დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის |
Sep 17 2007, 11:09 AM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
როგორც იცით, ბოლო დროს კომპინფოზე ცუდი ამბები პირდაპირ ერთმანეთს წაეწყო - სერვერის გამოცვლა უარესობისკენ, ადმინისტრაციის მოუცლელობა, ბეჭდვითი ჟურნალის გაჩერება.. მოკლედ, ყველაფერმა ამან გავლენა საიტის პოპულარობაზე იქონია და დღეს სტუმრები თითქმის აღარ გვყავს.
ჩემი(და ალბათ ყველა აქტიური წევრის) სურვილია, კომპინფო დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს, ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატია თუ სიახლეა საჭირო, მთავარმა გვერდმა უნდა შეავსოს ბეჭდვითი ჟურნალის დანაკარგიც. რადგანაც კომპინფომ თავის დროზე ფეხი ამადგმევინა კომპიუტერულ სამყაროში და დღესაც მეტ-ნაკლებად მეხმარება, მინდა ჩემი მადლიერება დახმარებით გამოვხატო - ვცდილობ თავისუფალ დროს რაც შეიძლება მეტი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე დავდო საიტზე. მოკლედ, ყველა მსურველს მოგიწოდებთ, თუკი ინტერნეტში სეირნობისას წააწყდით ისეთ რამეს, რაც გგონიათ, რომ შეიძლება კომპიუტერული თემატიკის საიტის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, დაურთეთ მცირე განხილვა და დაპოსტეთ აქ, ან გამოაგზავნეთ მთავარ საიტზე სიახლის სახით. თუ წერა არ გეხერხებათ ან გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ ბმული დადოთ აქ და მას ჩვენ განვავრცობთ, გამოქვეყნებისას კი თქვენს სახელს მივუთითებთ. სიახლე შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ით, სიტყვებით "Sci/Tech News", "Tech News", "Computing News" და ა.შ. მართალია, ეს უფრო ქართული ვარეზების თხოვნას გავს, "თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ და გეხხვეწებით რაა..", მაგრამ დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Apr 17 2009, 07:30 PM
პოსტი
#2
|
|
ერთი უსაქმური მეცნიერი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 |
domen
გუშინ სტატისტიკაში ვუყურებდი, როგორ დაძვრებოდნენ სტუმრები ძველ თემებში, მერე კიბორგის თემას შევხედე XP-ს ინსტრუქციებზე და ერთი იდეა მომივიდა. გახსოვთ ალბათ თემა საინტერესო/მნიშვნელოვანი პოსტები და თემები, საძიებელი კომპინფოს ფორუმზე. ისიც გეცოდინებათ, რომ ჩაიძირა :-) რახან ცოტა გამოცოცხლება შეიმჩნევა ფორუმზე, თან დასვენებებია და ყველას, ასე თუ ისე, გვცალია, გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დავჯდეთ და თუნდაც ყველამ ჩვენ-ჩვენი გახსნილი თემებიდან ამოვკრიფორთ საინტერესოები და დავპოსტოთ აღნიშნულ თემაში. მერე მე და ვანო დავჯდებით და დავახარისხებთ. გამოვა კატალოგი, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება ბოლო-ბოლო, ამდენი გვიმუშავია (ჰუჰ, ლამის სამი წელია, აქ ვარ :-)) და ტყუილად ნუ ჩავკარგავთ ნაკლებ მნიშვნელოვან თემებში რეგისტრაციის ტექსტის შეცვლაც შეიძლება და სტუმარი დარეგისტრირებას რომ დააპირებს, პირდაპირ შეიძლება დავახვედროთ საინტერესო ინფორმაცია, ლანგარზე :-) მოკლედ, მე ჩემს თემებს მივხედავ სახვალიოდ, თქვენი იმედი მაქვს :-) კარგი იდეაა, აქვე დაგისვამ შეკითხვას, ჩემი ძველი აწ. წაშლილი აკაუნტის პოსტები როგორ დავძებნო? -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 09:49 PM |