![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() გიგაბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 ![]() |
სალამი ყველას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეხლა ბრაუზერთან დაკავშირებით მინდა რჩევა მომცეთ...
ახლა მიყენია Seamonkey და ვაპირებ სხვა რაიმე კარგი ბრაუზერის დაყენებას,ისეთის რომ კარგი ხანი გამომადგეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ბევრი ვარიანტი მაქ : Mozila,Opera,IE 8, და ა.შ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველაზე კარგი და გამოსადეგი რომელია იქნებ მიმითითოდ ( ლინკიც შეძლებისდაგვარად (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) რომელია კარგი ჩამოტვირთვის მხრივ,სეანსის აღდგენა, მოკლედ ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) აბა გელოდებით P.S აბა domen,Power VANO,otosaxel,Classical,Bekward,Sh@ko თქვენი აზრი მაინტერესებს (დარჩა ვინმე? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Giga1
პირველი რჩევა - არ მიმართო ხოლმე თემაში არავის სახელით ("შენ შენ და შენ მიპასუხეთ"), თუ იცის რამე, ისედაც შემოვა და დაგეხმარება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეორე - ბრაუზერი, ითქვა უკვე, ძალიან ინდივიდუალური რამეა, შენთვის ჯერ, დარწმუნებული ვარ, ყველა ბრაუზერი ერთნაირი იქნება, ამიტომ აიღე რამე სწრაფი. out-of-box მომუშავე და მინიმალისტური, მაგალითად Chrome, Safari ან Opera. IE-საც არაფერი უჭირს (როცა IE-ს იყენებ, გარანტირებული ხარ, რომ არცერთ გვერდზე თავსებადობის პრობლემა არ გექნება, დანარჩენების რა გითხრა), აი, FF-ის გემო რომ გაიგო, დრო უნდა დახარჯო Extension-ების შესასწავლად და გამოსაყენებლად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასე რომ, ნუ დააძალებ თავს ნურაფერს, აიღე რომელიმე ბრაუზერი და გამოიყენე, მერე შეიძლება გაიგო, რომ სხვას რამე სხვა აქვს უკეთესი, ისიც დააყენე და ის უპირატესობა თუ მოგეწონა, დარჩი. მერე ისევ გაიგებ რომელიმე სხვაზე რამე კარგს და ასე შემდეგ :-) ბოლოს მიეჩვევი ერთ-ერთს და გახდება ის შენი ბრაუზერი, ესაა მთელი სიმღერა. კიდევ ერთი, გირჩევ, არასდროს არ ედავო არავის ბრაუზერებზე, ტყუილი კამათია :-) ზუსტად ისე, როგორც "ვაშლი ჯობია თუ ატამი" ან "ჩაკ ნორისი მოერევა თუ ბრუს ლი". მე რაც შემეხება, Opera-ს ვიყენებ აგერ მესამე წელი იქნება უკვე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრაუზერის არცერთ შესაძლებლობას არ ვაცდენ (გარდა მეილისა), მთლიანად "გამოწურული" მაქვს :-) ეგეც გამოცდილების ამბავია, რამდენადაც მეტ ხანს იყენებ, მით მეტად ერგები და ირგებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th August 2025 - 03:12 PM |