![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 407 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia;Tbilisi წევრი №: 219 ![]() |
მგონი საჭიროა ეს თემა ფორუმზე(მე ვერ ვნახე მსგავსი აქ)
მოკლედ,რა პროგრამებია საჭირო ვინდოუსის გადაყენების მერე რომ გქონდეთ მრავალფუნქციური სისტემა,მე დავიწყებ და დანარჩენებმა დაამატეთ რაც გამომრჩეს,შევეცადოთ უფასო ვარიანტები დავწეროთ რათა არ დავტანჯოთ სერიალების და კრეკების ძებნაში ახალბედები: მოკლედ: არქივატორები 1) WinRar-ყველაზე ცნობილი და მუშა,თუმცა ფასიანია მაგრამ არ იბლოკება. ჩამოსაქაჩი გვერდი 2)ალტერნატივა 7-Zip-უფასოა,თუმცა იმდენი ფორმატის მხარდაჭერა არ აქვთ როგორც WinRar-ს. ვებ-გვერდი დისებზე ჩამწერი InfraRecorder-Nero-ს საკმაოდ ძლიერი უფასო ალტერნატივა,სულ რაღაც 2.5მბ ჩამისაქაჩი გვერდი აუდიო-ვიდეო კოდეკები ვისტასთვის: აქ დანარჩენი ვინდოუსისთვის: აქ პლეერები-ვისაც რა მოგწონთ გუგლში ჩაწერეთ,უმეტესობა უფასოა,ან ფასიანი და უფასო ვერსიები აქვს. ბრაუზერები-ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფუნქციურები Opera და Firefox-ია.მე პირადად ოპერას ვამჯობინებ. PDF Reader-მე გირჩევთ Foxit Reader-ს,პატარა და სწრაფი პროგრამაა,თუ არ გაკმაყოფილებთ,თვით AdobeReaderგადმოწერეთ. PDF-Printer გირჩევთ ეს გვერდი,მშვენიერი გადაწყვეტილებაა,როცა PDF-ის შექმნა მოგინდებათ,გაუშვებთ ბეჭვდაზე დოკუმენტს და პრინტერებში მიუთითებთ doPdf-ს. საოფისე პაკეტები ეს ცოტა მტკივნეულია,რადგან ყველა MS-Office-საა მიჩვეული,რომელიც ძვირი ღირს,თუმცა მგონი ყველა ქართულ საიტზეა ყველა ვერსია,უბრალოდ გუგლში ჩაწერეთ Microsoft Office და მიუთითეთ "გვერდები შემდეი ქვეყნიდან: საქართველო" ხოლო თუ წვალება გეზარებათ ან არ შეგიძლიათ,თან ამასობაში ნორმალური ინტერნეტი გაქვთ ისარგებლეთ GoogleDocs-ით,ხოლო თუ ნეტი არ გივარგათ გადმოწერეთ ან OpenOffice ,ან GnomeOffice-თი. ანტივირუსი: უფასოებში ყველაზე კარგია AntiVirPersonalEdition ან AVG-Free ხოლო შპიონური მოდულებისგან დასაცავადგამოიყენეთ Ad-Aware,Homepage მულტიმედია ფაილებთან სამუშაოდ(კონვერტერები): VirtualDub-ვიდეოსთან სამუშაო,გირჩევთ ნახოთ დოკუმენტაცია Mediacoder-ერთ-ერთი უძლიერესი პროგია სხვადასხვა ფორმატის აუდიო-ვიდეო მასალის ფორმატებში გადასაყვანად. რა ვიცი თითები მეტკინა უკვე,დანარჩენი სხვებმა დაამატეთ. -------------------- Let's force be with you....
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
მშვენიერია, ტექსტიც და პროგრამებიც
ციტატა Last.FM-ზე არ გაგვიმართლა, ფასიანი გახდა დღეს დილით ეს მართლა ცუდი ამბავია, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეს საშინელი გლობალის გამო არაფერი მომისმენია.... ერთი შენიშვნა:WinRAR ფასიანია, მაგრამ მისი გამოყენება შეუზღუდავუ დროით შეიძლება სრული ფუნქციონალობით,("შეთანხმებით უფასო"-ს ეძახიან მგონი მასეთ პროგრამებს)თან 7-zip ვერ კუმშავს RAR ფორმატში (დიდი პრობლემა არაა, მაგრამ მაინც ორივე რომ იყოს არაუშავს) dxwebsetup DirectX-ის ინსტალერია, რომელიც პირდაპირ განახლებებს იწერს და არა მთელ RuntimeRedistributed-ს GOM Player-ს რაც შეეხება, ჩემი პირადი სიმპათიაა, ძალზე ადვილია მართვა (ისრებით) ასევე აუდიობილიკების და სუბტიტრების არჩევა(KMP-ში ეს ფუნქცია ნაკლებ მოსახერხებელია,VLC-ში კი არ ვიცი ნაღდად) მე ჩემით ასეთი კატეგორიზაცია გავაკეთე: GOM-ვიდეოსთვის, Winamp-აუდიოსთვის პრეტენზიულ(ჩემსავით) იუზერებს, KMP-აუდიო/ვიდეოსთვის იმათ, ვინც არ იყენებს Winamp-ს სრული შესაძლებლობებით, ანუ ნაკლებად მომთხოვნი იუზერებისთვის K-lite გამოგრჩა?საბოლოო ჩამონათვალში არ ფიგურირებს , მაგის გარეშე კი VirtualDub არ იმუშავებს ხო, კიდევ აუდიო/ვიდეო კოდერი გამახსენდა SUPER,უფასოა და უამრავი შესაძლებლობებით, მხარს უჭერს ჩემთვის ცნობილ ყველა ფორმატს(თვით VOB და MKV-ს)ერთი პრობლემაა, ოღონდ მაგის გადმოსაწერი ლინკის მიგნება მაგ საიტზე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუ გინდა ავტვირთავ უი, ვიპოვე: http://www.erightsoft.info/GetFile.php?SUPERsetup.exe -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 05:14 PM |