|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Jun 11 2009, 10:17 AM
პოსტი
#1
|
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 |
რისი თქმა მინდა:
კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა. ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა. ... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით. მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე. მესამეშიც ასევე... მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს.... მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"... ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით... (მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი) |
|
|
|
![]() |
Jun 11 2009, 10:44 AM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
Jun 12 2009, 04:47 PM
პოსტი
#3
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 195 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: www.webs.ge წევრი №: 8.663 |
80080 დიდი მადლობა ინფორმაციისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა. ჩინურები რომ არის რაღაც იმაზე ამბობ? მაგარი ჯართია რა. ჯერ მენიუ ისეთი ფონტით არის გული შეგიღონდება სანამ მესიჯს წაიკითხავ. თუმცა ჩემ ერთ მეგობარს აქვს და შენი თქმის არ იყოს მუშაობს, არებსაც იჭერს და ბატარეაც ჯანზეა -------------------- Scripts: WEBS.GE
|
|
|
|
80080 "ახალ კიდობანში ყალბი სონი ერიქსონები იყიდება" Jun 11 2009, 10:17 AM
achiko მაგათი... Jun 11 2009, 11:23 AM
oracle აქვე ნახავთ ისეთ ტ... Jun 11 2009, 11:40 AM
Sh@ko oracle
სერიალ გაქცევა... Jun 11 2009, 02:43 PM
oracle ანუ ხლამია და ერთჯ... Jun 11 2009, 05:23 PM
Sh@ko არა, ისე ზოგი რამ მა... Jun 12 2009, 08:50 PM
Bekward oracle
ციტატა(Irakli @ 11th June... Jun 13 2009, 07:46 AM
oracle ციტატაფასით არ უნდ... Jun 13 2009, 10:57 AM
Power_VANO ჰოო, ე.ი. ჩინელებს SE-... Jul 1 2009, 08:10 AM
80080 გუშინ ვიყავი ბაზრო... Jul 6 2009, 02:05 PM
Sitchi ნოკიას ანალოგებია:... Jan 28 2010, 08:29 PM
davizo70 ვეთანხმები აქ გამო... Jan 29 2010, 05:24 AM
Giga1 Sitchi
ციტატა(sitchi @ 28th Janu... Jan 29 2010, 07:15 AM
Sh@ko ჩინურზე გამახსენდ... Jan 29 2010, 07:55 AM
Giga1 Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 29th Januar... Jan 29 2010, 08:01 AM
Chacha ბარემ აქ ვიკითხავ ... Jan 29 2010, 09:54 AM
Sh@ko Chacha, ეგრე ნუ განსჯი... Jan 29 2010, 10:05 AM
Giga1 Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 29th Januar... Jan 29 2010, 10:11 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 09:06 PM |