![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 358 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 471 ![]() |
web საიტიებისთვის linux_ის რომელი დისტრიბუტივი ჯობს რო დაყენდეს სერვერზე?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
beq@
ოთომ კარგი ლინკი მოგცა. შევეცდები შევაჯამო. წარმოიდგინე Linux როგორც პოპ მუსიკის სტილი (მაგ. ისეთი ჯგუფების შესრულებით როგორიცაა: რობი ვილიამსი, TLC, Spice Girls, ჯორჯ მაიკლი, Глюкоза ... :-) და UNIX სისტემები როგორც კლასიკური მუსიკა (შოპენი, ბეთხოვენი, მოცარტი, ბახი, თუგინდ ენიო მორიკონე:-). შედარება ძალიან უხეშია, მაგრამ ზოგადი იდეა შემდეგია: ის რომ კლასიკური მუსიკა ცოტა "მოძველდა" (გადატანითი მნიშვნელობით), არ ნიშნავს რომ არ რჩება აქტუალურად. Linux პოპ-სური კულტურიდან გამომდინარე ბევრად მეტ მსმენელს (აღიქვი როგორც მომხმარებელს) იზიდავს და აქედან გამომდინარე [პრაქტიკულად იძულებით] უსწრაფესად ვითარდება. ლინუქს თავიდანვე ღია იყო, იგივე უნიქსებისგან განსხვავებით. ამიტომ მასზე ბევრად მეტი მუშაობდა და ეს აქამდე ასე გრძელდება. ლინუქსში რეალიზდება უახლესი ჩანაფიქრები, მაშინ როცა UNIX-ის შემქმნელებს ეს ნაკჯლებად ამოძრავებთ. ტრადიციულ UNIX სისტემებში იდება მხოლოდ გამოცდილი, დროის მიერ შემოწმებული ტექნოლოგიები, რაც მათ სანდოსა და ზე-უსაბრთხოს ხდის. მაგრამ არ იფიქრო რომ Linux რაღაც არასანდო ნაგავია, ან თითქოს UNIX-ები ჩამორჩება დროს, არავითარ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ სხვა განხრით ვითარდებიან, განსხვავებული მიზნისაკენ მიისწრაფენ! როგორც ლინუქსებს, ასევე უნიქსებს თავისი ადგილი აქვთ კომპიუტერულ სამყაროში. უნიქსები უფრო ეგრედწოდებულ "მისია კრიტკულ" გარემოებში გამოიყენება, სადაც სისტემის განახლება ძალიან იშვიათად ხერხდება და აუცილებელია 99.99%-იანი უწყვეტი მუშაობა. ლინუქსები დარჩენილ სივრცეს სრულად ავსებენ, ვებ/ფაილ სერვერებზე, პატარა და საშუალო ზომის კომპანიებში და ასე შემდეგ. ლინუქსი იმ დონემდე მოქნილი პლატფორმაა რომ თავისუფლად შეიძლება იყოს გამოყენებული დიდ კორპორაციებსა და სუპერ კომპიუტერებზეც კი, უბრალოდ ამ შემთხვევაში სასურველი (კი არა და აუცილებელია!) ახალგამოჩეკილების დევნას, დროის მიერ ნაცადი და კარგი მხარდაჭერის მქონე დისტრიბუტივების არჩევა, ისეთების როგორიცაა Red Hat-ისა და Novell-ის პროდუქცია, ასევე Debian. მაგრამ არის ადგილები სადაც ლინუქსს არც კი მიასუნინებენ ან ინტენსიური დამუშავების შემდეგ თუ დაადგმევინებენ ფეხს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ, შენს შემთხვევაში უნიქსზე ფიქრი ჯერ ადრეა, ლინუქს არის ექიმის რეცეფტი. რათქმაუნდა თუ სისტემურ ადმინისტრატორობას არ აპირებ. ამ შემთხვევაშიც, ლინუქს კარგ საყრდენს მოგცემს უნიქსში ჩასაღრმავებლად. როგორც Frrrredo-მ აღნიშნა: "საბოლოოდ ლინუქსის ცოდნამ მომცა ტრამპლინი , ბუმბერაზ *nix (HP-UX, AIX) მემუშავა". მინუქს სისტემები ძალიან გავს უნიქსებს, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით Linux როგორც პლატფორმა ბევრად უფრო ვრცლადაა დოკუმენტირებული, ანუ მასზე ბევრად მეტია დაწერილი და აქედან გამომდინარე სწავლა უფრო გაადვილებულია. -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th July 2025 - 03:39 AM |