|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Dec 23 2007, 05:56 PM
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 407 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia;Tbilisi წევრი №: 219 |
მგონი საჭიროა ეს თემა ფორუმზე(მე ვერ ვნახე მსგავსი აქ)
მოკლედ,რა პროგრამებია საჭირო ვინდოუსის გადაყენების მერე რომ გქონდეთ მრავალფუნქციური სისტემა,მე დავიწყებ და დანარჩენებმა დაამატეთ რაც გამომრჩეს,შევეცადოთ უფასო ვარიანტები დავწეროთ რათა არ დავტანჯოთ სერიალების და კრეკების ძებნაში ახალბედები: მოკლედ: არქივატორები 1) WinRar-ყველაზე ცნობილი და მუშა,თუმცა ფასიანია მაგრამ არ იბლოკება. ჩამოსაქაჩი გვერდი 2)ალტერნატივა 7-Zip-უფასოა,თუმცა იმდენი ფორმატის მხარდაჭერა არ აქვთ როგორც WinRar-ს. ვებ-გვერდი დისებზე ჩამწერი InfraRecorder-Nero-ს საკმაოდ ძლიერი უფასო ალტერნატივა,სულ რაღაც 2.5მბ ჩამისაქაჩი გვერდი აუდიო-ვიდეო კოდეკები ვისტასთვის: აქ დანარჩენი ვინდოუსისთვის: აქ პლეერები-ვისაც რა მოგწონთ გუგლში ჩაწერეთ,უმეტესობა უფასოა,ან ფასიანი და უფასო ვერსიები აქვს. ბრაუზერები-ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფუნქციურები Opera და Firefox-ია.მე პირადად ოპერას ვამჯობინებ. PDF Reader-მე გირჩევთ Foxit Reader-ს,პატარა და სწრაფი პროგრამაა,თუ არ გაკმაყოფილებთ,თვით AdobeReaderგადმოწერეთ. PDF-Printer გირჩევთ ეს გვერდი,მშვენიერი გადაწყვეტილებაა,როცა PDF-ის შექმნა მოგინდებათ,გაუშვებთ ბეჭვდაზე დოკუმენტს და პრინტერებში მიუთითებთ doPdf-ს. საოფისე პაკეტები ეს ცოტა მტკივნეულია,რადგან ყველა MS-Office-საა მიჩვეული,რომელიც ძვირი ღირს,თუმცა მგონი ყველა ქართულ საიტზეა ყველა ვერსია,უბრალოდ გუგლში ჩაწერეთ Microsoft Office და მიუთითეთ "გვერდები შემდეი ქვეყნიდან: საქართველო" ხოლო თუ წვალება გეზარებათ ან არ შეგიძლიათ,თან ამასობაში ნორმალური ინტერნეტი გაქვთ ისარგებლეთ GoogleDocs-ით,ხოლო თუ ნეტი არ გივარგათ გადმოწერეთ ან OpenOffice ,ან GnomeOffice-თი. ანტივირუსი: უფასოებში ყველაზე კარგია AntiVirPersonalEdition ან AVG-Free ხოლო შპიონური მოდულებისგან დასაცავადგამოიყენეთ Ad-Aware,Homepage მულტიმედია ფაილებთან სამუშაოდ(კონვერტერები): VirtualDub-ვიდეოსთან სამუშაო,გირჩევთ ნახოთ დოკუმენტაცია Mediacoder-ერთ-ერთი უძლიერესი პროგია სხვადასხვა ფორმატის აუდიო-ვიდეო მასალის ფორმატებში გადასაყვანად. რა ვიცი თითები მეტკინა უკვე,დანარჩენი სხვებმა დაამატეთ. -------------------- Let's force be with you....
