მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ფორუმი, ჩამკვდარია, გული მწყდება :(
otosaxel
პოსტი Mar 7 2009, 07:36 PM
პოსტი #1


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



მოკლედ, რამდენი წელია ამ ფორუმის წევრი ვარ და რაც ეს ფორუმი მახსოვს, ესეთი ცამკდარი ფორუმი არასდროს ყოფილა (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
რაღაცაა გასაკეტებელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , როგორმე უნდა პოპულარიზაცია. აბა რა იდეები გაქვთ აქ დაწერეთ!


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Mar 8 2009, 11:04 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
აგერ კარგა ხნის ფიქრის მერე მივხვდი ერთ რაღაცას, გაგიზიარებ და სწორია თუ არა, გადაწყვეტა შენზე იყოს.

ძალიან გავრცელებული მიდგომაა ეგ ქართულ სივრცეში - "არიქა, გავაპოპულარულოთ ფორუმი!", ჯდება ერთი 5-10 კაცი (ანუ მსურველები და ენთუზიასტები, ძირითადად ამ რაოდენობის არიან ხოლმე) და იწყებს პოსტვას, სანამ ყველას არ მოწყინდება და ნელ-ნელა, თითქოს შეთანხმებულები არიანო, ყველა უკლებს და ბოლოს თავს ანებებს პოსტვას (თან არავინ აპროტესტებს ამას) და ფორუმიც რჩება ბოტების არენად :-) თუ ვაიდა კარგი ადმინი ჰყავდათ (ჰმ, იშვიათი მოვლენაა!), მაშინ ბოტებიც ვერ ეკარებიან და საერთოდ აღარავინ პოსტავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ფორუმზე ასეთი წარმოდგენა ბოლომდე დღესაც არ ვიცი, საიდან მოდის (ალბათ forum.ge-დან), მაგრამ სინამდვილეში კომპინფოს ტექნიკური ფორუმი (და უმრავლესობა ფორუმებისა, საერთოდ) კიდევ ერთი მცდელობაა ადმინისტრაციის მხრიდან, რომ საიტის მომხმარებლები როგორმე გააერთიანოს და ერთ სოციალურ ქვაბში მოუყაროს თავი, რა თქმა უნდა, ისევ მათი კომფორტისა და სიამოვნებისთვის.

საქმე ისაა, რომ აქტიურობა ვალდებულებებში არ გადის, მე თუ დამჭირდა და მესიამოვნა, დავპოსტავ, თუ არა - არა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ფორუმი "ჩაკვდა", როგორც შენ ამბობ, ეგ იმის ბრალია, რომ ხალხს ასეთი ფორუმისადმი ამ მომენტში ინტერესი არ აქვს და რაც არ უნდა ეცადო, რომ "გააპოპულარულო", ვერც გამოგივა და ბოლოს შენც მოგწყინდება, თან ისე მოგწყინდება, რომ ამ მისამართის გახსნაც არ მოგინდება საერთოდ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმიტომ, რომ შენთვის ეს ამბავი ვალდებულებასთან იქნება ასოცირებული, ვალდებულებები კი არავის გვიყვარს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მით უმეტეს, კომპ. სამყაროში ;-)

ასე რომ, ერთი შემიძლია გირჩიო - მიჰყევი დინებას :-) პოსტე შენ თვითონ, თუ ამის ხალისი გექნება, ურჩიე დაინტერესებულ ნაცნობებს აქაურობა და უბრალოდ ისიამოვნე გარემოთი, რომელიც აქ გხვდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დანარჩენი თავისთავად მოხდება - ან იცოცხლებს ფორუმი, ან არა და ამის ძალით გადაწყვეტა არ გამოვა.

-------------

ნუ, ეს ძალიან უტრირება გავაკეთე, ვთქვათ, უგულებელვყავი ფაქტი, რომ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს აქაურობის არსებობა და იმიტომ არ შემოდიოდეს, მაგრამ რომ ვუკვირდები (საკმაოდ დიდი ხანია), ასეთი ხალხი ძალიან, ძალიან ცოტაა და მაგათთვის რაღაც ვალდებულებების აღება არც ღირს, ბოლო-ბოლო, მოგვაგნებენ თვითონ.

ასევე, მთლად არავინ მუშაობს-მეთქი საიტის (და, შესაბამისად, ფორუმის) პოპულარიზაციისთვის, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება :-) მაგრამ მომხმარებლებს ამისთვის არაფერი მოგეთხოვებათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ინგლისურის მცოდნეებს გირჩევთ, გთხოვთ და მოგთხოვთ წაიკითხოთ შესანიშნავი პოსტი ამ თემაზე: Overnight Success: It Takes Years @ Coding Horror

ბოლოს კი ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეგ ყველაზე დიდი დახმარებაა, რაც მომხმარებელს შეუძლია საიტს გაუწიოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მადლობით მივიღებთ ნებისმიერ სიახლეს, სტაატიას თუ ნებისმიერ სხვა დახმარებას, რაც საიტს წინ წაწევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. ბოდიში გრძელი პოსტისთვის, დრო არ მქონდა, რომ მოკლედ მომეწერა .. :-)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 8 2009, 11:08 AM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 04:55 PM