![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის... ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით! აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს... ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )! P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია! P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება" -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ცოლიანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 ![]() |
კომპინფოს ფორუმზე იმდენი საჭირო ინფოა მიმოფანტული, ამ დროს რომ დაგჭირდეს შეიძლება ნაწილ-ნაწილ პოსტებიდან მოგიწიოს ამოწიწკნა, ვიკიზე კი ნორმალური ნავიგაციით უნდა გადასახლდეს კომპიუტერთან ურთიერთობას რაც ეხება ყველაფერი, რაც დაწერილა ფორუმზე შეკრულად და მაქსიმალურად გასაგებად, ეს იქნება სრულფასოვანი FAQ დამწყებებისთვის და არა მარტო, ბევრი რამ შეიძლება Advanced იუზერმაც არ იცოდეს და სხვას ეკითხებოდეს, ეს არის კიდეც ამ ფორუმის არსებობის მიზანი, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვისწავლოთ ის რაც არ ვიცით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მემგონი კარგი იდეაა, აბა ცარიელი ვიკი რად გვინდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თან ვიკის ფორმატი მემგონი ყველაზე კარგად იძლევა ზემოთთქმულის გაკეთების საშუალებას (ჩემი აზრით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 07:08 AM |