მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> KASPERSKY MOBILE SECURITY 8.0, დაიცავს სმარტფონს მოპარვისგან
oracle
პოსტი May 29 2009, 09:51 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 259
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 46



არ შემეძლო ეს არ დამეწერა.
საოცრებაა, მართლა ძალიან საჭირო რამაა (ნუ გააჩნია ვისთვის), მაგრამ მართლა აღფრთოვანებული დავრჩი.
გირჩევთ გაეცნოთ.

ლინკს დავდებ ინფოზე:
KASPERSKY MOBILE SECURITY 8.0 - დაიცავს სმარტფონს მოპარვისგან


--------------------
www.comp-news.com - უახლესი ინფორმაცია IT სამყაროში - გვესტუმრეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Giga1
პოსტი May 29 2009, 02:43 PM
პოსტი #2


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



orcale
ციტატა
კომპანია Kaspersky–მ გამოუშვა კომპლექსური გადაწყვეტილება, სახელწოდებით - Kaspersky Mobile Security 8.0, რომლის დანიშნულებაა სმარტფონის დაცვა ყველა ტიპის ინფორმაციული საშიშროებისგან და ასევე კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში.

Kaspersky Mobile Security 8.0–ის ახალ ვერსიაში რეალიზებულია ტექნოლოგია SMS-Find, რომლის გამოყენებით, სმარტფონის მფლობელს შეუძლია დაადგინოს, მისი, დაკარგული სმარტფონის ზუსტი ადგილმდებარეობა (თუ მას აქვს GPS–ფუნქცია), SMS–ით, წინასწარ დაყენებული პაროლის გაგზავნის გზით. მომხმარებელი მიიღებს ლინკს, Google Maps–ის რუკაზე, ზუსტი კოორდინატებით.

ასევე, თუ სმარტფონი იქნა მოპარული ან დაკარგული, Kaspersky Mobile Security 8.0–ის მოდული Anti-Theft–ი საშუალებას აძლევს მფლობელს, დისტანციურად დაბლოკოს მოწყობილობა და წაშალოს არსებული ინფორმაცია. ამ მოქმედებების შესრულება შესაძლებელია, SMS–ის გზით, წინასწარ დაყენებული, კოდური სიტყვის გაგზავნით ტელეფონზე.

იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონის SIM-ბარათი შეიცვალა, Kaspersky Mobile Security 8.0–ში გამოყენებული მოდული SIM-Watch–ი შეუმჩნევლად უგზავნის ტელეფონის პატრონს შეტყობინებას, ახალი ნომრით. ეს, შესაძლებლობას იძლევა, ახალი ნომრის იდენტიფიკაციის შემდეგ, მოხდეს სმარტფონის ბლოკირება და ინფორმაციის წაშლა SIM-ბარათის შეცვლის დროსაც კი. ამასთან, სამართალდამცავებს შეეძლებათ მოახდინონ ქურდის იდენტიფიკაცია მისი ტელეფონის ნომრით და დაუბრუნონ მოწყობილობა მის მფლობელს.

ასევე, Kaspersky Mobile Security 8.0, იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას დაცული საქაღალდე, საჭირო დუკუმენტებისთვის. ამ საქაღალდის შიგთავსი იშიფრება და მისი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ პაროლის გამოყენებით. როდესაც ტელეფონის გამოყენება ხდება აქტიურად, პაროლის შეტანა ყოველ ჯერზე არ არის საჭირო. მაგრამ, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, აღნიშნული საქაღალდის გახსნისთვის ისევ საჭიროა იგი.

გარდა ამისა, Kaspersky Mobile Security 8.0–ში რეალიზებულია მშობლის მიერ კონტროლის მოდული, რომელიც საშუალებას აძლევს მშობლებს, შეზღუდონ ზარები და SMS–ები ბავშვის ტელეფონში (მაგალითად, ფასიან ზარებზე და ა.შ.). თუ სმარტფონი მხარს უჭერს GPS–ს, მაშინ, ზემოთხსენებული ფუნქცია SMS-Find–ის გამოყენებით შესაძლებელია დადგინდეს ბავშვის ადგილმდებარეობა.

