე მთლად უკეთესი (მარტო იმ შემთხვევაში თუ ცნობილ ქართულ სერვერებზე არ არის) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები როცა 1 ან 2 საათს ვხარჯავ ფილმის ყურებაში და ეს ფილმი აღმოჩნდება ხოლმე სრული სისულელე არადა რეკლამა, პოსტერი და მსახიობების ჩამონათვალი კარგად გამოიყურება ხოლმე მაგრამ ფილმი მაინც ვერ "ქაჩავს" ამიტომ თუ ერთმანეთს რჩევებს მივცემთ რის ყურებაზე არ დავხარჯოთ დრო და რა ფილმია მართლა ღირებული ძაან კარგი იქნება. მოდი დავიწყებ... მე პირადად არ გირჩევდით "Good night and Good luck"-ის ნახვას მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ კლუნის ფილმი და ჯორჯ კლუნი მონაწილეობს და თან ეს ფილმი ოსკარებზეც იყო წარდგენილი და დიდი აურზაურიც გამოიწვია, ჩემი აზრით დიდ არაფერი ფილმი არ არის და ჩემსავით ნუ შეცდებით და 2 საათს ნუ გადაყრით წყალში! ეხლა რაც შეეხება კარგ ფილმს! საერთოდ "კარგი ფილმი" ძალიან ზოგადი ცნებაა ზოგისთვის "ვარსკვლავური ომებია" კარგი ფილმი, ზოგისთვის "ხელოვნური ინტელექტი", ზოგისთვის "იქსმენი", ზოგისთვის ნებისმიერი ეროტიკა ( ვაი მაგათ პატრონს(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგისთვისაც "პიანისტი"! კი ბატონო გასაგებია რო გემოვნებაზე არ დაობენო ( არადა ყველაზე მეტს მაგაზე დაობენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობენ კინოს სპეციალისტები რომელთა აზრსაჩ წესით ნორმალურმა კინომანმა ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემთვის პირადად ფილმის სიკარგისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენარს ანუ სიუჟეტის განვითარებას და შინაარსს. "კარგი ფილმი" ჩემთვის არის ისეთი ფილმი რომლიც რაღაც აზრს ატარებს, რაღაც საინტერესო შინაარსი აქვს და რაღაცაზე მიუთითებს. ასეთ ფილმები ბევრი მაგრამ დასაწყისისთვის მარტო ერთი ორს ჩამოვთვლი: "Pianist", "Ben Hur", "crash", "The Kid" -(ჩაპლინის),..... აბა ეხლა თქვენი ჯერია დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ფილმებზე და რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
domen
ციტატა აი, ზუსტად ეგ მგონია ერთ-ერთი ყველაზე ყურით მოთრეული იმ პატიმრებს რა ვუთხრა, თავის გადარჩენას რომ შესთავაზებენ სხვისი სიკვდილის სანაცვლოდ და დაცვას ზედ რომ არ გადაუვლიან პულტისთვის :-) თან რა ჰოლივუდურია - "მომეცი, თორემ მოგკლავ!", შეშინებული დაცვაც აძლევს (არადა ზუსტად იმისთვის ავარჯიშებენ მაგათ, რომ ეგეთ მომენტებში ფსიქოლოგიური უპირატესობა აიღონ ნებისმიერი გზით - პირველ რიგში ის პატიმარი უნდა მოეკლა) და ის უკანმოუხედავად ისე ისვრის ფანჯარაში, რომ ერთი სიცოცხლისმოყვარე პატიმარიც არ აპროტესტებს - მმ, არ ჟღერს დამაჯერებლად .. :-) ნუ, თავი დავანებოთ ხმის მიცემის სცენებს, უბრალოდ სასაცილოა :-) არა ეგ რა მომენტია, იმ ზედამხედვალსაც უნდა გადარჩენა, მეორე გემის აფეთქება, მაგრამ თავის თავზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას, იმ ზანგმაც ხომ უთხრა, მერე მე დამაბრალეო, ვითომ პასუხისმგებლობა მოიცილა რა... ხმის მიცემა ხომ ამერიკული საფირმო ტექნოლოგიაა მძიმე მომენტებში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ერთადერთი ფილმი, სადაც კრიტიკული მომენტი გადაწყვიტეს არა ხმის მიცემით, არამედ პროფესიონალის რჩევით რაც მე ვიცი არის Sunshine, ოღონდ ფილმი დიდი ვერაფერია სამეცნიერო ფანტასტიკაა კაცობრიობის გადარჩენაზე Eternal Sunshine of the Spotless Mind ეგ ფილმი კი მართლა ღირს ნახვად ხო კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა, Virgin Suiocides, კარგი ფილმია, ღირს ნახვა მარტო საუნდტრეკების გამო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) plastic ტრუმანის შოუც მაგარი ფილმია და ჯიმ ქერიც მაგარი მსახიობი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 01:33 PM |