კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
Apr 26 2009, 10:11 AM
პოსტი
#1
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
უკვე ერთი კვირაა პრობლემა მაქვს... რაც შემდეგში გამოიხატება.
ყოველ დღე რომ ვრთავ კომპს კეისი ირთვება მაგრამ გამოსახულება (ბიოსის ინფორმაციაც) არ იტვირთება, მონიტორი თითქოს დასვენების რეჟიმშია. რესტარტის ან გათიშვა ჩართვის შემდეგ მუშაობს მთელი დღე გამართულად... რომ გავთიშო ერთი ორი საათით პრობლემა არაა ჩაირთვება. იყო შემთხვევა რომ სისტემა ჩაიტვირთა გამოსახულების არ ქონის მიუხედავად, ხმა და კლავიატურა მუშაობდნენ რადგან ალტF4-ით დავარესტარტე და გავთიშე.(მასეთი დარესტარტების მერე მაინც არ გამოჩნდა) მაზერია P5P800 ეხლა რაც მოვიმოქმედე ამ კვირის მანძილზე. 1) კეისი გავწმინდე მთლიანად მტვრისგან, ჰარდები ამოვიღე სათითაოდ და დავაბრუნე ადგილზე. კონტაქტები შევამოწმე... 2) ანტი ვირუსი შევცვალე ახლით (მეყენა ავირა/ნოდ და დავაყენე კასპერსკი) ვირუსი არ ამოუგდია. 3) ოპერატიულები დავტესტე MemTest 3.7 და Memtest86+ არცერთს შეცდომის ერორი არ მოუცია. 4) მონიტორი მუშაობს სხვა კეისთან... 5) ჩემ კეისში სხვა ვიდეო კარტა ჩავდე და არ ჩაირთო ერთხელ... (ე.ი. ვიდეო კარტის ბრალი არ უნდა იყოს) 6) ჩემმა კეისმა სხვა მონიტორთან იგივე გააკეთა... არ ჩაირთო (ე.ი კეისშია პრობლემა) 7) ვინდოუზი გადავაყენე ახლიდან... (დავაფორმატე მარტო ც-დისკი) 8) ბიოსის ელემენტი შევცვალე ახლით და ჯამფერით ჩამოვყარე დეფაულტზე. სხვა რა გავაკეთო არ ვიცი... |
|
|
Apr 26 2009, 04:02 PM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
wass
1) Welcome (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰოო, ადვილი სადიაგნოსტიკო პრობლემა არ გქონია. რადგან რაღაც-რაღაცები უკვე შეამოწმე, მაშინ 1) ოპერატიულების ბრალი ნაკლებადაა, MemTest86+ 3-4 PASS თუ გაიარა უშეცდომოდ, ე.ი. მაგ მხრივ რიგზეა ყველაფერი. 2) ვიდეო დაფაც რადგან სხვაზე გატესტე და იგივე პრობლემა მოხდა, გამოვრიცხოთ. მივადექით დედა დაფას. მაგრამ სანამ ამას დავადანაშაულებდეთ, როგორც დომენმა თქვა, შეიძლება კვების ბლოკის ბრალი იყოს. რა კვების ბლოკი გაქვს? ზუსტი მოდელი დაწერე თუ შეგიძლია. სცადე და გათიშე HDD და CD/DVD, უბრალოდ კვების კაბელები გამოაძრე და ისე სცადე ჩართვა. დედა დაფამ POST ტესტი უნდა გაიაროს, უბრალოდ დაგიწერს რომ ვერ ჩავიტვირთები, დისკი მინდაო. თუ HDD/CD/DVD-ს გათიშვამაც არ უშველა, დარჩა ორი - ან კვების ბლოკს სერიოზული პრობლემა აქვს, ან დედა დაფას. თუ სხვა კვების ბლოკზეც გატესტავ შენს სისტემას (ისეთზე, შენსაზე ძლიერი ბლოკი რომ იყოს), კარგი იქნება ძალიან. -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 01:27 PM |