|
|
|
|
![]() |
Mar 29 2009, 06:06 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
gi0_kiborg
დიდი მადლობა, კარგი რაღაცები გამახსენე :-) WinRar არ გამომრჩენია, ფასიანია ეგ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სამაგიეროდ ჩავსვი 7Zip - უფასოა და .rar-საც ხსნის. ნუ, Free Download Manager გვაქვს უკვე და ღირს Orbit-ით ჩანაცვლება? GomPlayer არ გვინდა ალბათ, სადაც KMPlayer და VLC გვაქვს :-) K-Lite ჩავამატე და Last.FM-ზე არ გაგვიმართლა, ფასიანი გახდა დღეს დილით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) TotalCommander ვითომ ყველას სჭირდება? FlashPlayer ჩავამატე, მადლობთ :-) Hamachi-ც და .Net-იც. აი, dxwebsetup მგონი DirectX-ია? გამომრჩა ეგ, მგონი :-) PhotoFiler არ ჩავამატე, მგონი Paint.Net-იც გაართმევს თავს, არა? თან ფასიანიაო .. განახლებების გაკეთებას ვაპირებ, ვნახოთ, როგორ ავეწყობით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ, ძლივს დავჯექი და ტექსტი მოვამზადე, მაგრამ ანოტაციები ისევ გვერდით დამრჩა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ხვალ მოვამთავრებ, ალბათ (ეს ხვალ არ გათავდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). აი ტექსტი: ციტატა სისტემის გადაყენება არავის გვსიამოვნებს, მაგრამ არა 20-30 წუთის ხანგრძლივობის ინსტალაციის გამო - ვისაც ეს პროცედურა ერთხელ მაინც გაუვლია, იცის, რომ ყველაზე ძნელი ყველა საჭირო პროგრამის მოძიება, ჩამოტვირთვა, დაყენება და დაკონფიგურირება გახლავთ. ამ პროცესს, როგორც წესი, 2-4 საათი მაინც სჭირდება. კომპინფომ გადაწყვიტა, ცოტათი შეგიმსუბუქოთ ეს ტანჯვა და დღეიდან ჩვენ შემოგთავაზებთ Windows-ის გადაყენების შემდეგ საჭირო პროგრამების ნაკრებს. ნაკრები და მასში შემავალი პროგრამები რეგულარულად განახლდება (განახლების ინტერვალი ჯერჯერბით განსაზღვრული არ არის) და განთავსდება ჩვენს სერვერზე, რაც ნიშნავს, რომ სიჩქარესთან პრობლემები არ გექნებათ და არც CAPTCHA-ს შეყვანა და ლოდინი იქნება საჭირო. ფორუმის წევრებთან ერთად მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ნაკრებში უნდა მოხვდნენ მხოლოდ უფასო პროგრამები, რადგანაც კომპინფო არ ავრცელებს ვარეზულ კონტენტს და უფასო პროგრამა უფრო ადვილი განსაახლებელია ახალბედებისთვის (განსაკუთრებით ეს ეხება ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, საჭირო არ იქნება ყოველდღე ახალი ლიცენზიის ძებნა). უფასოობა რომ ცუდ ხარისხს არ ნიშნავს, ეს დიდი ხანია ცნობილია, ასე რომ, ჩვენ მოგვეცა საშუალება აგვერჩია თავის კლასში საუკეთესო პროგრამები და ისინი მოგვეწოდებინა თქვენთვის. თითქმის არცერთ პროგრამას აკლია რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ მომენტის გამო; არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მათ ვერაფერს მოვუხერხებთ. მაგალითად, ამ ნიშნით გამოვრიცხეთ Microsoft office 2007 და WinRar, თუმცა მათ მაგივრად ჩავსვით OpenOffice 3.0 და 7Zip - ზემოთაღნიშნულების უფასო ალტერნატივები, ორივე თითქმის საუკეთესოა თავის კლასში. მართალია, OO ახლოსაც ვერ მივა MS Office-თან გარკვეულ ასპექტებში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ არ გვქონდა საშუალება გადაგვეხადა რამოდენიმე ასეული დოლარი ლიცენზიაში. თუმცა, რაც შეეხება 7Zip-ს, ის ნამდვილად ღირსეული შემცვლელია WinRar-ისა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებში შედის მხოლოდ ზოგადი გამოყენების პროგრამები, ანუ ისინი, რომლებიც ყველას შეიძლება დასჭირდეს, სპეციფიკური პროგრამები, როგორებიცაა, მაგალითად, GIMP (დიზაინერებისთვის) ან Eclipse (პროგრამისტებისთვის) ნაკრებში ვერ მოხვდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჩამატება მომავალ ვერსიებში არ შეიძლება, ჩვენ დიდი მადლობით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას, შენიშვნებს და სურვილებს, რომელთა საფუძველზეც პაკეტის შემადგენლობა თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს, მას თქვენ ქმნით. