|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Feb 26 2009, 08:05 PM
პოსტი
#1
|
|
![]() ზარმაცი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 |
მანამდე სანამ კომპიმფოს ახალ (ან თუნდაც ძველ) ჟურნალს ველოდებით (იმედი ბოლოს კვდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
მგრა მინდა ხოლმე რამე საინტერესო ჯურნალი ან გაზეთი (კომპიუტერებზე, ელექტრონიკაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და მზგავს თემებზე) გადავშალ გადავიკითხო, სამწუხაროდ რამე კაი ქართულ პროდუქტზე არაფერი მსმენია თქვენ თუ კითხულობთ რამე საინტერესოს ქართულს ან უცხოურს რომელიც თბილისში შეიძლება რო იყიდო დიდად მადლობელი ვიქნები თუ რამე კარგს მირჩევთ P.S. ვერ მოვიფიქრე სად უნდა გამეხსნა თემა იმედია ძაან უადგილო არაა -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
|
![]() |
Mar 1 2009, 10:02 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
ქართული გამოცემები ხსენებად არ ღირს, აი რუსულ გამოცემებს რაც შეეხება, ჩვენთან მათი ლომის წილი ადვილად აღწევდა სანამ ომი დაიწყო, ხელისუფალს პატრიოტული გრძნობები გაუჩნდა და ყველაფერი რუსულენოვანი (ფილმების, ტელე არხებისა და ჟურნალების ჩათვლით) არ აკრძალა! აი ჟურნალებს ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო, დეგენერატული (არ მრცხვენია ამის თქმა) გამოცემები როგორც ქალური და მოდური გლიანცის ჟურნალები, ასევე ეროტიკულ/პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები უპრობლემოდ შემოდის (გერმანული პუნქტუალობით). არცაა გასაკვირი, მათზე არის მოთხოვნა. რაც შეეხება ტექნიკურ გამოცემებს, რათქმაუნდა ისინი აღარ იყო შემოსატანი, ისინი ხომ ანტი სახელისუფლებო იდეებს პროპაგანდირებდნენ! (ემოცია: მწარე ირონია). პირადად, კომპიუტერანდელი პერიოდის ნაწილი ზუსტად მათ კითხვაში გავატარე. PC World Russian Edition და PCMag Russian Edition ასეთი მსუბუქი გამოცემები იყო, ფართო საზოგადოებისთვის. უმრავლესად ინგლისური ორიგინალის თარგმანები. შინაარსბრივათაც არაფერი განსაკუთრებული, ბევრი ჰარდ ნიუზი (45% მაინც) და რეკლამა (25%) მაგრამ მაინც საინტერესო საკითხავი იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დაახლოებით აეთივე იყვნენ წმინდა რუსული: "პადვოდნაია ლოდკა" და Hard'n'Soft. ერთხელ ინგლისური PC World-იც ჩამივარდა ხელში, კიდევ უფრო მეტი რეკლამა ვიდრე რუსულ ვერსიაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება Chip-ს (როგორც ჩვეულებრივ გამოცემას, ასევე "სპეციალურს") ის ყოველთვის ბევრ საინტერესოს მთავაზობდა, მათ შორის უზარმაზარ რაოდენობა მრავალფეროვან განხილვა-შედარებებს თითქმის ყველა თემაზე, და რაც მთავარია უზარმაზარ 8 გეგაბაიტიან დივიდი დისკს, ტონობით სოფტით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მათ შორის ლინუქს დისტრიბუტივებით. რაც შეეხება ][akep-ის გამოცემებს, (როგორც ჩვეულებრივს, ასევე Special იგივე IT Spec-ს) ისინი წარმოადგენენ პროფესიონალურ ნაშრომებს, რომელებსაც თითქმის ყოველდღე ვუბრუნდები! ცუდი რა შემიძლია ვთქვა გამოცემაზე რომლის რედაქტორი და კორესპონდენტი არის კრის კასპერსკი (არა, არანაირ კავშირში არაა ევგენი კასპერსკისთან:-). "კომპ პრსი", ასევე ბევრ საინტერესო განხილვას მთავაზობდა. ყოველი გამოცემა კონკრეტულ თემას ეხებოდა (როგორც ზემოთ ხსენებული ჟურნალების "სპეციალური" გამოცემები და ასევე კიდევ ერთი Upgrade Special). ბევრ მოკვლევა, მათ შორის ანალიტიკურებიც. ზემოთხსეებიული ჟურნალები ერთთვიანი პაუზით გამოდიოდნენ (რომლის გაძლებაც ძალიან მიჭირდა:-), მაგრამ იყო ყოველკვირეული Upgrade, ყველაფრით ყველაფერ საინტერესოზე და რაც მთავარია, უუუაახლესი ინფოთი (დიახ, სამი "უ"-თი)! დღეს ეს ყველაფერი აღარაა მიუწვდომელია და სიმართლე გითხრათ არც მაშინ იყო ადვილი, მათი ფასის გათვალისწინებით! (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
-------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
|
CHABA საინტერესო ჟურნალ-გაზეთები Feb 26 2009, 08:05 PM
domen CHABA
ნავიგატორი ამი... Feb 26 2009, 08:27 PM
Power_VANO კი, პეკა მქონდა 2 ნო... Feb 27 2009, 08:03 AM
mr.kobra ჯურნალი 'ხაკერი... Feb 27 2009, 10:22 AM
gi0_kiborg ქართული ნავიგატორ... Feb 27 2009, 02:27 PM
CHABA ოხ ეს ნავიგატორი რ... Feb 27 2009, 03:13 PM
gi0_kiborg CHABA
Chip ში ყველაფეია ც... Feb 27 2009, 03:43 PM
CHABA gi0_kiborg
მეც ვყიდულობ ო... Feb 27 2009, 04:44 PM
otosaxela ნავიგატორი 2009 წელს ... Feb 27 2009, 05:34 PM
nikolausi ციტატადა რადიოტექ... Feb 28 2009, 05:56 PM
CHABA nikolausi
რამე აგიწყვია? ... Feb 28 2009, 07:10 PM
otosaxela nikolausi
ციტატა(nikolausi_15 @ ... Feb 28 2009, 08:05 PM
nikolausi otosaxela
ციტატამდა არა... Feb 28 2009, 08:20 PM
gi0_kiborg otosaxela
დელისის მეტრო... Feb 28 2009, 09:17 PM
otosaxela gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 1... Feb 28 2009, 09:34 PM
gi0_kiborg otosaxel
ამოგასხა ნერვე... Feb 28 2009, 10:33 PM
otosaxela gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 1... Mar 1 2009, 07:31 AM
CHABA ძზველი ნომერი კომპ... Mar 1 2009, 08:57 AM
Power_VANO CHABA
ძველები მხოლოდ ... Mar 1 2009, 05:55 PM
otosaxela gearge
ეგ რომ არ იშოვებ... Mar 2 2009, 07:54 AM
gi0_kiborg გამახსენდა ქსელში... Mar 2 2009, 12:31 PM
CHABA gearge
რას მირჩევ Chip ვი... Mar 2 2009, 01:41 PM
gearge CHABA
ციტატა(CHABA @ 2nd March 2... Mar 2 2009, 02:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 09:17 PM |