![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 ![]() |
რისი თქმა მინდა:
კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა. ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა. ... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით. მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე. მესამეშიც ასევე... მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს.... მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"... ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით... (მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 259 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი წევრი №: 46 ![]() |
აქვე ნახავთ ისეთ ტელეფონებს, რომელიც ჯერ არც კი გამოსულა (მაგალითად მე ვნახე შავი Nokia N97, თან ორ სიმიანი - ჯერ ოპფიციალურად ეს ტელეფონი არ გამოსულა) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და არამარტო ეს მოდელი. ძალიან ბევრი მოდელებია.
აქედან ყველა არის ჩინური ხლამი და ისე იაფია, რომ გაგიჯდები. ნახევარი და მესამედი ფასები აქვს. 200-250 ლარი ღირდა ზემოთაღნიშნული N97. როცა, მისი ფასი შეიძლება 2000 ლარი იყოს გამოსვლისას. გავგიჯდი ეს ტელეფონები რომ ვნახე. მაგარი სისულელეა და მგონი ბევრი ადამიანიც ტკუვდება. კრიზისია და ალბათ იმიტომ მოიკიდა ფეხი ბიზნესის ამ სახემ. იაფფასიანმა ტელეფონებმა. -------------------- www.comp-news.com - უახლესი ინფორმაცია IT სამყაროში - გვესტუმრეთ!!!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 04:52 PM |