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრები პირველად იქმნება, დასაშვებია მასში ხარვეზების არსებობა. კიდევ ერთხელ - ჩვენ მადლობით მივიღებთ თქვენს შენიშვნებს და კრიტიკას. ამრიგად, პაკეტი დაყოფილია რამოდენიმე კატეგორიად. ჯერჯერობით ესენია: ინტერნეტი, მულტიმედია, სისტემური უტილიტები, დაცვა, ოფისი, სხვა. მისაწვდომია როგორც მთელი პაკეტი ერთი არქივის სახით, ასევე ცალ-ცალკე კატეგორიები და პროგრამებიც კი. გადავიდეთ უშუალოდ შემადგენლობაზე. მაშ ასე, კატეგორიების მიხედვით შემადგენლობა ასეთია: • ინტერნეტი: Opera, FireFox, Skype, Digsby, Pidgin, µTorrent, filezilla, Teamviewer, FDM. • მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Aimp, Youtube Downloader, Picasa, VirtualDub, Paint.Net. • სისტემური პროგრამები: Unlocker, Free Hide Folders, Process Explorer NT, Advanced Systemcare Free, CCleaner, HashTab, DotNet Framework. • დაცვა: Avira Antivirus Personal Free, COMODO Firewall Pro. • ოფისი: Foxit Reader, Adobe Reader, DjVuLibre, Open Office v3.0.1. • სხვა: MyPhoneExplorer, 7zip, Daemon Tools Lite, InfraRecorder, worldweb, VertrigoServ, Notepad++, Screen Print & Capture, Hamachi. შეაფასეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 29 2009, 09:26 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
gio_kiborg Windows-ის დაინსტალების შემდეგ საჭირო პროგრამები Dec 23 2007, 05:56 PM
domen დავამატებ მესინჯე... Dec 30 2007, 12:59 PM
otosaxel ჩამოქაჩვის მენეჯე... Dec 30 2007, 08:26 PM
Sh@ko რადგან თემის გაცოც... Mar 6 2008, 07:52 AM
domen ამ თემის გაცოცხლებ... May 13 2008, 01:45 PM
domen Gi0rgius
Whoops! VLC როგორ გამ... May 13 2008, 02:25 PM
da_ta photoshop-ი როგორ გამოგრ... May 13 2008, 02:43 PM
domen da_ta
ციტატაphotoshop-ი როგო... May 13 2008, 02:54 PM
da_ta Gi0rgius
ციტატაეგ ისედა... May 13 2008, 02:59 PM
domen Gi0rgius
ციტატავიელსის ... May 13 2008, 03:08 PM
da_ta ციტატაარ გამომრჩა ... May 13 2008, 03:10 PM
sikvdila ესეთი ქვეფორუმი კა... May 15 2008, 11:36 AM
da_ta Gi0rgius
ციტატაისე რა მი... May 15 2008, 12:08 PM
otosaxel Gi0rgius
da_ta
domen
ლოლ რა ფოტო... May 15 2008, 01:23 PM
da_ta ციტატაეგრე ყველა პ... May 15 2008, 02:51 PM
Power_VANO მორჩით თემის ადგილ... May 15 2008, 07:13 PM
KaLa რატომ მიივიწყეს ეს... Dec 26 2008, 10:27 PM
gi0_kiborg KaLa
n-lite და მისი ჯანი Dec 27 2008, 01:28 PM
KaLa ციტატაn-lite და მისი ჯ... Dec 27 2008, 05:26 PM
gi0_kiborg კაიხანია როგორც ჩა... Mar 23 2009, 08:43 AM
Sh@ko მე დავამატებდი 7 zip ა... Mar 23 2009, 09:25 AM
domen gi0_kiborg
Sh@ko
ერთი კარგი ... Mar 23 2009, 03:58 PM
CHABA ციტატა(domen @ Mar 23 2009, 07... Mar 23 2009, 06:19 PM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 23rd March ... Mar 23 2009, 04:13 PM
Bekward domen
ბრაუზერები: IE, Opera
... Mar 23 2009, 04:46 PM
Power_VANO Windows Internet Explorer 8.0 + Windows Media Play... Mar 24 2009, 06:40 AM
domen ესე იგი, შევადგინე ... Mar 25 2009, 06:28 PM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 25th March ... Mar 25 2009, 06:33 PM
gi0_kiborg ინტერნეტში Orbitdownloader-ს... Mar 25 2009, 07:40 PM
Bekward domen
კარგი ნაკრებია, ... Mar 25 2009, 07:54 PM
gi0_kiborg plastic
მემგონი, 6.XX-ია, softp... Mar 25 2009, 08:43 PM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 29th March ... Mar 29 2009, 06:13 PM
gi0_kiborg მშვენიერია, ტექსტი... Mar 29 2009, 10:15 PM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 29th March ... Mar 30 2009, 07:20 AM
Bekward მთლიანი არქივი არ ... Mar 30 2009, 01:40 PM
gi0_kiborg OpenOffice-ს რაც შეეხება ა... Mar 30 2009, 03:47 PM
CHABA ამ კაი ამბავს რო მო... Mar 30 2009, 03:53 PM
domen Bekward
ციტატა(beka_sh @ 30th Ma... Mar 30 2009, 03:54 PM
gi0_kiborg CHABA
ახალბედა იუზერი... Mar 30 2009, 04:06 PM
CHABA ციტატა(gi0_kiborg @ Mar 30 2009, ... Mar 30 2009, 04:41 PM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 30th March ... Mar 30 2009, 04:09 PM
gi0_kiborg CHABA
რა ვიცი, ისე გავბ... Mar 30 2009, 04:44 PM
otosaxel CHABA
ციტატა(CHABA @ 30th March ... Mar 30 2009, 04:44 PM
SamaRa იმედია არ გეჭყინებ... Mar 31 2009, 01:36 PM
CHABA ციტატა(SamaRa @ Mar 31 2009, 06... Apr 1 2009, 07:58 PM
domen SamaRa
ეგ გვერდი ახლა დ... Mar 31 2009, 05:27 PM
Bekward ციტატა(gi0_kiborg @ 30th March 20... Mar 31 2009, 10:19 PM
SamaRa მაგ კითხვა თვით power_va... Apr 2 2009, 01:58 PM
gi0_kiborg SamaRa
გაოფებაში კია,მ... Apr 2 2009, 08:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 02:16 PM |