Windows XP - რჩევები |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Windows XP - რჩევები |
Aug 3 2006, 10:45 AM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Windows XP აისბერგივითაა - მისი ძირითადი ფუნქციები დაფარულია, ხოლო ახალბედები(და არა მარტო) მათ უმცირეს ნაწილს იყენებენ. ამ თემაში ნაწილობრივ მაინც ამოვატივტივებ დაფარულ ფუნქციებს, იმედია სხვებიც დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ეს თემა გაივრცო, მივპინავ, თუ არა და საერთოდ წავშლი და სტატიას დავწერ.
თუ რამე რჩევას გაითვალისწინებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ახალ რჩევებზე, შემოთავაზებებსა და შეცდომებზე მომწერეთ PM-ში. ალბათ რომელიმეს(განსაკუთრებით ადმინისტრაციას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ გავხსენი ეს თემა შესაბამის განყოფილებაში? ჩემი აზრით, ეს განყოფილებაც შეესაბამება და თან მოდერირებაც შემეძლება. მოკლედ, დავიწყეთ: გავთიშოთ სისტემა სწრაფად ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად: შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია. მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან დავთმოთ ინდექსირება სიჩქარის საფასურად ალბათ გაგიგიათ ტერმინი ინდექსირება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ NTFS-ს აქვს(იხ. სტატია). ესთი მხრივ ის ძებნის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ბრძანებების(გახსნა, დახურვა...) შესრულებას აფერხებს. თუ თანახმა ხართ დათმოთ ძებნის სიჩქარე, მაშინ მიყევით ინსტრუქციებს: შედით იმ მყარი დისკის Porperties-ში, რომელზეც აპირებთ ინდექსირების გამორთვას. ფანჯრის ქვედა მხარეს ნახეთ "Allow indexing service to index this disk for faster searches". მოხსენით მონიშვნა და დატკბით ოდნავ გაზრდილი სისწრაფით. ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე თუ მაინცდამაინც არ გიზიდავთ სისტემის გაფორმება და მათი მოშორების ხარჯზე აჩქარებას უფრო ისურვებდით, მაშინ ეს ნაწილი თქვენთვისაა. შედით My Computer-ის Properties-ში>advanced>Performance Settings და მოხსენით მონიშვნა შემდეგ ელემენტებს: Fade or slide menus into view Fade or slide ToolTips into view Fade out menu items after clicking Show Shadows under menus Slide open combo boxes Slide taskbar buttons Use a background image for each folder type Use common tasks in folders მალე თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ გაფორმებას არსებითი არაფერი დაკლებია, სამაგიეროდ სიჩქარემ მოიმატა. გამოვრთოთ შეცდომის შეტყობინების სერვისი ალბათ გაღიზიანებთ, როცა სისტემა პროგრამასთან ბრძოლის გადატანის მერე გთხოვთ, რომ თქვენი პრობლემის აღწერილობა მაიკროსოფტის ნასტავლ ხალხთან გააგზავნოთ. აგერ სისტემის სამუდამოდ გაჩუმების გზა: Control Panel>System>Advanced>Error Reporting ღილაკი>Disable error-reporting შეგიძლიათ პირველივე ნაომარზე დატკბეთ ნამოქმედარით. შევაწყვეტინოთ სისტემას ახლადჩაწერილი პროგრამების მონიშვნა სტარტში გინდათ სტარტზე დაჭერის მერე ამომხტარი პატარა ნერვებისმომშლელი ფანჯრის დახურვა, რომელიც ხშირად საჭირო ღილაკს(Log Off) ფარავს? ან კიდევ მყვირალა ყვითლად მონიშნულ პროგრამებზე რას იტყვით, სიცოცხლეს რომ გვიმწარებს? მოკლედ, მიყევით ინსტრუქციებს და დაასვენეთ ნერვები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) : Taskbar and Start Menu Properties(მარჯვენა კლიკი Taskbar-ის თავისუფალ ადგილას>Properties)>Start Menu>Customize>Advanced>მოხსენით მონიშვნა Highlight newly installed programs. სხვათაშორის აქედანვე შეგიძლიათ გააუქმოთ მეორე არანაკლებ ნერვებისმომშლელი ფუნქციაც. დღეისთვის მეტს ვეღარ ვასწრებ, შემდეგში დავამატებ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 3 2006, 02:16 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Aug 4 2006, 08:02 AM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
სისტემა კარგად დაისვენებს ამდენი რაღაც რომ გამოვურთეთ, მაგრამ ვინტსაც ხომ უნდა დასვენება?! System restore-ს და Hybernation-ს, მე მგონი არავინ ვიყენებთ. ამიტომ გავთიშოთ (იგივე შეგიძლიათ დაუღალავი ძიებისა და ჩხრეკის შედეგად კომპინფოს ჟურნალშიც იპოვოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ).
1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. 2. Desktop Properties-> Screen Saver->Power-> Hybernate ჩეკბოქსი აქ შეიძლება გამორთული დაგხვდეთ და არ ჩართოთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Aug 6 2006, 11:22 AM
პოსტი
#3
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Sh@ko
ციტატა 1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ System Restore-ის გათიშვამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ასე რომ, შეიძლება გამორთოთ, მაგრამ შეიძლება პერიოდულად თვითონ წმინდოთ ისე, რომ არაფერი დაზიანდეს. რჩევა: ვათავისუფლებთ დისკს უსარგებლო Restore Point-ებისგან თუ სისტემას დიდი ხანი არ გამოცვლით, ის ნელ-ნელა გაავსებს დისკს "ნაგვით", ანუ გამოუყენებელი და სრულიად უსარგებლო ფაილებით. მათ მოსაშორებლად უამრავი პროგრამაა შექმნილი, მაგრამ თუ ამ საქმეში ცოტათი ერკვევით და არც გეზარებათ, საკუთარი ხელით ჯობია წაშალოთ ბალასტი ფაილები. დარწმუნებული მაინც იქნებით, რომ ცუდი არაფერი მოხდება. ეხლა Restore Point-ებზე. სისტემა განსაზღვრულ დროში ერთხელ(10 ან 24 სთ.) ქმნის Restore Point-ს. რას წარმოადგენს ის? თუ შემთხვევით სისტემა დაგიზიანდათ, ვინდოუსი თავს მათი მეშვეობით აღიდგენს და თქვენ ისევ გეძლევათ მუშაობის საშუალება. მაგრამ რა ვქნათ, თუ არც დისკის გადავსება გვინდა და საყრდენი წერტილიც გვჭირდება? ასეთ შემთხვევაში ჯერ ვრწმუნდებით, რომ სისტემა მყარად მუშაობს(თუ ეს ასე არაა, ნუ გააგრძელებთ პროცედურას), შემდეგ შევდივართ My Computer Properties-> System Restore და ვნიშნავთ Turn off System Restore on all drives. ვაჭერთ Apply-ს და გამოსულ ფანჯარაში, რომელიც ამბობს, რომ ყველა Restore Point-ი წაიშლება, ვადასტურებთ ჩვენს მოქმედებას. ახლა შედით Start>All Programs>Accessories>System Tools>System Restore, შექმენით ახალი Restore Point და დაარქვით მას სახელი. მორჩა, ახლა თქვენი დისკიც შედარებით თავისუფალია და არც სისტემა დაგიყენებიათ საფრთხის წინაშე. მოკლედ, ვკლავთ ორ კურდღელს ერთი გასროლით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) Sh@ko ციტატა 1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. ეხლა შევამჩნიე. გავთიშოთ კი არა მოვნიშნოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 09:03 PM |