Kaspersky Mobile Security 8.0 ასევე შეიცავს სპამისაგან დაცვის ოპტიმიზირებულ მოდულს. სპამ–ფილტრი ბლოკავს არამარტო არასასურველ შეტყობინებებს, არამედ ზარებსაც. პროგრამის ახალ ვერსიას შეუძლია იმუშაოს ე.წ. „თეთრი სიის“ რეჟიმში (მიიღება ზარები და შეტყობინებები მხოლოდ ნებადართული კონტაქტებიდან) ან „შავი სიის“ რეჟიმში (მიიღება ყველა ზარი და შეტყობინება, გარდა შეზღუდულისა).

ანტივირუსული სკანერი – Kaspersky Mobile Security 8.0–ი აკონტროლებს ფაილების აქტივობას დროის რეალურ რეჟიმში და ასევე ასრულებს მოთხოვნის შესაბამისად, ყველა მოწყობილობის ანტივირუსულ შემოწმებას. ყველა, აღმოჩენილი ობიექტი იშლება, ან თავსდება კარანტინში. ზიანისმომტანი პროგრამების ეფექტური აღმოჩენა და წაშლა უზრუნველყოფილია ანტივირუსული ბაზის რეგულარული განახლების შედეგად. განახლება ხორციელდება სხვადასხვა არხების გამოყენებით, კომპიუტერთან სინქრონიზაციის ჩათვლით. ამასთან, Kaspersky Mobile Security 8.0–ის ინტეგრირებული ქსელური ეკრანი (FireWall) იცავს ტელეფონს ქსელური შეტევებისგან და ქსელური ჭიაყელებისგან, რომლებიც ვრცელდება Bluetooth–ით და Wi-Fi–თ.

სმარტფონების დაცვის, ახალი პროგრამული პროდუქტი შემუშავებულია Symbian OS 9.1, 9.2, 9.3–ის და Windows Mobile 5.0, 6.0, 6.1–ის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. Kaspersky Mobile Security–ის ოფიციალური ფასი შეადგენს 720 რუსულ რუბლს (დაახლოებით 45 ლარი). მისი ყიდვა შესაძლებელია Kaspersky-ს საიტიდან.

მართლა კარგი რამეა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- oracle   KASPERSKY MOBILE SECURITY 8.0   May 29 2009, 09:51 AM
- - achiko   7610 ვერ ვნახე და არ წ...   May 29 2009, 10:46 AM
- - oracle   თუ არ არის ჩამონათ...   May 29 2009, 10:55 AM
- - Sh@ko   Sony Ericsson-ი ვერ ვნახე ტე...   May 29 2009, 11:09 AM
- - oracle   აქ მხოლოდ სმარტფონ...   May 29 2009, 11:18 AM
- - giogio7196   და მოპარვისგან როგ...   May 29 2009, 11:32 AM
- - Sh@ko   oracle, სმარტფონს ჰგავ...   May 29 2009, 11:51 AM
- - achiko   oracle Symbian-ზე მუშაობს   May 29 2009, 11:53 AM
- - oracle   Sh@ko ციტატასმარტფონ...   May 29 2009, 12:20 PM
- - domen   oracle ვაჰ, კარგი გადაწ...   May 29 2009, 02:36 PM
- - Giga1   orcale ციტატაკომპანია ...   May 29 2009, 02:43 PM
- - achiko   Giga1 კარგი კია მარა ჩ...   May 29 2009, 03:53 PM
- - PITERSONA   ისე მე სულ არ მგონი...   May 31 2009, 08:44 AM
- - oracle   ციტატაისე მე სულ ა...   May 31 2009, 12:21 PM
|- - PITERSONA   ციტატა(oracle @ May 31 2009, 01...   Aug 23 2009, 06:21 AM
- - achiko   oracle 7610 ამ მოდელისთვი...   May 31 2009, 12:22 PM
- - oracle   7610 რომელი? უბრალოდ 761...   May 31 2009, 12:28 PM
- - achiko   oracle 7610 ამისთვის მინ...   May 31 2009, 12:30 PM
- - oracle   ციტატა7610 ამისთვის ...   May 31 2009, 12:57 PM
- - achiko   oracle ანტივირუსი   May 31 2009, 01:12 PM
- - oracle   შენსას symbian 7.0 აქვს, შ...   May 31 2009, 01:44 PM
- - mixomai   და რო დავაყენო ტელ...   Aug 26 2009, 09:10 AM
- - oracle   ციტატადა რო დავაყე...   Aug 26 2009, 02:48 PM
- - PITERSONA   გაიმარჯვა oracleმ   Oct 2 2009, 07:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th August 2025 - 01:35 PM