კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
Apr 26 2009, 10:11 AM
პოსტი
#1
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
უკვე ერთი კვირაა პრობლემა მაქვს... რაც შემდეგში გამოიხატება.
ყოველ დღე რომ ვრთავ კომპს კეისი ირთვება მაგრამ გამოსახულება (ბიოსის ინფორმაციაც) არ იტვირთება, მონიტორი თითქოს დასვენების რეჟიმშია. რესტარტის ან გათიშვა ჩართვის შემდეგ მუშაობს მთელი დღე გამართულად... რომ გავთიშო ერთი ორი საათით პრობლემა არაა ჩაირთვება. იყო შემთხვევა რომ სისტემა ჩაიტვირთა გამოსახულების არ ქონის მიუხედავად, ხმა და კლავიატურა მუშაობდნენ რადგან ალტF4-ით დავარესტარტე და გავთიშე.(მასეთი დარესტარტების მერე მაინც არ გამოჩნდა) მაზერია P5P800 ეხლა რაც მოვიმოქმედე ამ კვირის მანძილზე. 1) კეისი გავწმინდე მთლიანად მტვრისგან, ჰარდები ამოვიღე სათითაოდ და დავაბრუნე ადგილზე. კონტაქტები შევამოწმე... 2) ანტი ვირუსი შევცვალე ახლით (მეყენა ავირა/ნოდ და დავაყენე კასპერსკი) ვირუსი არ ამოუგდია. 3) ოპერატიულები დავტესტე MemTest 3.7 და Memtest86+ არცერთს შეცდომის ერორი არ მოუცია. 4) მონიტორი მუშაობს სხვა კეისთან... 5) ჩემ კეისში სხვა ვიდეო კარტა ჩავდე და არ ჩაირთო ერთხელ... (ე.ი. ვიდეო კარტის ბრალი არ უნდა იყოს) 6) ჩემმა კეისმა სხვა მონიტორთან იგივე გააკეთა... არ ჩაირთო (ე.ი კეისშია პრობლემა) 7) ვინდოუზი გადავაყენე ახლიდან... (დავაფორმატე მარტო ც-დისკი) 8) ბიოსის ელემენტი შევცვალე ახლით და ჯამფერით ჩამოვყარე დეფაულტზე. სხვა რა გავაკეთო არ ვიცი... |
|
|
Apr 26 2009, 06:34 PM
პოსტი
#2
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
ჰოო, ადვილი სადიაგნოსტიკო პრობლემა არ გქონია. აბაა... მთელი კვირა ჰარდზე სტატიების კითხვას ვუნდები... ცუდი ისაა რომ პრობლემა მარტო დიდი ხნის შესვენების მერე რომ იჩენს... ე.ი. დილით ერთი ცდის ჩატარების საშუალება მაქვს და შემდეგ ტესტისთვის მეორე დღეს უნდა ველოდო.ყველაზე მაგრა ის მიკვირს რესტარტის მერე რომ მუშაობს მთელი დღე უპრობლემოდ. მაზერიც ფუნქციონალურად მუშაობს... შეერთებული მაქვს USB-ვებ კამერა, ფლეშკებს ხედავს... თან სპეციალურად დიდხანს ვამუშავებ რომ რამე გააკეთოს. რა კვების ბლოკი გაქვს? ზუსტი მოდელი დაწერე თუ შეგიძლია. 500 ვატიანი KME PH500 ATX active PFC 24+4 pin
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 09:18 AM |